კაბადოკიაში კლდე ჩამოიშალა და ტურისტები მოიყოლა (ვიდეო)
თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ რეგიონში, კაბადოკიაში, კლდის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა 29 ოქტომბერს, ნევშეჰირის პროვინციაში, გიორემეს დასახლებაში, გიორემეს ღია ცის ქვეშ, მუზეუმის შესასვლელთან მოხდა.
კაბადოკია 29.10.2026 კლდე ჩამოიშალა და ტურისტები მოიყოლა. ინციდენტი მოხდა გორემეს ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმსა და ისტორიულ კომპლექსში, რომელიც ცნობილია კლდეში ნაკვეთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიებითა და სამონასტრო ნაგებობებით (არქიტექტურით ვარძიისა და გელათის მსგავს კლდეში ნაკვეთ კომპლექსებს მოჰგავს).
თურქული მედიის ცნობით, ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნიდან, რომელსაც ადგილობრივად „ზღაპრულ საკვამურებს“ (peribacası) უწოდებენ, ქვის მასა მოწყდა და იქ მყოფ ადამიანებს დაეცა. ჩამოშლილი ქანების ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…