მაია ორჯონიკიძე: ერის სირცხვილი ხარ წიწიბუროვიჩ
მაია ორჯონიკიძე: გრეჩიხა იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში ყვება, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიციური არხები არ იყო და ტელეეთერებში იმდროინდელი “ოპოზიციის” ხმა არ ისმოდა, რაც არის სრული სიცრუე, რადგან იმ დროს არსებობდა რამდენიმე არხი, რომლებიც ეთერში დღე და ღამე ხელისუფლების საწინააღმდეგო სიუჟეტებს უშვებდნენ, უმეტეს წილად დეზინფორმაციულს, მძაფრი რუსული სააგიტაციო სურნელით.

პუბლიცისტი, მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
გრეჩიხა იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში ყვება, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიციური არხები არ იყო და ტელეეთერებში იმდროინდელი “ოპოზიციის” ხმა არ ისმოდა, რაც არის სრული სიცრუე, რადგან იმ დროს არსებობდა რამდენიმე არხი, რომლებიც ეთერში დღე და ღამე ხელისუფლების საწინააღმდეგო სიუჟეტებს უშვებდნენ, უმეტეს წილად დეზინფორმაციულს, მძაფრი რუსული სააგიტაციო სურნელით. მათ შორის რასაკვირველია გამოირჩეოდა ბადრი პატარკაციშვილის პირად საკუთრებაში მყოფი ტელეკომპანია “იმედი” და თავად გრეჩიხას მონაწილეობით დაარსებული “მაესტრო”, რომლის სტუდიაში მიწვეული სტუმრის სტატუსით პირადად არაერთხელ ვმჯდარვარ 2009-2013 წლებში.
“მაესტროს” ტელედებატებში ჩემი ოპონენტები გაშმაგებულნი ლანძღავდნენ მიხეილ სააკაშვილსა და მ���ს მთავრობას, რაც ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა-ტელეარხი დაუბრკოლებლად აგრძელებდა მუშაობას. ერთ მომენტს გავიხსენებ: გრეჩიხას მრავალსერიან “საკანში”, რომელსაც მე იმ დროს “გალიას” ვუწოდებდი-კარების შემოსასვლელთან ფეხის გასაწმენდი ტილო ეგდო, რომელზეც ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტის-მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი იყო გამოსახული და ყველა სტუმარს, ვინც მასთან ოთახში შედიოდა მიშას პორტრეტზე ფეხი უნდა გაეწმინდა, რასაც არაერთი იმდროინდელი ჟოპოზიციონერი სიამოვნებით აკეთებდა.
თქვენ წარმოგიდგენიათ, დღეს რომ ფორმულამ ან ტვ პირველმა ბიძინას ან მისი დასმული მარიონეტის, მიხეილ ყ-ს პორტრეტი სტუდიაში იატაკის ტილოდ გამოიყენოს-თუ რა ჯარიმებსა და “სროკებს” გამოწერს რეჟიმი?? აი ასეთი “დიქტატორული” მთავრობა იყო სააკაშვილის დროს.
და როდესაც იაგომ გრეჩიხას უთხრა-მე მგონი ციხეში დღესაც ზის ხალხი ვიღაცეების შეურაცხყოფისთვისო, გრეჩიხამ უტიფრად უპასუხა: მე არ ვიცნობო. მერე კი დაამატა: და მერე რა რომ ზის, იჯდესო! რა, კლავენ იმ ციხეში? არ შეურაცხყოს არავინ და არ იჯდებაო!
ნუ დენი რომ მიშას დროს კი არა, შევარდნაძის დროს მოვიდა, თან თურმე იმ დავით მირცხულავას დამსახურებით, ვინც იმდროინდელი უშუქობის ერთერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა-ამის სერიოზულად კომენტირება საკუთარი თავის უპატივცემულობაა, ისევე როგორც 2008 წლის ომი რომ თურმე მიხეილ სააკაშვილს დაუწყია.
გრეჩიხ, წავიდა შენი დრო-დღევანდელ ახალგაზრდობას ვეღარაფრით დააბოლებ კაცი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე შავბნელი ფიგურის-ბიძინა ივანაშვილის ერთ ადგილში ვაზელინით ხარ შერჭობილი შენი სამარცხვინოდ ანგარებიანი ნატურის გამო.
ერის სირცხვილი ხარ წიწიბუროვიჩ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…