გოტა ჭანტურია: შეხედეთ ქართული ოცნების პოლიტიკას - უსამშობლოები, მოღალატეები, აგენტები, დიფსტეიტი… მილიონერი დეპუტატები ფასების კომისიაში, ათიათასობით ლარი და მუდმივად მზარდი ხელფასები...
გოტა ჭანტურია: ფიზიკის კანონია და არამხოლოდ, პოლიტიკისაც - ქმედება იწვევს უკუქმედებას. ილონ მასკით დაწყებული, მთელი ქვეყნის ფინანსური კორპორაციებისა და გავლენიანი პირების მხარდაჭერის მიუხედავად, რაც კი საბრძოლო იყო, ტრამპმა და რესპუბლიკელებმა ყველაფერი წააგეს და ყველაფერი დაკარგეს.

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი გოტა ჭანტურია:
ფიზიკის კანონია და არამხოლოდ, პოლიტიკისაც - ქმედება იწვევს უკუქმედებას.
ილონ მასკით დაწყებული, მთელი ქვეყნის ფინანსური კორპორაციებისა და გავლენიანი პირების მხარდაჭერის მიუხედავად,
რაც კი საბრძოლო იყო, ტრამპმა და რესპუბლიკელებმა ყველაფერი წააგეს და ყველაფერი დაკარგეს.
ამათგან რამდენიმე შტატი გამორჩეული იყო, რადგან დეკადებია იქ დემოკრატები არ უნახავთ, მათ შორის - ტეხასში.
ჯეიმს ტალიარიკომ, დემოკრატების აწ უკვე გამარჯვებულმა კანდიდატმა, თავის სიტყვაში თქვა - ფსონი ყოველთვის სუსტის მხარეს გააკეთეთო.
ყოფილი მასწავლებელი, რომელსაც სკოლამ პოლიტიკისათვის უდიდესი გამოცდილება მისცა, მათ შორის უთანასწორობების უკეთ აღქმაში, ამ კამპანიას დავითისა და გოლიათის ბრძოლა დაარქვა.
გამარჯვების სიტყვაში ის ამბობს:
დაყოფის, დახლეჩვის, დანაწევრების, დაცინვისა და დაპირისპირებას,
სიყვარულის და სოლიდარობის პოლიტიკით უნდა ვაჯობოთო.
რა საკითხები წამოწია წინ?
საყოველთაო ჯანდაცვა, განათლება, რესურსების სამართლიანი განაწილება, თანასწორობა და რაც მთავარია, გახლეჩვის პოლიტიკის ნაცვლად, შერიგების პოლიტიკა.
იქ, სადაც მშრომელი ადამიანები, ხალხი - ვისაც გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე საწინააღმდეგო, ერთად ვდგებით, გამარჯვებაც გარდაუვალია.
მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, საერთო პრობლემები და მყარად ვორგანიზდეთ.
შეხედეთ ქართული ოცნების პოლიტიკას - უსამშობლოები, მოღალატეები, აგენტები, დიფსტეიტი…
მილიონერი დეპუტატები ფასების კომისიაში, ათიათასობით ლარი და მუდმივად მზარდი ხელფასები, პრივილეგიები, ფუფუნების საგნები,
მაშინ როცა თავიანთივე ამომრჩეველი ყველაზე ღარიბი და გაუბედურებულია.
რუსებოთი და ოლე-ოლათი ამას ვერ დავუპირისპირდებით, ეს მათი ველია, მათი დღის წესრიგია და ამ ველზე ყოველთვის გაიმარჯვებენ.
ეს უნდა იყოს გაკვეთილი ამ ამბიდან.
ამაზე მეტად - ის, რომ გამარჯვებისთვის ყველა ინგრედიენტი გვაქვს - ხალხი, შინაარსი (ჩამოყალიბების პროცესშია) და რაც მთავარია - სიმართლე!
მოკლედ, ყველა ბნელი ღამის შემდეგ, ნათელი დღეა და აღმართის შემდეგ - დაღმართია. ბოროტებასაც თავისი დასასრული აქვს.
ვინც მუდმივად ნიჰილიზმს თესავს და ამბობს, რომ არაფერს აქვს აზრი, უბრალოდ არ მოუსმინოთ.
მიუხედავად რეპრესიებისა, ფინანსური სირთულეებისა, რეპრესიული და მძიმე კანონმდებლობისა, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობისა,
ამ რეჟიმის დასრულება ჩვენს ხელშია. ცხადია, არასწორი მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ,
მაგრამ, ობიექტურად, ჩვენს მონდომებაზე, ჩვენს სწორ ნაბიჯებზე, ორგანიზებაზე და მუშაობაზეა დამოკიდებული.
პ.ს. დააკვირდით, ყველგან - უნგრეთში, სერბეთში, ბრაზილიაში თუ ამერიკაში - სადაც ცვლილება დადგა, მემარცხენე, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო წამყვანი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…