პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძეზე: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის აქტივისტ თორნიკე რაზმაძეზე წერს, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ცდილობს წარმოჩნდეს ისე, თითქოს მას მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან.

ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძეზე: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან
რუსთავი 2

ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძეზე.

მისი თქმით, განსაკუთრებით კომიკურია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯერ შეგნებულად ქმნის სკანდალს და შემდეგ კითხულობს, რატომ მოჰყვა მის ქმედებას რეაქცია.

„ახლა რა ხდება: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან. ამ სიუჟეტს მხოლოდ ერთი რამ აკლია ფონად - დრამატული მუსიკა და წარწერა: „სინდისის მორიგი პატიმარი“.

სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან და მსხვერპლიც თურმე შენ ხარ. შეურაცხყოფა შენი იყო, პასუხისმგებლობა კი, ცხადია ვიღაც სხვისი უნდა იყოს. ასეთი ლოგიკის გასაგებად, ალბათ, ცალკე სახელმძღვანელოა საჭირო.

ყველაზე კომიკური ის არის, როცა ადამიანი ჯერ სკანდალს შეგნებულად ქმნის და მერე გაკვირვებული სახით კითხულობს: „რატომ მოჰყვა ამას რეაქცია?“ პასუხი რთული ნამდვილად არ არის - იმიტომ, რომ კამერის წინ გინება არც ჟურნალისტიკაა, არც პოლიტიკური სიმამაცე და არც სიტყვის თავისუფლების მწვერვალი.“ - წერს მეტრეველი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. POSTVსამთავრობონიკოლოზ მეტრეველი რაზმაძის შესახებ: “ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა
  2. ალიაოპოზიციური“სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან” – ნიკოლოზ მეტრეველი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს — „მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის საქმე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები