მსოფლიო · 12 ოქტომბერი, 00:49
უკრაინული დრონების შეტევის ფონზე მოსკოვის სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

უკრაინული დრონების შეტევის ფონზე მოსკოვის სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა - ცოტა ხნის წინ მოსკოვის მერზე დაყრდნობით რუსულმა და უკრაინულმა Telegram-არხებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები უტევენ.
ამ დროისთვის მოსკოვის საჰაერო სივრცე თითქმის სრულადაა ჩაკეტილი და დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და ვნუკოვოს აეროპორტებში მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული. მოსკოვის მერმა სობიანინმა თქვა, ამ საღამოს ქალაქში 23 დრონია ჩამოგდებული
მასალის შესახებპირველწყარო: Facebook
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…