MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს – რაუფოღლუ

ორპარტიულმა კანონპროექტმა MEGOBARI ACT, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი პირების სანქცირებას მოითხოვს, -ის სენატამდე მიაღწია – ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს:
“როგორც წყარო კონგრესიდან მეუბნება, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს. ამასობაში კი MEGBARI ACT-ის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან. მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს.” წერს რაუფოღლუ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”