ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხელთათმანიანი ბადრაგი დავითაძის ცნობილი ვიდეოდან, პენიტენციურში აღარ მუშაობს

საქართველოს პროკურატურა

ბადრაგი გიორგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის ვიდეოჩანაწერში ხელთათმანი უკეთია, პენიტენციურ სისტემაში აღარ მუშაობს. დავითაძე ციხის თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, რასაც პენიტენციური სამსახური და პროკურატურა უარყოფენ.

ხელთათმანიანი ბადრაგი დავითაძის ცნობილი ვიდეოდან, პენიტენციურში აღარ მუშაობს
ხელთათმანიანი ბადრაგი დავითაძის ცნობილი ვიდეოდან, პენიტენციურში აღარ მუშაობსნეტგაზეთი

ციხის ბადრაგი, რომელსაც პატიმარ გიორგი დავითაძის ცნობილ ვიდეოში ხელთათმანი უკეთია, პენიტენციურ სისტემაში აღარ მუშაობს.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბადრაგი გიორგი ვარაბიოვი უწყებიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე წავიდა რამდენიმე თვის წინ.

გიორგი დავითაძის საქმე

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა მასზე სქესობრივად იძალადეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდადებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდადებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

4 ოქტომბერს პენიტენციურმა განაცხადა, რომ გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“. მან უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე.

პროკურატურამ 10 ოქტომბერს თქვა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. ოჯახი საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდადებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?