ესმა კუნჭულია: რუსული ტოტალიზატორის სახე რონალდინიო ამიერიდან ბათუმელია
ესმა კუნჭულია: ამიერიდან რონალდინიო გაუჩოც ბათუმელია და „ორბი თაუერის“ ლიფტის რიგში მოუწევს დგომა. თუმცა, როცა ბათუმის ბულვარში 46 წლის სახელოვან ფეხბურთელს შეხვდებით, ისიც უნდა იცოდეთ, რომ რონალდინიო რუსული ტოტალიზატორის - WINLINE-ის სარეკლამო სახეა.

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია:
რუსული ტოტალიზატორის სახე რონალდინიო ამიერიდან ბათუმელია
ბაბუაჩემი კოსტა ძირძველი ბათუმელი იყო;
ამიერიდან რონალდინიო გაუჩოც ბათუმელია და „ორბი თაუერის“ ლიფტის რიგში მოუწევს დგომა.
თუმცა, როცა ბათუმის ბულვარში 46 წლის სახელოვან ფეხბურთელს შეხვდებით, ისიც უნდა იცოდეთ, რომ რონალდინიო რუსული ტოტალიზატორის - WINLINE-ის სარეკლამო სახეა.
მან რუსულ ბიზნესთან თანამშრომლობა 2025 წლის სექტემბერში დაიწყო...
და 2026 წელსაც აგრძელდებს;
დიახ, ეს მომღიმარი ბრაზილიელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე რუსულ ბიზნესს აპიარებს;
თავად ტოტალიზატორის კომპანია და მისი უმსხვილესი მფლობელი, ანდრეი მისლივცევი (ასევე კაზინოების მფლობელი), სანქცირებულნი არიან(((
ასე რომ, ბულვარში სელფისთვის გაჩერებულ რონალდინიოს შეგიძლიათ თამამად ჰკითხოთ: რუსული ბიზნესის რეკლამა როგორ უთავსდება ბათუმელობას?
ბაბუაჩემი კოსტაც აუცილებლად ჰკითხავდა...
აქვე: დღეს საღამოს ჩავუჯექი აწ უკვე ბათუმელი რონალდინიოს ბიოგრაფიის დეტალებს და აღარ მიკვირს - საიდან სადაო)))

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…