პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ჰიპოთიაზიდი

Hypothiazid®

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ჰიდროქლოროთიაზიდს. მიეკუთვნება თიაზიდების ჯგუფის შარდმდენ პრეპარატებს (დიურეზულებს). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
Opella Healthcare Hungary KFT, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, თიაზიდები
ATC კოდი
C03AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039561
რეგისტრირებულია
16 ნოემბერი 2023, მოქმედებს 20 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi-aventis Private Co. Ltd (უნგრეთი)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰიპოთიაზიდი და სხვა წამალი ერთად

ჰიპოთიაზიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ჰიდროქლოროთიაზიდს. მიეკუთვნება თიაზიდების ჯგუფის შარდმდენ პრეპარატებს (დიურეზულებს).

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® ნაჩვენებია მოზრდილებსა და 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად:

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (გამოიყენება როგორც მონოთერაპიაში, ასევე სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში);

სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომის სამკურნალოდ (გულის ქრონიკული უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, წინამენსტრუალური სინდრომი, მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, პორტული ჰიპერტენზია, მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით);

სიმპტომური პოლიურიის (შარდის ჭარბად გამოყოფა) შესამცირებლად ნეფროგენული არაშაქრიანი დიაბეტის დროს;

შარდსასქესო სისტემაში კალციუმ-ფოსფატური კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის შემცველობის მომატების) დროს.

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მოქმედების მექანიზმი

პრეპარატ ჰიპოთიაზიდს® აქვს შარდმდენი მოქმედება თირკმელებში მარილის (ნატრიუმისა და ქლორის) უკუშეწოვის, შედეგად კი თირკმელებში წყლის უკუშეწოვის დათრგუნვით, რაც ხელს უწყობს თირკმელების მიერ შარდის (წყლისა და მარილების) უფრო ინტენსიურ გამოყოფას. ეს ასევე, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. გარდა ამისა, პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® ზრდის შარდში კალიუმისა და მაგნიუმის გამოყოფას, მაგრამ აფერხებს კალციუმისა და შარდმჟავას გამოყოფას.

თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან გრძნობთ მდგომარეობის დამძიმებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

არტერიული ჰიპერტენზიის დროს:

25-50 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზა - 100 მგ დღე-ღამეში. პრეპარატის არტერიული წნევის დამაქვეითებელი მოქმედება ჩვეულებრივ ვლინდება 3-4 დღის განმავლობაში, თუმცა ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო იყოს 3-4 კვირამდე.

სხვადასხვა ტიპის შეშუპებების დროს:

25-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში. ექიმმა შეიძლება შეამციროს ეს დოზა სასურველი ეფექტის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შეადგენს 25-50 მგ-ს. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღე-ღამეში.

წინამენსტრუალური სინდრომის დროს:

25 მგ დღე-ღამეში, მიიღება სიმპტომების გამოვლენიდან მენსტრუაციის დაწყებამდე.

შარდის ჭარბად გამოყოფის (პოლიურიის) შესამცირებლად არაშაქრიანი დიაბეტის დროს:

50-150 მგ დღე-ღამეში. დოზის განაწილება შეიძლება რამდენიმე მიღებაზე.

შარდსასქესო სისტემაში კალციუმ-ფოსფატური კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის შემცველობის მომატების) დროს:

25 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზა - 50 მგ დღე-ღამეში.

გამოყენება ბავშვებში

ექიმი განსაზღვრავს თქვენი ბავშვის დოზას მისი წონის მიხედვით.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება დღე-ღამეში 1-2 მგ სხეულის მასის კგ-ზე ერთხელ დღე-ღამეში. 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 37.5-100 მგ. მაქსიმალური დოზაა - 100 მგ დღე-ღამეში.

მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, არ მიიღოთ პრეპარატი 3-5 დღის განმავლობაში. შემდეგ, შემანარჩუნებელი დოზის სახით პრეპარატის მითითებული დოზა ინიშნება 2-ჯერ კვირაში.

თუ პრეპარატი მიიღება 1-3 დღიანი ინტერვალით ან 2-3 დღის განმავლობაში შემდგომი შესვენებით, ეფექტიანობის შემცირება ნაკლებადაა გამოხატული და არასასურველი რეაქციები უფრო იშვიათად ვითარდება.

გამოყენების წესი

პერორალურად. ტაბლეტები მიიღეთ ჭამოს შემდეგ.

შეიძლება 25 მგ ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად.

100 მგ ტაბლეტი: გამყოფი ხაზი წარმოდგენილია მხოლოდ ტაბლეტის გადატეხვის გასაადვილებლად მისი მთლიანად გადაყლაპვის გაძნელების შემთხვევაში.

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიდინო დახმარებისთვის.

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება განვითარდეს გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, სისუსტე, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, წყურვილი, შარდვის დარღვევა, ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ნორმიდან გადაცდენა.

თუ პრეპარატის მიღების მომენტიდან არ არის გასული დიდი დრო, ექიმი დაგინიშნავთ კუჭის ამორეცხვას და აქტივირებულ ნახშირს. თუ თქვენი მდგომარეობა მოითხოვს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას, დაგენიშნებათ ორგანიზმში სითხისა და მარილების აღსადგენი და არტერიული წნევის დასარეგულირებელი პრეპარატების (მაგალითად, მარილოვანი და პლაზმის შემცვლელი ხსნარების) შეყვანა. მდგომარეობის დასტაბილურებამდე დარჩებით სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნული დოზით მიღების გრაფიკის შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღება

თქვენი ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს, თუ რეკომენდებულ დროზე ადრე შეწყვიტავთ პრეპარატის მიღებას.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ჰიდროქლოროთიაზიდის, ჰიდროქლოროთიაზიდის მსგავსი სულფონამიდის სხვა წარმოებულების (მაგალითად, სხვა თიაზიდური შარდმდენი საშუალებები ან ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი) ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის (ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 პარაგრაფში) მიმართ;

გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც თირკმელების მიერ არ ხდება შარდის გამომუშავება (ანურია);

გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

თქვენს ბავშვს, რომელსაც დაენიშნა პრეპარატი, აქვს სიყვითლე;

გაქვთ რთულად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა (მათ შორის ადისონის დაავადება);

გაქვთ დადგენილი: კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალიემია), ნატრიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპონატრიემია) ან კალციუმის მაღალი შემცველობა, რომელიც არ კორექტირდება მკურნალობის ფონზე;

ხართ ორსულად (პირველი ტრიმესტრი);

ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

თუ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენ გეხებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობა:

გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

გაქვთ სიმშრალე პირის ღრუში, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, გულისრევა, ღებინება, გახშირებული გულისცემა, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის ნიშანი;

გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპონატრიემია);

გაქვთ სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალციემია) ან სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალიემია), ან იცავთ დიეტას კალიუმის დაბალი შემცველობით;

გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალიემია);

იღებთ სისხლში კალიუმის შემცველობის დამაქვეითებელ სამკურნალო საშუალებებს ან საგულე გლიკოზიდებს (მაგალითად, დიგოქსინს);

იცავთ დიეტას მარილის შეზღუდვით;

გაქვთ გულის უკმარისობა;

გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება), ტკივილი გულ-მკერდის არეში გულის ფუნქციის გაუარესების გამო (სტენოკარდია);

გაქვთ გამოვლენილი ცვლილებები ეკგ-ზე (QT ინტერვალის გაზრდა), ან ერთდროულად იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს რიტმის დარღვევები (~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან გაახანგრძლივოს QT ინტერვალი ეკგ-ზე);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი (ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია);

გაქვთ პოდაგრა;

გაქვთ ალერგია პენიცილინზე;

ხართ ხანდაზმული პირი;

გქონდათ კანის კიბო ან მკურნალობის პერიოდში მოულოდნელად განვითარდა კანის დაზიანება. პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობა, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება, შეიძლება ზრდიდეს კანის არამელანომური კიბოს ან ტუჩის კიბოს განვითარება. პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის პერიოდში დაიცავით კანი მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან;

გაიზარდა კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ (კანის სწრაფად მიმდინარე გაწითლება, კანის ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა), დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს;

განვითარდა მხედველობის დარღვევა ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე პერიოდში. მკურნალობის გარეშე ეს მდგომარეობა შეიძლება იწვევდეს მხედველობის შეუქცევად დაკარგვას. ამ გართულებების განვითარების რისკი მომატებულია ანამნეზში პენიცილინებზე ან სულფანილამიდებზე ალერგიის არსებობისას;

გაქვთ ან წარსულში გქონდათ ალერგიული რეაქციები, ასთმა ან სახსრების ტკივილით, კანზე გამონაყარით ან ცხელებით მიმდინარე დაავადება (სისტემური წითელი მგლურა);

თუ წარსულში გქონდათ დარღვევები სუნთქვის ან ფილტვების მხრივ (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში) ჰიდროქლოროთიაზიდის (პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მოქმედი ნივთიერება) მიღების შემდეგ. პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღებისას ძლიერი ქოშინის განვითარების ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ~დისტრეს-სინდრომი~.

