ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2027 წელს, მთავრობა ღვინის პოპულარიზაციისთვის ₾19.5 მილიონს დახარჯავს - ზრდა მხოლოდ ₾1.5 მილიონია

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა 2027 წელს ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციისთვის 19.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე მხოლოდ 1.5 მილიონი ლარით მეტია.

2027 წელს, მთავრობა ღვინის პოპულარიზაციისთვის ₾19.5 მილიონს დახარჯავს - ზრდა მხოლოდ ₾1.5 მილიონია
2027 წელს, მთავრობა ღვინის პოპულარიზაციისთვის ₾19.5 მილიონს დახარჯავს - ზრდა მხოლოდ ₾1.5 მილიონიაBM.GE

2027 წელს, მთავრობა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 19.5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის თანახმად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის მარკეტინგისთვის 1.5 მილიონი ლარით მეტს აძლევენ, ვიდრე წელს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჭარბი ყურძნის შესაძენად მთავრობა ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, ასობით მილიონ ლარს ხარჯავს, მაგრამ ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 1-დან 2 მილიონამდე იზრდებოდა. აი, სტატისტიკა:

2012 წელი - 1,8 მლნ ლარი,

2013 წელი - 1,3 მლნ ლარი

2014 წელი - 4,5 მლნ ლარი

2015 წელი - 4,65 მლნ ლარი

2016 წელი - 5 მლნ ლარი

2017 წელი - 6 მლნ ლარი

2018 წელი - 6 მლნ ლარი

2019 წელი - 10,75 მლნ ლარი

2020 წელი - 9 მლნ ლარი

2021 წელი - 8,5 მლნ ლარი

2022 წელი - 12 მლნ ლარი

2023 წელი - 14 მლნ ლარი

2024 წელი– 16 მლნ ლარი

2025 წელი - 17,4 მლნ ლარი

2026 წელი - 18 მლნ ლარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, 2012-დან 2026 წლის ჩათვლით, ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან 127.4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ცნობისთვის: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?