გიორგი გვიმრაძე: 3+3 ფორმატში ჩვენ არათუ არ უნდა ვმონაწილეობდეთ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ თბილისი...
პირველი არხის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, გიორგი გვიმრაძე: ვინ უნდა მოგვცეს ჩვენ უსაფრთხოების გარანტია, თუ არა ჩვენმა მეზობლებმა? ამ სამმა სახელმწიფომ თუ არ მოგვცა ნეიტრალიტეტის გარანტია და უსაფრთხოების გარანტია ამ ნეიტრალურობაში, შეუძლებელია ჩვენ ან ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ, ან უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი

„3+3 ფორმატში ჩვენ არათუ არ უნდა ვმონაწილეობდეთ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ თბილისი, როგორც ცენტრი ამ ფორმატის. აქ უნდა იკრიბებოდნენ ეს სახელმწიფოები. უარს კი არ უნდა ვამბობდეთ იქ წასვლაზე, აქ უნდა ჩამოდიოდნენ ისინი, ჩვენ საუკეთესო ადგილი ვართ ამისთვის... აქ უნდა ვილაპარაკოთ რეგიონის განვითარებაზე, ის მულტიპოლარიზმი რომ ახსენეთ, ყველაზე სავარაუდო სცენარებად რაც განიხილება, ეს არის მიკრორეგიონების ჩამოყალიბება თავისი მიზიდულობის ცენტრებით. და ეს მიკრორეგიონი ჩვენ უნდა მოვიაზროთ სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია თავისი სამი დიდი მოთამაშით - ირანი, თურქეთი, რუსეთი და იქნება კიდევ სხვა მოთამაშეები, რომლებიც ინტერესს გამოთქვამენ ამ რეგიონთან მიმართებაში, მაგრამ ეს სამი, რომ სხვას აღარ შემოუშვებს ამ რეგიონში, ეს მე მგონი, უკვე ცალსახაა. ეს სამი რომ ეცდება აქ ერთმანეთში დალაგდეს და ერთმანეთში შეთანხმდნენ თამაშის წესებზე, ეს მე მგონი, უკვე გასაგებია და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ მოდი, ამ თამაშის წესებზე აქ შეთანხმდით ჩვენი ჩართულობით და ეს ქვეყანა დავიცვათ ერთად იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს ეს მშვიდობის ადგილი...
სანამ ეს სამი დიდი სახელმწიფო ერთმანეთში ილაპარაკებენ და ილაპარაკებს იმაზე, როგორი უნდა იყოს თამაშის წესები ამ მაკრორეგიონში, მანამდე ეს შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია... ვინ უნდა მოგვცეს ჩვენ უსაფრთხოების გარანტია, თუ არა ჩვენმა მეზობლებმა? ამ სამმა სახელმწიფომ თუ არ მოგვცა ნეიტრალიტეტის გარანტია და უსაფრთხოების გარანტია ამ ნეიტრალურობაში, შეუძლებელია ჩვენ ან ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ, ან უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი“ - თქვა საზმაუს ეთერში პირველი არხის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, გიორგი გვიმრაძემ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…