ეკა შარაშენიძე: ზის კობახიძე ევროპაში. იმ ევროპაში, სადაც საქართველოდან ადამიანები გარბიან და თავშესაფარს ითხოვენ, რათა ფიზიკურად გადაურჩნენ უკიდურეს გაჭირვებას...
ცნობისათვის, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.

თარჯიმანი ეკა შარაშენიძე:
ზის კობახიძე ევროპაში.
იმ ევროპაში, სადაც მისი ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალოდ ევროპელი ხალხი მილიარდებს იხდის.
ზის და თან Euronews-ის ჟურნალისტს ეჭიმება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები დაცულია საქართველოშიო, ჩვენ გვაქვს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაო, იმედია ევროპა შეიცვლებაო და ჩვენ მერე მოვალთო, თან დიალოგი გვინდა, თან ფეიკები არიან ეგენიო, თან ასეთები მიგვიღონ როგორებიც ვართო ...
ჟურნალისტმა, მგონი, სამჯერ ჰკითხა, აქ საერთოდ რატომ ხარო? თუ არაფერი მოგწონს ევროპაში, აქ რატომ ხარო?
ეს კი თავხედურად აგრძელებს დემაგოგიას შიდა მოხმარებისთვის. „იმედზე“ პროპაგანდისთვის, ხალხის მოსატყუებლად. თან რუსეთს ეპრანჭება.
დემაგოგობს იმისთვის, რომ მერე იყიჟინონ გორდულაძემ, ზარქუამ, შალვა რამიშვილმა, მაგდამ და მათმა მსგავსებმა პრიმატებმა.
და კიდევ ერთხელ, ზის კობახიძე ევროპაში.
იმ ევროპაში, სადაც საქართველოდან ადამიანები გარბიან და თავშესაფარს ითხოვენ, რათა ფიზიკურად გადაურჩნენ უკიდურეს გაჭირვებას, რომ არ გასრისოს უსამართლობამ და ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობის გამო არ მოკვდნენ.
და არა, ფრანგები, გერმანელები, ბელგიელები, იტალიელები, ესპანელები და სხვები საქართველოში არ ბარდებიან იმისთვის, რომ მატერიალურად ან ფიზიკურად გადარჩნენ.
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ.
კობახიძე კი ზის გაჯგიმული ევროპაში და დემაგოგობს.
ზის და ლანძღავს ევროპას.
იმ ევროპას, რომლის მოსახლეობაც ათიათასობით ქართველი პაციენტის მკურნალობას აფინანსებს.
და პარალელურად, დევნილად ჩაბარებული ხალხის ნათესავების ნაწილი, ახლა კობახიძის მხარდასაჭერ კომენტარებს წერს „იმედის“ გვერდზე
მე მიყვარს ჩემი პრემიერი !
საუკეთესო პრემიერი!
ყოჩაღ, ჩვენო პრემიერო!
წარმატებები, ბატონო ირაკლი!
ჩვენი პრემიერი საუკეთესოა!
ცნობისათვის, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…