დეა მეტრეველი: თურმე ერთი კონკრეტული ვიწრო ჯგუფის გამდიდრება, ქვეყნის არნახულ ეკონომიკურ აყვავებად რომ გვასაღებენ, ყოფილა ქვეყნის ნამდვილი წარმატება თან მხოლოდ ერთი კაცის დამსახურებაც
პოლიტიკოსი დეა მეტრეველი: ქართველო მეცნიერებო, ხელოვანებო, მწერლებო, სპორტსმენებო, ბიზნესმენებო, საჯარო მოხელეეობო… წლები რომ მუშაობთ და თქვენი წარმატებებით ჩვენს ქვეყანას ასახელებთ… ემიგრანტებო… ოჯახები რომ მიატოვეთ და შორიდან არჩენთ ოჯახებს მილიონობით ოდენობის გადმორიცხვებით…
ქართველო მეცნიერებო, ხელოვანებო, მწერლებო, სპორტსმენებო, ბიზნესმენებო, საჯარო მოხელეეობო… წლები რომ მუშაობთ და თქვენი წარმატებებით ჩვენს ქვეყანას ასახელებთ…
ემიგრანტებო… ოჯახები რომ მიატოვეთ და შორიდან არჩენთ ოჯახებს მილიონობით ოდენობის გადმორიცხვებით…
თურმე ჩალის ფასი ჰქონია თქვენს მიღწევებს და შრომას… თურმე ერთი კონკრეტული ვიწრო ჯგუფის გამდიდრება, ქვეყნის არნახულ ეკონომიკურ აყვავებად რომ გვასაღებენ, ყოფილა ქვეყნის ნამდვილი წარმატება თან მხოლოდ ერთი კაცის დამსახურებაც.
ასე ესმით, ასე სჯერათ, და უნდათ რომ ჩვენც დაგვაჯერონ!
არადა გაუსაძლისად მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში! ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ, ზოგს, მაძღარ კუჭზე, ჰყოფნის უტიფრობა, რომ დაუნახავებად და უმადურებად შერაცხოს ყველა, ვინც დღეს ამ სოციალურად და ეკონომიკურად უსამართლო გარემოში ცხოვრებას აპროტესტებს და უკეთეს მომავალს ითხოვს საკუთარი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…