გია ხუხაშვილი: სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაზე კარგად საქართველოში გამოსდის…
რუსეთს ესმის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, ტრამპს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ პუტინს რევერანსები უკეთოს, რადგან ეს შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით დასრულდეს. ამიტომ უნდა შეეცადოს, რომ სადაც ჯერ კიდევ შეუძლია, რუსეთის გავლენის სფეროში ინტეგრაციას შეუქცევადი ხასიათი მისცეს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაზე კარგად საქართველოში გამოსდის…
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
ყველაფერი, რაც დღეს ხდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება აშშ-ში 3 ნოემბრის არჩევნებს.
ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა, ბუნებრივია, ანერვიულებს ყველა ავტორიტარს, მათ შორის, პირველ რიგში რუსეთს და მის სატელიტებს.
ამიტომ, ისინი ჩქარობენ, რათა 3 ნოემბრამდე მაქსიმალურად წინ წაიწიონ გავლენის სფეროების კონტროლის კუთხით, მათ შორის საქართველოში.
განცხადებები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “სამშვიდობო ხელშეკრულებაზე”, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, რუსეთის ბაზარზე მომუშავე კომპანიების პრესინგი, ამ კონტექსტში უნდა იყოს მოაზრებული.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ პარტიების გაუქმების პროცესის ფორსირება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უბრალოდ პარტიების გაუქმება კი არა, მთელი პრო-დასავლური ფლანგის ამოშანთვის მცდელობაა ლეგალური პოლიტიკური სივრციდან.
რუსეთს ესმის, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, ტრამპს აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ პუტინს რევერანსები უკეთოს, რადგან ეს შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით დასრულდეს. ამიტომ უნდა შეეცადოს, რომ სადაც ჯერ კიდევ შეუძლია, რუსეთის გავლენის სფეროში ინტეგრაციას შეუქცევადი ხასიათი მისცეს.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაზე კარგად საქართველოში გამოსდის…
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.