გია ხუხაშვილი: პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას XVIII საუკუნის მოცემულობა, როდესაც საქართველოში სამი რეგიონალური იმპერია - სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი დაბოგინებდა...
გია ხუხაშვილი: ბოლო დღეებში რუსეთი, მისი გავლენის აგენტურა და უბრალოდ გაბრიყვებული რუსოფილები აქტიურად საუბრობენ “3+3” ფორმატის სიკეთეებზე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
ბოლო დღეებში რუსეთი, მისი გავლენის აგენტურა და უბრალოდ გაბრიყვებული რუსოფილები აქტიურად საუბრობენ “3+3” ფორმატის სიკეთეებზე.
რას ისახავს სტრატეგიულ მიზნად კრემლი ამ თემის მორიგი აქტუალიზაციით?
მოსკოვს, კარგად ესმის რომ საქართველოს პირდაპირი რეინტეგრაცია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში “ტრაქტატი 2”-ის საფუძველზე პრობლემატურია რიგი შიდა თუ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომ, მან ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ამოცანის შესრულება ორ ეტაპად გაყო.
პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას XVIII საუკუნის მოცემულობა, როდესაც საქართველოში სამი რეგიონალური იმპერია - სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი დაბოგინებდა, რამაც დიდი ერეკლე საბოლოოდ იძულებული გახადა ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად, არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის გაეკეთებინა და 1783 წელს “ერთმორწმუნე” რუსეთთან გაეფორმებინა გეორგიევსკის ტრაქტატი, რაც საბოლოოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმებით და რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციით დასრულდა.
სხვა, “რბილი მეთოდებით”, მაგრამ სრული ანალოგიით ისტორია მეორდება.
პირველ ეტაპზე იგივე რეგიონალური იმპერიების გავლენის სფეროში მოქცევა, შემდეგ კი ქართული ეკლესიის და სხვა აქტორების დახმარებით ორ უბედურებას შორის ნაკლებ, “ერთმორწმუნე” რუსეთზე “იძულებითი” არჩევანის გაკეთება.
ეს სცენარი საკმაოდ ადვილი წასაკითხია, მაგრამ რა ვქნათ, რომ დავბრმავდით, დავყრუვდით და დავმუნჯდით უფსკრულის პირას….
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…