საზოგადოება · 5 ნოემბერი, 10:27
რონალდინიოს ბათუმში ბინა აჩუქეს
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიოს ბათუმში, „ორბის“ პროექტში ბინა აჩუქეს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

“ნამდვილი ბათუმელი და კაცური კაცი” ამ სიტყვებით აჩუქეს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ზღვის პირა ქალაქში ახალი ბინა.
რონალდინიო “ორბის“ ლუქს პროექტის პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდა.
საზეიმო ღონისძიებას, სადაც პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს და ბრაზილიელ ფეხბურთელს ბინის გასაღები გადასცეს, საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
იქამდე კერძო თვითმფრინავით ბათუმში ჩასულ რონალდინიოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა.
ციტატები სტატიიდან
„ნამდვილი ბათუმელი და კაცური კაცი“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…