დავით ჩხეიძე: ორი დღეა, რეჟიმის პროპაგანდა გვაბრალებს, რომ ფონიჭალის ტრაგედიას ვიყენებთ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით
დავით ჩხეიძე: მე რომ დაზუსტებით ეთქვათ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებში არ არსებობს თანაგრძნობა ბავშვების თუ დაზარალებული ოჯახების მიმართ, ამას მაინც არ დავიჯერებდი. ორი დღეა, რეჟიმის პროპაგანდა გვაბრალებს, რომ ფონიჭალის ტრაგედიას ვიყენებთ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხეიძე:
მე რომ დაზუსტებით ეთქვათ, რომ რეჟიმის წარმომადგენლებში არ არსებობს თანაგრძნობა ბავშვების თუ დაზარალებული ოჯახების მიმართ, ამას მაინც არ დავიჯერებდი.
რადგან ამით გავუფრთხილდებოდი, პირველ რიგში, ადამიანობას საკუთარ თავში.
ორი დღეა, რეჟიმის პროპაგანდა გვაბრალებს, რომ ფონიჭალის ტრაგედიას ვიყენებთ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით.
და პირიქით, აქედან ვხედავ დაეჭვებას, მზაკვრულ ჩანაფიქრს რეჟიმის წევრების მოქმედებებში. ხშირად გულწრფელს და ალბათ ხელოვნურად წაქეზებულსაც.
ასეთი საკითხები არ არის საშუალება, აჩვენო რომის პაპზე მეტი კათოლიკობა. შეუვალობა და პრინციპულობა.
უბრალოდ უნდა გაჩუმდე და აკეთო, რისი გაკეთებაც შეგიძლია.
განიცადო, თანაუგრძნო, დაეხმარო...
ყველა სიტყვა ეჭვის, დაბრალების გსვრის,
სვრის წარმომთქმელს.
რადგან საკუთარ თავში უშვებს არაადამიანობის უმდაბლეს ხარისხს.
და თუ უშვებს - მისიც არის.
ბავშვი არაერთხელ შემოიყვანეს პოლიტიკურ სპეკულაციებში ბოლო დროს.
რაც არის სისასტიკის უმაღლესი
გამოვლინება.
ყველა ტირანი ბოლოს ბავშვთან მივიდა მოსასპობად.
ჩვენ აღელვებისას ხშირად არ ვუფიქრდებით, როგორ განვსჯით; შემდეგ გვრცხვენია.
ისედაც ძალიან დაეცა ყველაფერი და ეცემა ყოველდღიურად.
ყველა თამასა და ყველა საკაცობრიო ღირებულება.
ამ ქვედა ნიშნულის მაინც ნუ ავიღებთ.
ეს კარგს არავის არაფერს მოუტანს.
თუ ცუდს გეუბნება გული უნდა გაჩუმდე.
უბრალოდ უნდა გაჩუმდე.
ამით იმასაც უშველი რაშიც ეჭვი გეპარება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…