ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტატა ხვედელიანი „ქართულ ოცნებას“ - თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, სასაცილოდ გამოიყურება

გახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის სხდომაზე მმართველი გუნდი განათლების სფეროში არსებული პრობლემების, კორუფციის და ბავშვთა უსაფრთხოების ხარვეზების გამო გააკრიტიკა. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხვედელიანს წარსული შეახსენა.

ტატა ხვედელიანი „ქართულ ოცნებას“ - თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, სასაცილოდ გამოიყურება
ტატა ხვედელიანი „ქართულ ოცნებას“ - თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, სასაცილოდ გამოიყურებაინტერპრესნიუსი

თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად და რეფორმის თანაავტორად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი მიქანაძე ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება განათლების უფლებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „დღეს „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის რეფორმით, არაკომპეტენტურობითა და კორუფციით, ქართველ ახალგაზრდებს განათლების უფლებას ართმევს“.

„განათლების უფლება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. დღეს „ოცნება“ კობახიძის რეფორმით, არაკომპეტენტურობითა და კორუფციით ამ უფლებას ართმევს ქართველ ახალგაზრდებს. ამით ილახება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რადგან თქვენს მიერ განადგურებული განათლების სისტემა ვერ გაზრდის კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს, რომლებიც მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის, რომლის შედეგადაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას უნდა მოხმარდეს.

დღეს უმწვავესია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის საკითხი. სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ. სწავლის დაწყების დღეს ბავშვებს დაბალხარისხიანი, ფაქტობრივად ერთჯერადი ფორმები ჩააცვით, ამაში 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ ხალხის ბიუჯეტიდან, ამის შემდეგ კი ბავშვებს 3 დღეში წაართვით სივრცეები სადაც უნდა ესწავლათ, ახლა ამ ბავშვებს ეუბნებით, რომ მათი სკოლების რეაბილიტაცია არარენტაბელურია და უშვებთ განუსაზღვრელი დროით მეორე - მესამე ცვლაში განათლების მისაღებად.

რეფორმა, რომელიც კობახიძემ მოიფიქრა, ყველაფერს ითვალისწინებს გარდა იმისა რაც ბავშვებს მართლა სჭირდებათ - ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და სასკოლო უფასო კვება. დღეს ჩვენს ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ.

წინა კვირას 35000 ხელმოწერით დადასტურებული სასკოლო უფასო კვების პროექტს უკვე მერამდენედ უთხარით უარი. ხალხის ბიუჯეტში ყველაფრისთვისაა ფული გარდა ხალხის საჭიროებებისა. თქვენთვის მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვების, სკოლებისა და ბაღების ასაშენებელი, მარჩენალდაკარგულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ ბავშვთა დახმარებისთვის გასაზრდელი ფული არ მოიძებნა.

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს როდესაც უწყებებს დაკარგული აქვთ ანგარიშვალდებულება და ისინი არ ემსახურება ხალხს, ემსახურება თქვენი პარტიის ინტერესებს. 100-ზე მეტი ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული და მაშინ როდესაც სახელმწიფო უწყებებს მყისიერად უნდა მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის განახლებული ინფორმაცია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, დღემდე ვერ მიგვიღია პასუხი შეკითხვაზე რა დაემართათ ჩვენს მცირეწლოვან შვილებს საბავშვო ბაღებში. თუ დაადგინეთ მიზეზი და მალავთ?

დღეს ერთი პრობლემაა ძვირადღირებული პროდუქტი, ხოლო მეორე - რაში იხდის მოსახლეობა გაძვირებულ ფასებს, რეალურად რას ჭამენ დღეს ბავშვები. სურსათის უვნებლობა ქვეყანაში თქვენი აგრესიული უვიცობით ფაქტობრივად გააქრეთ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი.

დღეს საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომლებიც ბავშვებს ბაღში იმიტომ უშვებენ, რომ ბავშვმა ხორცპროდუქტი და რძის ნაწარმი მიიღოს. თქვენი გუნდისთვის მხოლოდ ბაღის ბავშვების საკვების ფულის მოპარვა არ აღმოჩნდა ერთადერთი დანაშაული, თქვენ ვერ უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოებაც.

