ყველაზე მასშტაბური წვრთნები ცივი ომის შემდეგ – NATO ალიანსის წევრი ქვეყნებიდან 90,000 ჯარისკაცს ამზადებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, NATO-ში განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება.
წვრთნებს სახელად Steadfast Defender 2024 (მტკიცე მცველი 2024) ალიანსის 90,000 ჯარისკაცი შეუერთდება.
„Steadfast Defender 2024 წარმოაჩენს NATO-ს უნარს, სწრაფად განალაგოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აცხადებენ ალიანსში. წვრთნები მაისში დასრულდება.
Steadfast Defender-ზე მასშტაბური წვრთნა 1988 წელს ჩატარდა. მასში 125,000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო