"უკრაინამ ბაშკირეთში დაარტყა საწარმოს Газпром нефтехим Салават, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ნავთობქარხნების ათეულში შედის"
ქარხნებში შექმნილი სიტუაცია აისახა ბაზარზეც. 15 ნოემბრის მდგომარეობით, საწვავის მიწოდება ბაზარზე 30%-ით დაეცა. საწვავის მარაგების ხარჯზე რუსეთმა უფრო მეტი კლების თავიდან არიდება მოახერხა, თუმცა რამდენი ხნით შეძლებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას უცნობია.

წუხელ უკრაინამ ბაშკირეთში დაარტყა საწარმოს Газпром нефтехим Салават, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ნავთობქარხნების ათეულში შედის. ის წელიწადში 10 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს. მართალია ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და საწარმო აგრძელებს მუშაობას, თუმცა გავრცელებული კადრები ნათლად აჩვენებს მასშტაბურ ხანძარს მრავალრიცხოვანი ხანძრის კერებით.
უკრაინის გენშტაბმა ასევე გაავრცელა ცნობები, რომ წინა დღით დაარტყეს რუსეთის სამხრეთში მდებარე უმსხვილეს ნავთობქარხანას კრასნოდარის ოლქში. მათივე ცნობით, დრონებით წარმატებით მოარტყეს ილსკის ნავთობქარხნის პირველადი გადამუშავების სამ დანადგარს (АТ-4, АТ-5, АТ-6). ამ დანადგარებზე საწარმოს სიმძლავრის თითქმის 90% მოდის. ქარხანა წელიწადში 6,6 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს.
უკრაინელთა ცნობით, ბოლო 17 დღის განმავლობაში მწყობრიდან გამოყვანილია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 60%.
შექმნილ სიტუაციას აფასებს Rand Corp-ის ექსპერტი მაიკლ ბორნეტი. აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი პენტაგონსა და ამერიკის მთავრობაზე მუშაობს. ბორნეტის განცხადებით, უკრაინული დარტყმების შემდეგ მოსკოვის საწვავით მომმარაგებელი სამი უმსხვილესი ნავთთობქარხანა მწყობრიდან გამოყვანილია.
მისი ცნობით, იაროსლავლის ნავთობქარხანა, მთლიანად გაჩერებულია. ეს საწარმო რუსეთში სიმძლავრით მეხუთეა და წელიწადში თითქმის 16 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს. ქარხანა მოსკოვს საწვავით ნავთობსადენებით ამარაგებს.
ასევე გაჩერებულია ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე „ლუკოილის“ ქარხანა „ნორსი“. ის სიმძლავრით მეოთხეა და წელიწადში 17 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს. ისიც მოსკოვს საწვავით ნავთობსადენით ამარაგებს.
5 ნოემბერს დაბომბილი რიაზანის ნავტობქარხნის სიმძლავრეების 90% გაჩერებულია. ეს საწარმო მესამეა რუსეთში და 17 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს.
ერთადერთი ნავთობქარხანა რომელიც რეგიონში დარჩა თავად მოსკოვის ნავთობქარხანაა (რუსეთში VIII და 10,5 მლნ ტონა წელიწადში), თუმცა ბოლო თავდასხმის შემდეგ, მხოლოდ 70%-იანი დატვირთვით მუშაობს.
Rand Corp-ის შეფასებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, თითქმის ყველა დობომბილმა ქარხანამ სიმძლავრის მინიმუმ 50% დაკარგა.
რუსეთის უმსხვილესი ქარხანა ომსკში (21 მლნ ტონა) 11 ნოემბრის თავდასხმის შემდეგ მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით მუშაობს. ასეთივე დატვირთვით მუშაობს რუსეთის სიმძლავრით მეორე ქარხანა „კინეფი“ (20 მლნ ტ), რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს და 9 ნოემბერს დაიბობმა.
ქარხნებში შექმნილი სიტუაცია აისახა ბაზარზეც. 15 ნოემბრის მდგომარეობით, საწვავის მიწოდება ბაზარზე 30%-ით დაეცა. საწვავის მარაგების ხარჯზე რუსეთმა უფრო მეტი კლების თავიდან არიდება მოახერხა, თუმცა რამდენი ხნით შეძლებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას უცნობია.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…