„სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრს დრონებმა დაარტყეს – მომხმარებლები შეფერხებებზე ჩივიან
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრს დაარტყეს, რის შემდეგაც რუსეთში ბანკის სერვისების შეფერხებაზე მომჩივანთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თავდასხმას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ სისტემები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში მდებარე „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრს დაარტყეს.
„ვადასტურებთ, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. ამავდროულად, „სბერბანკის“ ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მუშაობს“, – განაცხადა დღეს „სბერბანკის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ვედიახინმა.
იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც გასულ კვირას თავდასხმები მოხდა რუსული ტექნოლოგიური ჯგუფის, „იანდექსის“ (Yandex) საკუთრებაში არსებულ სამ მონაცემთა ცენტრზე. ამ IT-კომპანიას ექვსი ცენტრი აქვს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა მანამდე განაცხადა, რომ ქალაქ ბალაკოვოში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.
როგორც „მედუზა“ წერს, მოსკოვში, პეტერბურგში, ნოვოსიბირსკის ოლქსა და სხვა რეგიონებში მკვეთრად გაიზარდა „სბერის“ სერვისების მუშაობაში შეფერხებებზე მომჩივან მომხმარებელთა რაოდენობა. გამოცემის ცნობით, აღნიშნულზე მოწმობს „Сбой.рф“-ისა და Downdetector-ის მონაცემები.
მომხმარებლები წერენ, რომ მათ არ მუშაობთ ონლაინ-ბანკი, არ ხორციელდება გადახდები, არ იტვირთება ვებსაიტი და არ იხსნება აპლიკაცია.
შეფერხებები ასევე აღინიშნება სხვა ვებსაიტებისა და სერვისების მუშაობაში — Mail.ru, „კონტური“, Ozon, „მეგაფონი“, „ვკონტაქტე“ (ВКонтакте), აგრეთვე პროვაიდერ „სკაინეტ სანქტ-პეტერბურგის“ (Скайнэт Санкт-Петербург) ქსელში. რას უკავშირდება ეს პრობლემები, ამ ეტაპზე უცნობია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ვადასტურებთ, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. ამავდროულად, „სბერბანკის“ ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მუშაობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.