გიგა ჯოხაძე: გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკებში ვცხოვრობთ
გიგა ჯოხაძე: მივეჩვიეთ - მონურ მორჩილებას და ყველაფრის ზეციური ძალებისთვის დაბრალებას. თუ არ გამოვფხიზლდით, მალე გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკებში ვცხოვრობთ.
დღე არ გავა რამე უბედურება რომ არ მოხდეს.
ხან კორპუსი ინგრევა.
ხან ხიდი იშლება.
ხან შუა ქუჩაში ადამიანებს ცხრილავენ.
ხან ღვარცოფი მოვარდება, ხანაც ზვავი.
ხან პარკში ბავშვებს დენი არტყამთ.
ხან ხალხი ჭაში ვარდება.
ხან ადამიანებს ციხეში აუპატიურებენ და კლავენ.
ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლის ფასი არის 0.
გინდ დედაბუნებას დააკისრეთ ამაზე პასუხისმგებლობა, გინდ ზეციურ ძალებს, ფაქტი შემდეგია: საქართველო არის საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფრთხის მქონე ქვეყანა.
და ამაში ყველაფერთან ერთად დამნაშავეა ორი რამ: კორუმპირებული ხელისუფლება/არაკომპეტენტური ორგანოები და ჩვენი, მოქალაქეების დუმილი.
თითქოს შევეჩვიეთ ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებას. წავიკითხავთ ნიუსს და თითქოს ყურადღებას აღარც ვაქცევთ.
პასუხისმგებელი პირების მიმართ ანგარიშვალდებულების მოთხოვნაზე საუბარიც აღარაა.
ხომ ნახეთ 2 წლის წინ ნოვი სადში რაც მოხდა და რადაც დაუჯდა ეს ვუჩიჩს.
ჩვენთან ეგეთები ფაქტობრივად ყოველდღე ხდება, მაგრამ მივეჩვიეთ - მონურ მორჩილებას და ყველაფრის ზეციური ძალებისთვის დაბრალებას.
თუ არ გამოვფხიზლდით, მალე გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…