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია დიეტის დაცვა კალიუმის მაღალი შემცველობით (ხილი, ბოსტნეული).

თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობას და ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, კალციუმის) რაოდენობას.

ყოველთვის აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდს®, რადგან პრეპარატი შეიძლება გავლენას ახდენდეს ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე (მაგალითად, პარაფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ანალიზების ჩატარებისას).

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებისას შესაძლებელია დოპინ-კონტროლზე დადებითი პასუხების მიღება სპორტსმენებში.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად (ტაბლეტის გადაყლაპვის გაძნელების გამო).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების დაწყებას. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ სხვა პრეპარატების დოზა ან/და მოგაწოდოთ ინფორმაციას სიფრთხილის დამატებითი ზომების შესახებ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს რომელიმე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ინფორმირება პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენების დაწყებამდე შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) არ გამოიყენება პრეპარატ ჰიპოთიაზიდთან® ერთად ექიმის მკაცრი დაკვირვების გარეშე;

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული ფორმის არითმია - ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ამ პრეპარატების გამოყენებისას თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში კალიუმის შემცველობას და ეკგ მაჩვენებლებს:

ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი, სოტალოლი, დრონედარონი, ამიოდარონი (რიტმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);

ნეიროლეფსიული საშუალებები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპირიდი, თიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი); პიმოზიდი, სერტინდოლი (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი, სპირამიცინი, კო-ტრიმოქსაზოლი (ანტიბაქტერიული პრეპარატები);

ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);

ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი (მალარიის სამკურნალო პრეპარატები);

პარენტერალური პენტამიდინი (უმარტივესებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);

რანოლაზინი, ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატები);

ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი (კიბოს სამკურნალო პრეპარატები);

დომპერიდონი, ონდანსეტრონი (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები);

ციზაპრიდი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე გავლენის მქონე პრეპარატები);

ანტიჰისტამინური საშუალებები: ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი ალერგიების სამკურნალო საშუალებები);

სხვა სამკურნალო საშუალებები (ანაგრელიდი, ვაზოპრესინი, დიფემანილის მეთილსულფატი, კეტანსერინი, პრობუკოლი, პროპოფოლი, სევოფლურანი, ტერლიპრესინი, ტეროდილინი, ცილოსტაზოლი).

პრეპრატები, რომლებიც იწვევს სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითებას (ჰიპოკალიემია). ამ პრეპარატების გამოყენებისას თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში კალიუმის შემცველობას და ეკგ მაჩვენებლებს:

ამფოტერიცინი B (ინტრავენური) (ანტიბაქტერიული პრეპარატი);

სტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატები);

ტეტრაკოზაქტიდი (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი);

ძირტკბილას ფესვების შემცველი პრეპარატები;

ნაწლავის მოტორიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები;

საგულე გლიკოზიდები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს, რადგან მათი ერთდროულად გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას

არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა სამკურნალო საშუალებები;

ბარბიტურატები (საძილე საშუალებები);

ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

ანქსიოლიზური საშუალებები (შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატები);

სანარკოზე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები;

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (ოპერაციისთვის მომზადებისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდს®);

არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი);

ადრენომიმეტიკები (პრესორული ამინები);

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები (3 გ-ზე მეტი დღეში) (ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები);

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინი, პერორალური პრეპარატები, მაგალითად, მეტფორმინი);

ბეტა-ადრენობლოკერები, დიაზოქსიდი (არტერიული წნევის დამწევი საშუალებები);

პრობენეციდი, სულფინპირაზონი, ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები);

ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი);

ქოლინობლოკერები (მაგალითად, ბრონქული ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო პრეპარატები);

ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი (ციტოსტატიკები - კიბოს სამკურნალო პრეპარატები);

მეთილდოპა (არტერიული წნევის დამწევი საშუალებები);

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები);

ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი - იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატი);

სისხლის გამათხელებელი პერორალური პრეპარატები (ანტიკოაგულანტები);

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები;

კალციუმის პრეპარატები;

ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (ფისები, რომლებიც ხელს უშლის ნაწლავში ქოლესტერინისა და ნაღვლის მჟავების შეწოვას).

