რობ იეტენი: პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომს აგებს. ის ომს აგებს ბრძოლის ველზე, სადაც რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის
"...თუმცა, ომს იმიტომაც აგებს, რომ მისი ეკონომიკა ინგრევა," – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, რობ იეტენმა ჰააგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

"პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომს აგებს. ის ომს აგებს ბრძოლის ველზე, სადაც რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის, თუმცა, ომს იმიტომაც აგებს, რომ მისი ეკონომიკა ინგრევა."
– განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, რობ იეტენმა ჰააგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისათვის, 39 წლის ლიდერი, რობერტ იეტენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსია. 2025 წლის არჩევნებამდე იეტენი ადგილობრივ მედიაში ცნობილ სახედ იქცა. ექსპერტების განმარტებით, მან ამომრჩევლის ნდობა პოზიტიური გზავნილებით მოიპოვა. Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ: "ძლიერ კამპანიას აწარმოებდა "პროგრესულ" პოლიტიკაში დაბრუნებისთვის, კონცენტრირებული იყო მწვანე ენერგიაზე ხარჯების შესამცირებლად, საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ქალაქების მშენებლობაზე და ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის შემცირებაზე, დაავადებათა პრევენციისთვის პრიორიტეტის მინიჭების გზით. საბინაო საკითხთან დაკავშირებით, ცენტრისტმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სურს 10 ახალი ქალაქის აშენება და რომ ბიუროკრატიის შემცირება წელიწადში 100 000 ახალი სახლის აშენების საშუალებას გააჩენს".
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…