ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნას ჩაატარებს

NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნას Steadfast Defender-ს ჩაატარებს. ამის შესახებ ალიანსის მთავარმა მეთაურმა კრის კავოლიმ განაცხადა.
"ალიანსი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით", - განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.
NATO-ს უდიდეს წვრთნაში, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მიიღებს. კავოლის თქმით, ჯარები NATO-ს მოკავშირე ქვეყნებიდან და შვედეთიდან ჩავლენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.