NBC: კონგრესში მუშაობენ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი, ეროვნული უშიშროების სფეროში წამყვანი კომიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ, ალტერნატიულ პროექტზე, - იუწყება ამერიკული ტელეარხი NBC.
კიევის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი უკვე დაახლოებით ნახევარი წელია დაბლოკილია კონგრესში, და ახალი პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მხარდაჭერის მოპოვებას და ამ პროექტს არ შეეწინააღმდეგებიან კონსერვატორი რესპუბლიკელები, რომლებიც აპროტესტებენ უკრაინის დაფინანსების გაგრძელებას ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, - იუწყებიან ტელეარხის წყაროები.
კერძოდ, პროექტის ავტორები განიხილავენ უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების ნაწილის ერთგვარი კრედიტის ფორმით გამოყოფას, - ამბობს განხილვებში მონაწილე რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.