ბესიკ დონაძე: შუადღე. სანამ თქვენ მუშაობთ, იცით სად არიან საჯარო მოხელეები? რესტორან „ქართულ სახლში“ შთამბეჭდავი ქეიფი დაიწყეს
კორუფციის მკვლევარი, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე: 20 ოქტომბერი, სამშაბათი, შუადღე. სანამ თქვენ მუშაობთ, იცით სად არიან საჯარო მოხელეები? 12:35 საათზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა რესტორან „ქართულ სახლში“ შთამბეჭდავი ქეიფი დაიწყეს. დიახ, ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში!

კორუფციის მკვლევარი, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე:
20 ოქტომბერი, სამშაბათი, შუადღე. სანამ თქვენ მუშაობთ, იცით სად არიან საჯარო მოხელეები?
12:35 საათზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა რესტორან „ქართულ სახლში“ შთამბეჭდავი ქეიფი დაიწყეს. დიახ, ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში!
სუფრა თითქმის 10 საათს გაგრძელდა.
19:08 საათზე, დესერტის დროც დადგა — შეუკვეთეს ყავა, ჩაი, ნუგბარი და ხილის ხონჩა...
ღამის 22:11 საათზე კი, კარგად ნაჭამ-ნასვამებმა რესტორანი კმაყოფილებმა დატოვეს.
ამ 10-საათიან იდილიაში არაფერი იქნებოდა აღშფოთების საგანი, რომ არა ერთი „მცირე“ დეტალი:
ეს ერთდღიანი სიამოვნება სახელმწიფო ბიუჯეტს — ანუ ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს — ზუსტად 11 463 ლარი დაგვიჯდა!
აბა, თქვენ როგორ ჩაიარა თქვენმა სამშაბათმა?


მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…