ქეთევან ერემაძე: ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს დიქტატურის დაკანონებას
ამ სარჩელის დაკმაყოფილება არა მხოლოდ პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმებაა, არამედ ნიშნავს დიქტატურის დაკანონებას. პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობა, ერთპარტიული სისტემა არის არა თუ დიქტატურის მაპროვოცირებელი ან ხელის შემწყობი, არამედ გარდაუვლად გამომწვევი.
"ხელისუფლება ახლა უკვე კანონითა და სასამართლოს მეშვეობით ჩვენს თავისუფლებაზე ძალადობს. ის ძალაუფლებას იყენებს არა ადამიანების თავისუფლებისთვის, არამედ თავისუფლების დასათრგუნად, საკუთარი თავის გადასარჩენად. სულაც არაა შემთხვევითი, რომ მათ ტაქტიკურად არჩეული აქვთ ტერმინოლოგიურ-ინსტიტუციური აღრევა, როცა საკუთარ თავს ათანაბრებს კონსტიტუციურ წყობილებასთან და ამით ცდილობს, მისთვის პერსონალურ საფრთხეებად აღქმული საკითხები გაუთანაბროს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას [...]
ამ სარჩელის დაკმაყოფილება არა მხოლოდ პოლიტიკური პლურალიზმის გაუქმებაა, არამედ ნიშნავს დიქტატურის დაკანონებას. პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობა, ერთპარტიული სისტემა არის არა თუ დიქტატურის მაპროვოცირებელი ან ხელის შემწყობი, არამედ გარდაუვლად გამომწვევი. ის აუქმებს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს [...] თითოეული ჩვენგანის მიერ საკუთარი ქვეყნის ხვალინდელი დღის განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობას უბრალოდ ანულებს. საარჩევნო უფლებას კლავს". - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ "ფორმულას" ეთერში
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…