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს არტერიული წნევის დაქვეითება. მიზანშეწონილი არ არის ალკოჰოლის მიღება პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® გამოიყოფა პლაცენტაში, რაც შეიძლება არასასიკეთო გავლენას ახდენდეს ნაყოფზე.

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® უკუნაჩვენებია პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. საჭიროებისას ექიმი მოგცემთ სხვა პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისთვის. თუ პრეპარატის მიღება აბსოლუტურად აუცილებელია, ექიმისგან მიიღებთ ძუძუთი კვების შეწყვეტის რჩევას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენების დასაწყისში შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტომობილის მართვის ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისგან ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობისგან.

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს

თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

  • პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ უვითარდება ყველა პაციენტს.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღების ფონზე რომელიმე შემდეგი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში:

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

არტერიული წნევის დაცემა, შოკი, გონების დაკარგვა (ანაფილაქსიური რეაქციები);

მოწითალო, მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში. კანზე ასეთი მძიმე გამონაყარი შეიძლება განვითარდეს მაღალი ტემპერატურის ან გრიპის მსგავსი სიმპტომების ფონზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

ძლიერი ქოშინი, ცხელება, სისუსტე, ცნობიერების არევა (მწვავე რესპირატორული დისტრესს-სინდრომი);

კანის და ტუჩების არამელანომური კიბო;

მხედველობის მოულოდნელად დაქვეითება ან თვალების ტკივილი მაღალი თვალშიდა წნევის გამო, თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ეფუზია), მწვავე ახლომხედველობის ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები.

ეს არის ძალიან სერიოზული არასასურველი რეაქციები და მკურნალობის გარეშე შეიძლება იყოს ლეტალური.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებასთან

ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ტკივილი მუცლის ზედა არეში;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

გრანულოციტების რაოდენობის გამოხატული დაქვეითება (აგრანულოციტოზი);

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ერითროციტების დაშლა, ჰემოგლობინის დაქვეითება (ჰემოლიზური ანემია);

აპლასტიური ანემია;

ჭინჭრის ციება;

წვრილი სისხლჩაქევები კანსა და ლორწოვან გარსებზე (პურპურა);

ცხელება;

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ნეკროზს (მანეკროზებელი ანგიიტი);

სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გამწვავება;

გონების დაკარგვა (ჩვეულებრივ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას);

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

დაბუჟება, წვის შეგრძნება, ჩხვლეტა (პარესთეზია);

ძილიანობა;

ცნობიერების არევა;

დროებით არამკვეთრი მხედველობა;

საგნების ყვითელ ფერში დანახვა (ქსანტოფსია);

გულის რიტმის შემცირება (ბრადიკარდია);

არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

ფილტვების ანთება (ინტერსტიციული პნევმონია);

მადის დაქვეითება;

უმადობა, დაუძლურება (ანორექსია);

ფაღარათი (დიარეა);

შეკრულობა;

გულისრევა;

ღებინება;

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);

სანერწყვე ჯირკვლების ანთება (სიალოადენიტი);

სიყვითლე;

ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი);

კანის ქავილი;

კანზე გამონაყარი;

მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);

კუნთების სისუსტე (მაღალი დოზების გამოყენებისას);

თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი);

სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;

სისხლში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპონატრიემია);

სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოკალიემია);

სისხლში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია);

სისხლში კალციუმის შემცველობის მომატება (ჰიპერკალციემია);

სისხლში ქლორიდების დაქვეითებული შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება ან ღვიძლის კომა (ჰიპოქლორემიული ალკალოზი);

სისხლში შარდმჟავას მომატებული შემცველობა (ჰიპერურიკემია), რომლის უსიმპტომო მიმდინარეობა შეიძლება იწვევდეს პოდაგრის შეტევის პროვოცირებას;

სისხლსა (ჰიპერგლიკემია) და შარდში (გლუკოზურია) გლუკოზის შემცველობის მომატება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;

ფარული შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია;

სისხლში ლიპიდების (ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის) შემცველობის მომატება (პრეპარატის უფრო მაღალი დოზების მიღებისას);

დაღლილობა;

წყურვილი (პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ პირდაპირ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ. 1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-საიტი: http://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ~ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] @

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.rceth.by" www.rceth.by

ჭარბი დოზა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმი, პარესთეზია, მომატებული დაღლილობა, ცნობიერების დარღვევა;

დარღვევები გულის მხრივ: ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, შოკი;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, წყურვილი;

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: პოლიურია, ოლიგურია ან ანურია;

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ალკალოზი, აზოტემია (განსაკუთრებით, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში).

დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა კუჭიდან პრეპარტის გამოდევნის მიზნით და აქტივირებული ნახშირის მიღება შეწოვის შესამცირებლად. ჰიპოტენზიის ან შოკის შემთხვევაში საჭიროა ცირკულირებადი პლაზმის მოცულობისა და ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი) აღდგენა.

აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის (განსაკუთრებით შრატში კალიუმის დონე) და თირკმლის ფუნქციის შემოწმება ნორმალური მნიშვნელობების მიღებამდე.

შემადგენლობა

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს

ჰიპოთიაზიდი®, 25 მგ, ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ჰიპოთიაზიდი®, 100 მგ, ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტები

25 მგ ტაბლეტები

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ ბრტყელ ტაბლეტებს გრავირებით ~H~ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

25 მგ-იანი 20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

100 მგ ტაბლეტები

100 მგ-იანი 20 ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვი ვერ დაინახავს მას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში (ბლისტერი კოლოფში).

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში.

არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის (განადგურების) საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიურეზულები. თიაზიდები.

ათქ კოდი: C03AA03.

ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული ეფექტი გამოწვეულია, პირველ რიგში, დისტალურ არხებში Na+ და Cl- რეაბსორბციის პირდაპირი ბლოკადით. მისი მოქმედებით ძლიერდება Na+ და Cl- გამოყოფა და, აღნიშნულის შედეგად, წყლის, ასევე კალიუმისა და მაგნიუმის გამოყოფა. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედება ამცირებს ცირკულირებადი პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, აძლიერებს ალდოსტერონის გამოყოფას, რის შედეგადაც იზრდება კალიუმისა და ბიკარბონატის გამოყოფა შარდთან ერთად და მცირდება შრატში კალიუმის კონცენტრაცია. რენინ-ალდოსტერონულ კავშირს არეგულირებს ანგიოტენზინ II, ამიტომ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს კალიუმის გამოყოფის პროცესის საწინააღმდეგო მიმართულებას, რაც დაკავშირებულია თიაზიდურ დიურეზულ საშუალებასთან.

პრეპარატი ასევე ახდენს მსუბუქ მაბლოკირებელ მოქმედებას კარბოანჰიდრაზაზე, და ზომიერად აძლიერებს ბიკარბონატის სეკრეციას, ამასთან შარდის pH არსებითი შეცვლა არ ხდება.

კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია ჯამური დოზადამოკიდებული კავშირი ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებასა და კანის არამელანომური კიბოს განვითარების შორის. ერთ კვლევაში შედიოდა 71533 პაციენტი ბაზალურუჯრედოვანი კარცინომით და 8629 პაციენტი ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით, რომლებსაც შეესაბამებოდა 1430833 და 172462 პაციენტი საკონტროლო ჯგუფში. ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზების მიღება (ჯამში >50 000 მგ) შეესაბამებოდა შანსების თანაფარდობის დაკორექტირებულ მნიშვნელობებს 1,29 (95% სანდოობის ინტერვალი: 1.23-1.35) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის და 3,98 (95% სანდოობის ინტერვალი: 3.68-4.31) ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისთვის. აშკარა კავშირი ჯამურ დოზასა და რეაქციას შორის აღინიშნებოდა ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევაში. მეორე კვლევაში ნაჩვენები იყო შესაძლო ურთიერთკავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედების შორის: ტუჩის კიბოს მქონე 633 პაციენტი შედარებული იქნა საკონტროლო ჯგუფთან (N=63067) (რისკის გათვალისწინებით შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით). ურთიერთკავშირი ჯამურ დოზასა და რეაქციას შორის ნაჩვენები იყო შანსების თანაფარდობის დაკორექტირებული მნიშვნელობის საშუალებით, რომელიც შეადგენდა 2,1 (95% სანდოობის ინტერვალი: 1.7-2.6, გაიზარდა შანსების თანაფარდობამდე 3.9 (3.0-4.9) ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზების (~25 000 მგ) მიღებისას და შანსების თანაფარდობამდე 7.7 (5.7-10.5) პრეპარატის ყველაზე მაღალი ჯამური დოზის (~100 000 მგ) მიღებისას (ასევე, იხ. პარაგრაფი 4.4).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალურად მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდი კარგად შეიწოვება, მისი დიურეზული და ნატრიურეზული მოქმედება ვლინდება მიღებიდან 2 საათში და აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 4 საათში. ეს მოქმედება ნარჩუნდება 6-12 საათი. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 40%-ს. გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით უცვლელი სახით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6,4 საათს, თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში – 11.5 საათს, ხოლო თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს 30 მლ/წთ დაბალი კრეატინინის კლირენსით – 20.7 საათს. ჰიდროქლოროთიაზიდი გადის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

  • 3 მონაცემები წინაკლინიკური უსაფრთხოების შესახებ

მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი – ინფორმაცია პაციენტისათვის

ჰიპოთიაზიდი®, 25 მგ, ტაბლეტები

ჰიპოთიაზიდი®, 100 მგ, ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ის შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართის მე-4 პარაგრაფში.

ჩანართის შინაარსი

რა არის პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღებამდე

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის ® მიღება

შესაძლო არასასურველი რეაქციები

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის ® შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

  • რა არის პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ჰიდროქლოროთიაზიდს. მიეკუთვნება თიაზიდების ჯგუფის შარდმდენ პრეპარატებს (დიურეზულებს).

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® ნაჩვენებია მოზრდილებსა და 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად:

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (გამოიყენება როგორც მონოთერაპიაში, ასევე სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში);

სხვადასხვა გენეზის შეშუპების სინდრომის სამკურნალოდ (გულის ქრონიკული უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, წინამენსტრუალური სინდრომი, მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, პორტული ჰიპერტენზია, მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით);

სიმპტომური პოლიურიის (შარდის ჭარბად გამოყოფა) შესამცირებლად ნეფროგენული არაშაქრიანი დიაბეტის დროს;

შარდსასქესო სისტემაში კალციუმ-ფოსფატური კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის შემცველობის მომატების) დროს.

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მოქმედების მექანიზმი

პრეპარატ ჰიპოთიაზიდს® აქვს შარდმდენი მოქმედება თირკმელებში მარილის (ნატრიუმისა და ქლორის) უკუშეწოვის, შედეგად კი თირკმელებში წყლის უკუშეწოვის დათრგუნვით, რაც ხელს უწყობს თირკმელების მიერ შარდის (წყლისა და მარილების) უფრო ინტენსიურ გამოყოფას. ეს ასევე, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. გარდა ამისა, პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® ზრდის შარდში კალიუმისა და მაგნიუმის გამოყოფას, მაგრამ აფერხებს კალციუმისა და შარდმჟავას გამოყოფას.

თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან გრძნობთ მდგომარეობის დამძიმებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღების დაწყებამდე

უკუჩვენება

არ მიიღოთ პრეპარატი ჰიპოთიაზიდი®, თუ:

გაქვთ ალერგია ჰიდროქლოროთიაზიდის, ჰიდროქლოროთიაზიდის მსგავსი სულფონამიდის სხვა წარმოებულების (მაგალითად, სხვა თიაზიდური შარდმდენი საშუალებები ან ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატი) ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის (ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 პარაგრაფში) მიმართ;

გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც თირკმელების მიერ არ ხდება შარდის გამომუშავება (ანურია);

გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

თქვენს ბავშვს, რომელსაც დაენიშნა პრეპარატი, აქვს სიყვითლე;

გაქვთ რთულად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა (მათ შორის ადისონის დაავადება);

გაქვთ დადგენილი: კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალიემია), ნატრიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპონატრიემია) ან კალციუმის მაღალი შემცველობა, რომელიც არ კორექტირდება მკურნალობის ფონზე;

ხართ ორსულად (პირველი ტრიმესტრი);

ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

თუ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენ გეხებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გეხებათ ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობა:

გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

გაქვთ სიმშრალე პირის ღრუში, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე, გულისრევა, ღებინება, გახშირებული გულისცემა, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის ნიშანი;

გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპონატრიემია);

გაქვთ სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალციემია) ან სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალიემია), ან იცავთ დიეტას კალიუმის დაბალი შემცველობით;

გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალიემია);

იღებთ სისხლში კალიუმის შემცველობის დამაქვეითებელ სამკურნალო საშუალებებს ან საგულე გლიკოზიდებს (მაგალითად, დიგოქსინს);

იცავთ დიეტას მარილის შეზღუდვით;

გაქვთ გულის უკმარისობა;

გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება), ტკივილი გულ-მკერდის არეში გულის ფუნქციის გაუარესების გამო (სტენოკარდია);

