გიორგი კანდელაკი: და რა ვიცით რომ რუსთაველი, საერთოდ, გადასათხრელი იყო? ან ვინმეს რუსთაველის დატბორვა გაუგია?
შეგახსენეთ რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტის მორიგი გაზრდა ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. "ოცნების" ოპონენტები თბილისის მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და დამატებითი ხარჯების დასაბუთებას ითხოვენ.
პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი:
და რა ვიცით რომ რუსთაველი, საერთოდ, გადასათხრელი იყო? ან ვინმეს რუსთაველის დატბორვა გაუგია? დატბორილა დიდი დიღომი, წერეთელი, მაგრამ რუსთაველი? ტროტუარის შეკეთება - კი ბატონო, სანათების გამოცვლა - sure (კარგი იქნებოდა ძველი სანათების რეპლიკების დადგმა, როგორც ბათუმში 2011 წელს მაგრამ ეგ ვის ახსოვს), გზის საფარის გამოცვლაც კი ბატონო, გავრცელებული მოსაზრების საწინააღდეგოდ, გადაბერებული ჭადრების ჩანაცვლებაც არ იქნებოდა ურიგო წამოზრდილი ახალგაზრდა ჭადრებით; მაგრამ რა აუცილებელი იყო ეს მრავალთვიანი გადათხრა რაც უზარმაზარი ფული ჯდება? რამდენი სკოლის გარემონტება შეიძლებოდა ამ თანხით? ან სად წაიღეს ჭავჭავაძის ქუჩის გადასარევი ქვაფენილი?
შეგახსენეთ რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტის მორიგი გაზრდა ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. "ოცნების" ოპონენტები თბილისის მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და დამატებითი ხარჯების დასაბუთებას ითხოვენ. მათი შეფასებით, სამუშაოების მიმდინარეობისას ხელშეკრულებებში არაერთგზის შეტანილი ცვლილებები პროექტის ხარვეზებზე მიუთითებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…