„აი, ფაქტი": რა შემოსავალი აქვს ნინო წილოსანს? (ვიდეო)
ნინო წილოსანი 2016 წლიდან “ოცნების” დეპუტატია. პერიოდულად, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტშიც მუშაობდა. წლის დასაწყისში იყო ფასების დროებითი კომისიაშიც, ამჟამად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
„აი, ფაქტი"
ნინო წილოსანი 2016 წლიდან “ოცნების” დეპუტატია. პერიოდულად, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტშიც მუშაობდა. წლის დასაწყისში იყო ფასების დროებითი კომისიაშიც, ამჟამად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
ნინო წილოსანის საკუთრებაშია:
ბინა და ავტოფარეხი მთაწმინდის ისტორიულ უბანში, რომელიც ორი წლის წინ, დაახლოებით, ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა. სხვათაშორის, ამ ბინის ფართობი, 190 კვ.მ-ია;
კომერციული ფართი ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, პრემიუმ კლასის კომპლექსში - “ოუშენ ვაკის პარკი”;
კიდევ ერთი ბინა თამარაშვილის გამზირზე, რომელიც 2009 წელს, 250 000 ლარად შეიძინა;
გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი ურეკში, სანაპიროს ფიჭვნართან ახლოს… და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გურამიშვილის გამზირთან. ეს ქონება 2009-2011 წლებში აქვს შეძენილი, ჯამში 100 000 ლარად.
დეპუტატს არც ძვირადღირებული ავტომობილი აკლია. დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზეა ლენდ როვერ დიფენდერი, რომელიც 2024 წელს 95 000 დოლარად იყიდა.
წილოსანის ცხოვრების სტილზე მეტყველებს ქეშად შენახული დანაზოგიც და რემონტის თუ საჩუქრების ხარჯები. მაგალითად, დეკლარაციის მიხედვით, შენახული აქვს 35 000 ლარი და 50 000 დოლარი; სახლის რემონტში მხოლოდ შარშან 98 000 ლარი დახარჯა, ასევე 98 000 ლარი დაუჯდა ოჯახის წევრების საჩუქრები.
რაც შეეხება მოგზაურობას… წილოსანს 2022 წლიდან დღემდე, მოგზაურობაში 100 000 ლარამდე აქვს დახარჯული. აქედან 53 000 ლარი მხოლოდ შარშან. ისვენებს ხოლმე ამერიკაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, თუმცა, რომელ ქალაქებში არ ვიცით. სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახველს არაფერს პოსტავს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…