ლიკა ზაკაშვილი: დღეს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ვნახოთ, რა მოხდება
2026 წლის 15 სექტემბერს საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა საპროტესტო მოძრაობა „სტუდენტური სია – სტუდენტები იმარჯვებენ“ სტუდენტების გადაწყვეტილებით სია დარგის ექსპერტებით, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებით, სამოქალაქო აქტივისტებითა და ექიმებით დაკომპლექტდა. სიის სათავეშია ნოვი-სადის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, ცნობილი კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი. ვნახოთ, რა მოხდება.
ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი:
დღეს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
სექტემბერში ვუჩიჩმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
ვუჩიჩი მესამე ვადით პრეზიდენტის თანამდებობას ვეღარ დაიკავებს, ამიტომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოგვევლინა.
სერბეთის ისტორიის მცოდნე ხალხი ამბობს, რომ დღევანდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სერბეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.
მასშტაბური პროტესტი სერბეთში 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა, მაგრამ მთავარ ძალას სტუდენტები წარმოადგენდნენ.
ვუჩიჩს სრული კონტროლი აქვს დამყარებული ინსტიტუტებზე, მედიაზე. აკონტროლებს ადმინისტრაციულ რესურს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ნიადაგზე დაბადებული პოლიტიკური ძალის შესაძლებლობებს, იმედით უყურებენ.
2026 წლის 15 სექტემბერს საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა საპროტესტო მოძრაობა „სტუდენტური სია – სტუდენტები იმარჯვებენ“
სტუდენტების გადაწყვეტილებით სია დარგის ექსპერტებით, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებით, სამოქალაქო აქტივისტებითა და ექიმებით დაკომპლექტდა. სიის სათავეშია ნოვი-სადის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, ცნობილი კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი.
ვნახოთ, რა მოხდება.
„პუბლიკის“ პუბლიკა • Publika ორი ჟურნალისტია ბელგრადში და შემოგვთავაზებენ სიახლეებს ადგილიდან.
სტუდენტების პროტესტის ფონზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოძრაობის წარმატება მნიშვნელოვანი ამბავი იქნება სერბი ხალხისთვის და საინტერესო მაგალითი გახდება სხვა ქვეყნებისთვის
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…