რესპუბლიკელი კონგრესმენი: პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინელი ხალხი ძალიან იღბლიანია, რომ თქვენ ლიდერობთ მათ ამ რთულ პერიოდში. ჩვენ თქვენ ზურგს გიმაგრებთ ...
პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ამერიკელი ხალხი 100%-ით თქვენ გვერდით დგას. უკრაინელი ხალხი ძალიან იღბლიანია, რომ თქვენ ლიდერობთ მათ ამ რთულ პერიოდში. ჩვენ თქვენ ზურგს გიმაგრებთ და ვიქნებით თქვენთან ერთად, სანამ უკრაინა გამარჯვებას არ მიაღწევს
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უდიდესი მხარდაჭერა, მას აქვს ამერიკელი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა და მას აქვს უკრაინელი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში - სუვერენულ და თავისუფლებისმოყვარე ერში - და რუსეთს სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა იმ ზიანისა და ნგრევისთვის, როგორც სიცოცხლის, ისე მატერიალური თვალსაზრისით, რაც პუტინის უმიზეზო თავდასხმამ გამოიწვია.
პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ამერიკელი ხალხი 100%-ით თქვენ გვერდით დგას. უკრაინელი ხალხი ძალიან იღბლიანია, რომ თქვენ ლიდერობთ მათ ამ რთულ პერიოდში. ჩვენ თქვენ ზურგს გიმაგრებთ და ვიქნებით თქვენთან ერთად, სანამ უკრაინა გამარჯვებას არ მიაღწევს" - ნათქვამია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ბრაიან ფიცპატრიკის განცხადებაში.
გუშინ, 10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც "გარიგების დადება" შეუძლია. ტრამპის თქმით, ზელენსკის "ბევრჯერ შეეძლო ომის დასრულება, მაგრამ ის ამას არ აკეთებს" და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით, პრობლემებს უქმნის მთელ მსოფლიოს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…