სერბეთში ლიცენზია ჩამოართვეს ვუჩიჩის მფარველობის ქვეშ მყოფ ბანკს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ანგარიშების გასახსნელად იყენებდნენ
სერბეთში ლიცენზია ჩამოართვეს ვუჩიჩის მფარველობის ქვეშ მყოფ ბანკს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ანგარიშების გასახსნელად იყენებდნენ - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

მათი ცნობით, Alta Bank-ს ლიცენზია სერბეთის ეროვნულმა ბანკმა "საბანკო ლიკვიდურობის დონის ამაღლებისკენ მიმართული საკონტროლო ღონისძიების ფარგლებში" მოუხსნა. როგორც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ბანკის "არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა რისკის ქვეშ აყენებდა ბანკის მეანაბრეების ინტერესსა და საფინანსო სისტემის სტაბილურობას". Alta Bank ყველაზე პოპულარული სწორედ რუს მიგრანტებს შორის იყო. ის ბიზნესმენ დავორ მაურას ეკუთვნოდა, რომელიც ალექსანდრ ვუჩიჩთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…