ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოცემა Hokkaido Shimbun-ის იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ოფიციალური ვერსიით, ის კურილის კუნძულებიდან უკრაინაში საომრად წასული სამხედროების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავესიმედინიუსი

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით გამოცემა Hokkaido Shimbun-ის ჟურნალისტი დააკავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტის დაკავება სახალინზე მოხდა. მოგვიანებით ის მოსკოვში გადაიყვანეს. მოსკოვის სასამართლომ იაპონელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, ჟურნალისტი რუსეთში აგროვებდა ინფორმაციას კურილის კუნძულებიდან უკრაინასთან საომრად წასული სამხედროების შესახებ და საამისოდ ადგილობრივ მოსახლეობას იყენებდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?