ტატა ხვედელიანი: კობახიძემ მთელ მსოფლიოს გააგებინა ის, რაც საქართველოში აქამდეც ვიცოდით
ტატა ხვედელიანი: მოკლედ, ჩემი შეფასებით, კობახიძის Euronews-თან ინტერვიუს მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები “ოცნებისთვის” უმნიშვნელოა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მის პოლიტიკურ გეგმებში საერთოდ არ შედის.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ტატა ხვედელიანი:
კობახიძემ მთელ მსოფლიოს გააგებინა ის, რაც საქართველოში აქამდეც ვიცოდით.
ის, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს ყველაზე არაქართული ხელისუფლება ჰყავს; ის, რომ ხალხის მოთხოვნების მიუხედავად, არაფრის შეცვლას არ აპირებს; ის, რომ მის გუნდში სერიოზული კომპეტენციის დეფიციტია და არ გააჩნია არანაირი გეგმა, გარდა იმისა, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება ძალადობრივი მეთოდებით.
ძალაუფლება, რომელიც “ოცნებას” არა ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ ქოლცენტრებისთვის, კორუფციისა და ბიტკოინებისთვის სჭირდებათ.
მოკლედ, ჩემი შეფასებით, კობახიძის Euronews-თან ინტერვიუს მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები “ოცნებისთვის” უმნიშვნელოა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მის პოლიტიკურ გეგმებში საერთოდ არ შედის.
ეს ჩვენ კი ვიცოდით და ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…