ზურა სიხარულიძე: სუროგაცია იმიტომ აკრძალეს, რომ უკანონო მიგრაციას ვერ უმკლავდებიან? თუ იმიტომ, რომ საკუთარ სისტემაში არსებულ კორუფციაზ პასუხისმგებლობის აღება არ სურთ?
ზურა სიხარულიძე: როგორი „წარმატებები“ გვაქვს მედიცინაში! კვირა დღეს შეიკრიბებიან და სუროგაციას აკრძალავენ. შარშან შეიკრიბნენ და ჩანაცვლებითი მკურნალობა დახურეს. ასე თუ გააგრძელეს, ვინ იცის, ხვალ საკეისრო კვეთასაც აგვიკრძალავენ, ზეგ შუნტირებას და ბოლოს საერთოდ გვიკარნახებენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ!

ნარკოლოგი, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე:
როგორი „წარმატებები“ გვაქვს მედიცინაში! კვირა დღეს შეიკრიბებიან და სუროგაციას აკრძალავენ. შარშან შეიკრიბნენ და ჩანაცვლებითი მკურნალობა დახურეს. ასე თუ გააგრძელეს, ვინ იცის, ხვალ საკეისრო კვეთასაც აგვიკრძალავენ, ზეგ შუნტირებას და ბოლოს საერთოდ გვიკარნახებენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ!
ჩანაცვლებითი მკურნალობის დახურვით რამდენ ადამიანს წაართვეს სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა? რამდენი ადამიანი გაწირეს? ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი რეგულაციები არ არის -მათ უკან ცოცხალი ადამიანები, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგას!
სუროგაცია იმიტომ აკრძალეს, რომ უკანონო მიგრაციას ვერ უმკლავდებიან? თუ იმიტომ, რომ საკუთარ სისტემაში არსებულ პრობლემებსა და კორუფციაზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ? იქნებ სხვისი უფლებების შეზღუდვა უფრო მარტივია, ვიდრე რეალური პრობლემების მოგვარება?
ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფასურს ისევ რიგითი მოქალაქეები იხდიან. დღეს დედობის უფლებას უზღუდავენ ადამიანებს, ხვალ შეიძლება სხვა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.
ეს არ არის მხოლოდ სუროგაციის საკითხი. ეს არის ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი!
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქე და არა უკარნახოს, როგორ შექმნას ოჯახი, როგორ მიიღოს სამედიცინო დახმარება და როგორ განკარგოს საკუთარი ცხოვრება.
28-ში ყველანი უნდა გამოვიდეთ!
ნუ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური ინტერესები და რელიგიური ინსტიტუტების გავლენა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მაღლა დადგეს!
28-ში ყველა ერთად დავქნაცოთ რეჟიმს რომ გვინდა საამართლიანიბრესპუბლიკა სადაც ადამინის ჯანმრყელობის და სიცოხლის უფლება უნდა იყოს დაცული!!!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…