პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია არჩევნებში „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა

ალექსანდრ ვუჩიჩმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, სტუდენტები 250-ადგილიან პარლამენტში 135-140 მანდატს მოიპოვებენ, ხოლო „სერბეთის პროგრესული პარტია“ — 105 ადგილს.

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია არჩევნებში „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა
ალია

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. „ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში.

მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას – „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ – კი 105 ადგილი.

ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩები ზეიმმა მოიცვა. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ცეკვავდა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: „გამარჯვება!“ და „მორჩა, დამთავრდა!“.

ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან დომინირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. თუმცა, სექტემბერში მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ორწლიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში კორუფციისა და ავტორიტარიზმის ნელ-ნელა დამკვიდრებას. სერბეთში საპარლმენტო არჩევნებში გუშინ ჩატარდა. არჩევნებში ამომრჩევლების ისტორიულად მაღალი, თითქმის 70-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.

ვინ როგორ აშუქებსსერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. იმედინიუსისამთავრობოსერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი ვუჩიჩი და სტუდენტური სია
  4. ფორმულაოპოზიციური19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%
  5. Facebookალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
  6. ფორმულაოპოზიციურისერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა, ვუჩიჩმა აღიარა დამარცხება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„საქართველო შემდეგია“ - ქართველი სტუდენტები სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვებას ეხმაურებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები