არქივი23 იანვარი, 2024, 18:24
NATO უკრაინის დახმარებას აძლიერებს | შეხვედრა "რამშტეინის" ბაზაზე
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის დახმარებას აძლიერებს. NATO-ს შტაბბინაში დღეს გაფორმდა მილიარდზე მეტი ღირებულების კონტრაქტი საარტილერიო ჭურვების შეძენაზე, რომლების უდიდესი ნაწილი უკრაინას გადაეცემა. ამ წუთებში კი NATO-ს წევრი ქვეყნები რამშტაინის ბაზაზე არიან შეკრებილი. წლის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამერიკიდან ხელმძღვანელობს, უკრაინისთვის გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელებენ. NATO-ს პარალელურად ევროკავშირის დღის წერიგში რჩება უკრაინისთვის ყველაზე მასშტაბური დახმარების გამოყოფის საკითხი.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.