ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მსოფლიო პატრიარქი - უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა მისასალმებელი წერილი გაავრცელა, რომელიც სვეტიცხოველში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

მსოფლიო პატრიარქი - უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება
მსოფლიო პატრიარქი - უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრებაინტერპრესნიუსი

ფანარის მართლმადიდებლობის პატივსაცემი ცენტრიდან, ძმური სიყვარულით მოგესალმებით საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით - სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველმყოფელ სვეტს, - ამის შესახებ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წელთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის წერილშია აღნიშნული, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

მსოფლიო პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ „მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს“.

„მის უწმინდესობა და უნეტარესობას, შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამწირველს, მადლი და მშვიდობა იყოს თქვენზე ღვთისაგან.

ფანარის მართლმადიდებლობის პატივსაცემი ცენტრიდან, ძმური სიყვარულით მოგესალმებით თქვენს უნეტარესობას და უწმინდესობას და საქართველოს წმინდა ეკლესიის სისავსეს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველმყოფელ სვეტს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს ღმრთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო.

დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი. კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში, ჯვარცმული და მკვდრედითაღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავისი ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა სიწმდითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.

ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებული არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღვთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ. ჩვენ საზოგადოებაში მყოფი ადამიანები სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ აღსარებას - ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნაწილი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.

მიმდინარე წლის მარტში, ჩვენ, თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის წესი. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის.

თქვენი უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს იმ სამწყსოს წინამძღოლისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით, ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლსა და კურთხევას,“ - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს“
„მის უწმინდესობა და უნეტარესობას, შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამწირველს, მადლი და მშვიდობა იყოს თქვენზე ღვთისაგან. ფანარის მართლმადიდებლობის პატივსაცემი ცენტრიდან, ძმური სიყვარულით მოგესალმებით თქვენს უნეტარესობას და უწმინდესობას და საქართველოს წმინდა ეკლესიის სისავსეს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველმყოფელ სვეტს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს ღმრთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო. დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი. კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში, ჯვარცმული და მკვდრედითაღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავისი ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა სიწმდითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს. ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებული არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღვთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ. ჩვენ საზოგადოებაში მყოფი ადამიანები სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ აღსარებას - ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნაწილი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი. მიმდინარე წლის მარტში, ჩვენ, თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის წესი. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის. თქვენი უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს იმ სამწყსოს წინამძღოლისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით, ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლსა და კურთხევას,“
ბართლომეოს პირველი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?