უკრაინამ რუსეთის სერვერებს დაარტყა და…ტაკერ კარლსონის პუბლიკაციების ნახვები 70%-ით შემცირდა!
თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო სხვა რამაა: სოციალურ ქსელ X-ში ჰეშთეგის — „Free Palestine“ („თავისუფლება პალესტინას“) — გამოყენების შემთხვევები დღეში 70 ათასიდან 35 ათასამდე შემცირდა!
უკრაინამ რუსეთის სერვერებს დაარტყა და…ტაკერ კარლსონის პუბლიკაციების ნახვები 70%-ით შემცირდა!
მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის კომპანია “Яндекс-ის“ მონაცემთა ცენტრებს დაარტყეს, სოციალურ ქსელებში საინტერესო მოვლენები დაიწყო.
ისრაელის გაზეთ Israel Hayom-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის პუბლიკაციების საშუალო ნახვების რაოდენობა ერთი მილიონიდან 300 ათასამდე შემცირდა.
თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო სხვა რამაა: სოციალურ ქსელ X-ში ჰეშთეგის — „Free Palestine“ („თავისუფლება პალესტინას“) — გამოყენების შემთხვევები დღეში 70 ათასიდან 35 ათასამდე შემცირდა!
გერმანიაში ალაპარაკდნენ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გარშემო აქტივობის კლებაზე, ხოლო აშშ-ში მომხმარებლებმა საეჭვო პოლიტიკური კომენტარების რაოდენობის შემცირება შენიშნეს.
ეს “დამთხვევა” ძალიან საყურადღებოა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი “იანდექსის” მონაცემთა ბაზების ავტომატიზებული ქსელები ხელოვნურად ზრდიდნენ პუბლიკაციების ნახვების რაოდენობას, ავრცელებდნენ მათ და ქმნიდნენ მათთვის სასურველი პოლიტიკური შეხედულებების მასობრივი მხარდაჭერის ილუზიას.
ამ ეტაპზე ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
წყარო: Israel Hayom
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…