გია ჯაფარიძე: ასამარებენ საქართველოს სახელმწიფოს
გია ჯაფარიძე: პარტიების აკრძალვა თავისთავად ხომ პრობლემაა, მაგრამ რაც აკრძალვის საფუძველია, ეგ უფრო დიდი პრობლემაა, ასამარებენ საქართველოს სახელმწიფოს.
პოლიტიკოსი, დიპლომატი გია ჯაფარიძე:
ნებისმიერ მთავრობას საქართველოში გაუჭირდება პირდაპირ უთხრას ხალხს, რომ აპირებს ქვეყნის დაშლას და სხვა სახელმწიფოზე ჩაბარებას.
ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება, პირდაპირ უთხრას ხალხს, რომ აპირებს ევროსაბჭოს დატოვებას, ან თუნდაც ასოცირების შეთანხმების გაუქმებას ევროპის კავშირთან.
ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება, პირდაპირ განაცხადოს, რომ აპირებს, გადახედოს/წინ აღუდგეს საერთაშორისო სასამართლოების იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს ამართლებს რუსეთთან.
ამიტომ ამის გაკეთება შეიძლება ირიბი/შემოვლითი გზით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. პარტიების აკრძალვა თავისთავად ხომ პრობლემაა, მაგრამ რაც აკრძალვის საფუძველია, ეგ უფრო დიდი პრობლემაა, ასამარებენ საქართველოს სახელმწიფოს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.