ტატა ხვედელიანი: წლების განმავლობაში ვერ აგვარებთ პრობლემას, შემდეგ კი საკუთარი უმოქმედობისა და არაკომპეტენტურობის ფასს ბავშვებსა და მათ ოჯახებს ახდევინებთ
ტატა ხვედელიანი: ჩემი მხარდაჭერა ვეკუას სკოლას! წლებია, ვიცით, რომ ვეკუას 42-ე სკოლა ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია. მთელი ამ წლების განმავლობაში ვერც ერთ ზაფხულს ვერ გამონახეს დრო, რომ სკოლა შეეკეთებინათ, გაემაგრებინათ და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ტატა ხვედელიანი:
ჩემი მხარდაჭერა ვეკუას სკოლას!
წლებია, ვიცით, რომ ვეკუას 42-ე სკოლა ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია. მთელი ამ წლების განმავლობაში ვერც ერთ ზაფხულს ვერ გამონახეს დრო, რომ სკოლა შეეკეთებინათ, გაემაგრებინათ და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ.
წელსაც კი, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, არ გახსენებიათ სკოლის მდგომარეობა და ბავშვების უსაფრთხოება. თუმცა, სწავლის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, მაშინ, როდესაც სასწავლო ცხრილი უკვე განაწილებულია, ბავშვები და მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში არიან ჩართული, უცებ იღებთ გადაწყვეტილებას სკოლის დახურვის შესახებ.
ბავშვებს სხვა სკოლებში, მეორე და მესამე ცვლაში უშვებთ სასწავლებლად. ურევთ მათ ყოველდღიურ გრაფიკს, კლასგარეშე აქტივობებს, მშობლების მიერ თვეების განმავლობაში დაგეგმილ დღის წესრიგსა და ოჯახების ცხოვრებას.
ეს რომელი ქვეყნის მოდელია? რომელ ქვეყანაში ან რომელმა ექსპერტმა გითხრათ, რომ ასე უნდა ხდებოდეს? ალბათ, ისევ იგივე - ვერც ერთ სფეროში ვერშ��მდგარი კობახიძეა თქვენი ექსპერტი.
ახლა გამოვლენ ბავშვები და მშობლები ქუჩაში, გააპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას და, თუ საკითხი საზოგადოებაში აქტუალური გახდება, ისევ იტყვით: „უი, შეგვეშალა, მოდი, აღარ დავკეტოთ და გავარემონტოთო“.
ეს როგორი მართვაა? როგორი დამოკიდებულებაა ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ?
თქვენ ქვეყანაში განათლების მიღება სახვეწარი გახადეთ! თქვენი უვიცობით ბოლომდე ანადგურებთ განათლების სისტემას და ბავშვების შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, გახდნენ კონკურენტუნარიანები და წარმატებულები.
წლების განმავლობაში ვერ აგვარებთ პრობლემას, შემდეგ კი საკუთარი უმოქმედობისა და არაკომპეტენტურობის ფასს ბავშვებსა და მათ ოჯახებს ახდევინებთ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…