ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NBC News - ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება

NBC News - ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC News თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრას ასევე თარჯიმნები დაესწრებიან.
აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე ფორმატში წარიმართებოდა. სამი-სამზე შეხვედრის შემდეგ ორმხრივი სამუშაო ლანჩი გაიმართება, რომელსაც ამერიკელების მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სუზი უალსი და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.