არქივი12 მარტი, 2024, 17:09
აშშ უკრაინისთვის ახალ, $400 მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს – Reuters
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $400 მილიონიან პაკეტს ამზადებს – ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს იქნება პირველი მსხვილი დახმარება ბოლო თვეებში, რადგან კიევისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას აშშ-ის კონგრესში “რესპუბლიკელები” ბლოკავენ.
ანონიმური ოფიციალური პირები, ამბობენ, რომ აშშ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს 12 მარტს გამოაცხადებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.