ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნეს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრომ ენერგეტიკის სექტორს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების რეგლამენტის პროექტი გააცნო. მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად ინერგება უსაფრთხოების ისეთი მაღალი სტანდარტი, რომელიც ჰესების მონიტორინგსა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნესრუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნეს.

დოკუმენტის მიზანს ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო ფუნქციონირების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და უსაფრთხოების იმ მოთხოვნების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლებსაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, მათ შორის კაშხლები და წყალსაცავები უნდა აკმაყოფილებდეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ამ მიმართულებით უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ექსპლუატაციას.

"განვიხილეთ მნიშვნელოვანი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ქვეყანაში ჩვენ ვნერგავთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან დაკავშირებით, ისეთ მაღალ სტანდარტს უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას. როდესაც აქცენტს და პრიორიტეტიზაციას ვაკეთებთ ენერგეტიკის სექტორზე, მნიშვნელოვანია ამ სექტორის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საკანონმდებლო დონეზე აღნიშნულის დარეგულირება. აღნიშნული უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში შესული ჰესების მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და ასევე, რომელიც სამომავლოდ აშენდება," - გენადი არველაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განვიხილეთ მნიშვნელოვანი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ქვეყანაში ჩვენ ვნერგავთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან დაკავშირებით, ისეთ მაღალ სტანდარტს უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას. როდესაც აქცენტს და პრიორიტეტიზაციას ვაკეთებთ ენერგეტიკის სექტორზე, მნიშვნელოვანია ამ სექტორის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საკანონმდებლო დონეზე აღნიშნულის დარეგულირება. აღნიშნული უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში შესული ჰესების მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და ასევე, რომელიც სამომავლოდ აშენდება,“
გენადი არველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?