გაქვთ გამოვლენილი ცვლილებები ეკგ-ზე (QT ინტერვალის გაზრდა), ან ერთდროულად იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს რიტმის დარღვევები (~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან გაახანგრძლივოს QT ინტერვალი ეკგ-ზე);

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი (ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია);

გაქვთ პოდაგრა;

გაქვთ ალერგია პენიცილინზე;

ხართ ხანდაზმული პირი;

გქონდათ კანის კიბო ან მკურნალობის პერიოდში მოულოდნელად განვითარდა კანის დაზიანება. პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობა, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება, შეიძლება ზრდიდეს კანის არამელანომური კიბოს ან ტუჩის კიბოს განვითარება. პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის პერიოდში დაიცავით კანი მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან;

გაიზარდა კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ (კანის სწრაფად მიმდინარე გაწითლება, კანის ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა), დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს;

განვითარდა მხედველობის დარღვევა ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე პერიოდში. მკურნალობის გარეშე ეს მდგომარეობა შეიძლება იწვევდეს მხედველობის შეუქცევად დაკარგვას. ამ გართულებების განვითარების რისკი მომატებულია ანამნეზში პენიცილინებზე ან სულფანილამიდებზე ალერგიის არსებობისას;

გაქვთ ან წარსულში გქონდათ ალერგიული რეაქციები, ასთმა ან სახსრების ტკივილით, კანზე გამონაყარით ან ცხელებით მიმდინარე დაავადება (სისტემური წითელი მგლურა);

თუ წარსულში გქონდათ დარღვევები სუნთქვის ან ფილტვების მხრივ (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში) ჰიდროქლოროთიაზიდის (პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მოქმედი ნივთიერება) მიღების შემდეგ. პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღებისას ძლიერი ქოშინის განვითარების ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ~დისტრეს-სინდრომი~.

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია დიეტის დაცვა კალიუმის მაღალი შემცველობით (ხილი, ბოსტნეული).

თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობას და ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, კალციუმის) რაოდენობას.

ყოველთვის აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდს®, რადგან პრეპარატი შეიძლება გავლენას ახდენდეს ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე (მაგალითად, პარაფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ანალიზების ჩატარებისას).

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებისას შესაძლებელია დოპინ-კონტროლზე დადებითი პასუხების მიღება სპორტსმენებში.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად (ტაბლეტის გადაყლაპვის გაძნელების გამო).

სხვა პრეპარატები და პრეპარატ ჰიპოთიაზიდი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების დაწყებას. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ სხვა პრეპარატების დოზა ან/და მოგაწოდოთ ინფორმაციას სიფრთხილის დამატებითი ზომების შესახებ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს რომელიმე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ინფორმირება პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენების დაწყებამდე შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) არ გამოიყენება პრეპარატ ჰიპოთიაზიდთან® ერთად ექიმის მკაცრი დაკვირვების გარეშე;

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული ფორმის არითმია - ~პირუეტის~ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ამ პრეპარატების გამოყენებისას თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში კალიუმის შემცველობას და ეკგ მაჩვენებლებს:

ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი, სოტალოლი, დრონედარონი, ამიოდარონი (რიტმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);

ნეიროლეფსიული საშუალებები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპირიდი, თიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი); პიმოზიდი, სერტინდოლი (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, როქსითრომიცინი, სპირამიცინი, კო-ტრიმოქსაზოლი (ანტიბაქტერიული პრეპარატები);

ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);

ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი (მალარიის სამკურნალო პრეპარატები);

პარენტერალური პენტამიდინი (უმარტივესებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);

რანოლაზინი, ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატები);

ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი (კიბოს სამკურნალო პრეპარატები);

დომპერიდონი, ონდანსეტრონი (ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები);

ციზაპრიდი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე გავლენის მქონე პრეპარატები);

ანტიჰისტამინური საშუალებები: ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი ალერგიების სამკურნალო საშუალებები);

სხვა სამკურნალო საშუალებები (ანაგრელიდი, ვაზოპრესინი, დიფემანილის მეთილსულფატი, კეტანსერინი, პრობუკოლი, პროპოფოლი, სევოფლურანი, ტერლიპრესინი, ტეროდილინი, ცილოსტაზოლი).