და ბოლოს, თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად და რეფორმის თანაავტორად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი მიქანაძე ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება,“ - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„ქალბატონო ტატა, მე მგონი, თქვენ იყავით ხომ სააკაშვილის ახალგაზრდული იუგენდის წევრი?! ეგრე მახსოვს და თსუ-ში ძალიან ბევრს ახსოვს ის ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებდით თსუ-ში, როგორც სტუდკავშირის [წევრი], თუ რაც ერქვა მაშინ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქალბატონო ტატა, მე მგონი, თქვენ იყავით ხომ სააკაშვილის ახალგაზრდული იუგენდის წევრი?! ეგრე მახსოვს და თსუ-ში ძალიან ბევრს ახსოვს ის ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებდით თსუ-ში, როგორც სტუდკავშირის [წევრი], თუ რაც ერქვა მაშინ,“
შალვა პაპუაშვილი
„დღეს „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის რეფორმით, არაკომპეტენტურობითა და კორუფციით, ქართველ ახალგაზრდებს განათლების უფლებას ართმევს“
ტატა ხვედელიანი
„განათლების უფლება მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. დღეს „ოცნება“ კობახიძის რეფორმით, არაკომპეტენტურობითა და კორუფციით ამ უფლებას ართმევს ქართველ ახალგაზრდებს. ამით ილახება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რადგან თქვენს მიერ განადგურებული განათლების სისტემა ვერ გაზრდის კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს, რომლებიც მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის, რომლის შედეგადაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას უნდა მოხმარდეს. დღეს უმწვავესია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის საკითხი. სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ. სწავლის დაწყების დღეს ბავშვებს დაბალხარისხიანი, ფაქტობრივად ერთჯერადი ფორმები ჩააცვით, ამაში 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ ხალხის ბიუჯეტიდან, ამის შემდეგ კი ბავშვებს 3 დღეში წაართვით სივრცეები სადაც უნდა ესწავლათ, ახლა ამ ბავშვებს ეუბნებით, რომ მათი სკოლების რეაბილიტაცია არარენტაბელურია და უშვებთ განუსაზღვრელი დროით მეორე - მესამე ცვლაში განათლების მისაღებად. რეფორმა, რომელიც კობახიძემ მოიფიქრა, ყველაფერს ითვალისწინებს გარდა იმისა რაც ბავშვებს მართლა სჭირდებათ - ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და სასკოლო უფასო კვება. დღეს ჩვენს ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ. წინა კვირას 35000 ხელმოწერით დადასტურებული სასკოლო უფასო კვების პროექტს უკვე მერამდენედ უთხარით უარი. ხალხის ბიუჯეტში ყველაფრისთვისაა ფული გარდა ხალხის საჭიროებებისა. თქვენთვის მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვების, სკოლებისა და ბაღების ასაშენებელი, მარჩენალდაკარგულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ ბავშვთა დახმარებისთვის გასაზრდელი ფული არ მოიძებნა. გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს როდესაც უწყებებს დაკარგული აქვთ ანგარიშვალდებულება და ისინი არ ემსახურება ხალხს, ემსახურება თქვენი პარტიის ინტერესებს. 100-ზე მეტი ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული და მაშინ როდესაც სახელმწიფო უწყებებს მყისიერად უნდა მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის განახლებული ინფორმაცია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, დღემდე ვერ მიგვიღია პასუხი შეკითხვაზე რა დაემართათ ჩვენს მცირეწლოვან შვილებს საბავშვო ბაღებში. თუ დაადგინეთ მიზეზი და მალავთ? დღეს ერთი პრობლემაა ძვირადღირებული პროდუქტი, ხოლო მეორე - რაში იხდის მოსახლეობა გაძვირებულ ფასებს, რეალურად რას ჭამენ დღეს ბავშვები. სურსათის უვნებლობა ქვეყანაში თქვენი აგრესიული უვიცობით ფაქტობრივად გააქრეთ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი. დღეს საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომლებიც ბავშვებს ბაღში იმიტომ უშვებენ, რომ ბავშვმა ხორცპროდუქტი და რძის ნაწარმი მიიღოს. თქვენი გუნდისთვის მხოლოდ ბაღის ბავშვების საკვების ფულის მოპარვა არ აღმოჩნდა ერთადერთი დანაშაული, თქვენ ვერ უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოებაც. და ბოლოს, თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად და რეფორმის თანაავტორად „ნაცების“ დროინდელი ციხეების უფროსი მიქანაძე ჰყავს, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბარი „ნაცმოძრაობასთან“ კავშირის მოტივით, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება,“
ტატა ხვედელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.