ირაკლი კირცხალია ვაჟა ბერიძეს: პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას ხელს არასდროს მოაწერს. მისი თქმით, საქართველო არავის არაფერს ეხვეწება, ჩინეთი ქვეყნის მოქმედი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო სავალუტო რეზერვებმა 7 მილიარდს გადააჭარბა.

პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ექსპერტ ვაჟა ბერიძის განცხადების პასუხად.
ასევე, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა ბერიძის განცხადებას, რომელმაც ჩინეთს საქართველოს მომავალი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.
"აქ მინდა პატარა შესწორება, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამით ჩვენ ვამაყობთ. წლიდან წლამდე ვაღრმავებთ ამ პარტნიორობას", - აღნიშნა კირცხალიამ.
რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 7 მლრდ-ს გადასცდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
"ესეც ჩვენი მულტივექტორული ეკონომიკიდან და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ასევე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ერთ რაღაცას ვეტყვი საზოგადოებას, ჩვენ არავის არასდროს არაფერს ვეხვეწებით, ღმერთმა დაგვიფაროს, თავმოყვარე ერი ვინმეს რამე ვეხვეწოთ, ყოველ შემთხვევაში 1 მლნ 120 ათასი ადამიანი არც მუხლზე დგება და არც მუხლზე ჩოქვით ითხოვს რამეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსეული შეხედულებები ყველა მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ციტატები სტატიიდან
„აქ მინდა პატარა შესწორება, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამით ჩვენ ვამაყობთ. წლიდან წლამდე ვაღრმავებთ ამ პარტნიორობას“
„ესეც ჩვენი მულტივექტორული ეკონომიკიდან და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ასევე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ერთ რაღაცას ვეტყვი საზოგადოებას, ჩვენ არავის არასდროს არაფერს ვეხვეწებით, ღმერთმა დაგვიფაროს, თავმოყვარე ერი ვინმეს რამე ვეხვეწოთ, ყოველ შემთხვევაში 1 მლნ 120 ათასი ადამიანი არც მუხლზე დგება და არც მუხლზე ჩოქვით ითხოვს რამეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსეული შეხედულებები ყველა მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…