თაკო სონღულაშვილი: ვუყურებ და ვერ ვხვდები, როგორ უნდა გეგონოს თავი ამის დირექტორი, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, როგორ უნდა გეგონოს, რომ ამაზე დიდი ხარ...
თაკო სონღულაშვილი: კაი ხანს ვუყურე ამ ფოტოს და მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ეს ქვეყანა მე ვარ. რომ არც მისი შვილი ვარ, არც მისი მსახური, არც მისი მოქალაქე. რომ მე ვარ ეს მიწა და ეს წყალი.

თაკო სონღულაშვილი:
კაი ხანს ვუყურე ამ ფოტოს და მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ეს ქვეყანა მე ვარ.
რომ არც მისი შვილი ვარ, არც მისი მსახური, არც მისი მოქალაქე. რომ მე ვარ ეს მიწა და ეს წყალი. ეს გასაგიჟებელი, განმაცვიფრებელი, სრულიად უნიკალური, თავისებური, ხან ლმობიერი, ხან სასტიკი, ხან მომთხოვნი, ხან უსაშველო, ბევრჯერ გადარჩენილი, ბევრჯერ დაღალატებული, ძალიან დაღლილი, უმეგობროდ დარჩენილი, ბოროტებისა და სიბნელის ტყვეობაში მყოფი, დამცირებული და შეურაცხყოფილი, კუთხეში დაყენებული და დატუქსული, სულ დაშინებული და მოტყუებული ეს ქვეყანა მე ვარ და ეს ქვეყანა შენ ხარ.
იქნებ დროა მსხვერპლის როლიდან გამოვიდეთ, იქნებ საკმარისია ამდენი გულისგამაწვრილებლად გულისამაჩუყებელი თხრობა საკუთარ წესიერებაზე და იქნებ დროა შინ თუ გარეთ, ყველას ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ.
რეინჯერის დღიურის ფოტოა. ვუყურებ და ვერ ვხვდები, როგორ უნდა გეგონოს თავი ამის დირექტორი, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, როგორ უნდა გეგონოს, რომ ამაზე დიდი ხარ, რომ შენ ვერ მოგინელებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…