თორნიკე რაზმაძე: ეს უსაყვარლესი ლეკვი, რომელიც გორის სასაკლაოს სახედ იქცა, წუხელ მტანჯველი სიკვდილით დაიღუპა
ეს უსაყვარლესი ლეკვი, რომელიც გორის სასაკლაოს სახედ იქცა, წუხელ მტანჯველი სიკვდილით დაიღუპა - ჭირი ვერ გადაიტანა. ჭირი და ენტერიტი ყველა ლეკვს იმიტომ მოედო, რომ ასობით მათგანი ერთ ვოლიერში შეყარეს ლეშებთან ერთად.

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე:
ეს უსაყვარლესი ლეკვი, რომელიც გორის სასაკლაოს სახედ იქცა, წუხელ მტანჯველი სიკვდილით დაიღუპა - ჭირი ვერ გადაიტანა. ჭირი და ენტერიტი ყველა ლეკვს იმიტომ მოედო, რომ ასობით მათგანი ერთ ვოლიერში შეყარეს ლეშებთან ერთად. ამ ლეკვების უმრავლესობას სამწუხაროდ იგივე ბედი ელის, ტანჯვით სიკვდილისთვის ისინი სახელმწიფომ გაწირა. ამის მიუხედავად, ამ თავშესაფრის ყველა თანამშრომელი თვის ბოლოს იმავე რაოდენობის ხელფასს მიიღებს ჩვენი ჯიბიდან, პასუხს არავინ აგებს, სანამ ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა. ეს არის ბოროტი რეალობა და სიმართლე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…