ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაუფოღლუ: MEGOBARI ACT-ს საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს

რაუფოღლუ: MEGOBARI ACT-ს საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს

ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მომავალი კვირის დასაწყისში, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას, საგარეო კომიტეტი განიხილავს.
რაუფოღლუს ცნობით, "ორპარტიულმა კანონპროექტმა MEGOBARI ACT-მა, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი პირების სანქცირებას მოითხოვს, აშშ-ის სენატამდე მიაღწია".
ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, MEGOBARI ACT-ს უკვე 18 თანასპონსორი ჰყავს.
"როგორც წყარო კონგრესიდან მეუბნება, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
ამასობაში კი MEGBARI ACT-ის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან.
მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს", - წერს ალექს რაუფოღლუ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.