პრეპრატები, რომლებიც იწვევს სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითებას (ჰიპოკალიემია). ამ პრეპარატების გამოყენებისას თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლში კალიუმის შემცველობას და ეკგ მაჩვენებლებს:

ამფოტერიცინი B (ინტრავენური) (ანტიბაქტერიული პრეპარატი);

სტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატები);

ტეტრაკოზაქტიდი (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი);

ძირტკბილას ფესვების შემცველი პრეპარატები;

ნაწლავის მოტორიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები;

საგულე გლიკოზიდები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს, რადგან მათი ერთდროულად გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას

არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა სამკურნალო საშუალებები;

ბარბიტურატები (საძილე საშუალებები);

ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

ანქსიოლიზური საშუალებები (შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატები);

სანარკოზე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები;

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (ოპერაციისთვის მომზადებისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდს®);

არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი);

ადრენომიმეტიკები (პრესორული ამინები);

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები (3 გ-ზე მეტი დღეში) (ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები);

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინი, პერორალური პრეპარატები, მაგალითად, მეტფორმინი);

ბეტა-ადრენობლოკერები, დიაზოქსიდი (არტერიული წნევის დამწევი საშუალებები);

პრობენეციდი, სულფინპირაზონი, ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები);

ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი);

ქოლინობლოკერები (მაგალითად, ბრონქული ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო პრეპარატები);

ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი (ციტოსტატიკები - კიბოს სამკურნალო პრეპარატები);

მეთილდოპა (არტერიული წნევის დამწევი საშუალებები);

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები);

ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი - იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატი);

სისხლის გამათხელებელი პერორალური პრეპარატები (ანტიკოაგულანტები);

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები;

კალციუმის პრეპარატები;

ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (ფისები, რომლებიც ხელს უშლის ნაწლავში ქოლესტერინისა და ნაღვლის მჟავების შეწოვას).

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს არტერიული წნევის დაქვეითება. მიზანშეწონილი არ არის ალკოჰოლის მიღება პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® გამოიყოფა პლაცენტაში, რაც შეიძლება არასასიკეთო გავლენას ახდენდეს ნაყოფზე.

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® უკუნაჩვენებია პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. საჭიროებისას ექიმი მოგცემთ სხვა პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისთვის. თუ პრეპარატის მიღება აბსოლუტურად აუცილებელია, ექიმისგან მიიღებთ ძუძუთი კვების შეწყვეტის რჩევას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენების დასაწყისში შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტომობილის მართვის ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ, პრეპარატ ჰიპოთიაზიდით® მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისგან ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობისგან.

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს

თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

  • პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

არტერიული ჰიპერტენზიის დროს:

25-50 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზა - 100 მგ დღე-ღამეში. პრეპარატის არტერიული წნევის დამაქვეითებელი მოქმედება ჩვეულებრივ ვლინდება 3-4 დღის განმავლობაში, თუმცა ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო იყოს 3-4 კვირამდე.

სხვადასხვა ტიპის შეშუპებების დროს:

25-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში. ექიმმა შეიძლება შეამციროს ეს დოზა სასურველი ეფექტის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შეადგენს 25-50 მგ-ს. მაქსიმალური დოზაა 200 მგ დღე-ღამეში.

წინამენსტრუალური სინდრომის დროს:

25 მგ დღე-ღამეში, მიიღება სიმპტომების გამოვლენიდან მენსტრუაციის დაწყებამდე.

შარდის ჭარბად გამოყოფის (პოლიურიის) შესამცირებლად არაშაქრიანი დიაბეტის დროს:

50-150 მგ დღე-ღამეში. დოზის განაწილება შეიძლება რამდენიმე მიღებაზე.

შარდსასქესო სისტემაში კალციუმ-ფოსფატური კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის ჰიპერკალციურიის (შარდში კალციუმის შემცველობის მომატების) დროს:

25 მგ ერთხელ დღე-ღამეში. მაქსიმალური დოზა - 50 მგ დღე-ღამეში.

გამოყენება ბავშვებში

ექიმი განსაზღვრავს თქვენი ბავშვის დოზას მისი წონის მიხედვით.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება დღე-ღამეში 1-2 მგ სხეულის მასის კგ-ზე ერთხელ დღე-ღამეში. 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 37.5-100 მგ. მაქსიმალური დოზაა - 100 მგ დღე-ღამეში.

მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, არ მიიღოთ პრეპარატი 3-5 დღის განმავლობაში. შემდეგ, შემანარჩუნებელი დოზის სახით პრეპარატის მითითებული დოზა ინიშნება 2-ჯერ კვირაში.

თუ პრეპარატი მიიღება 1-3 დღიანი ინტერვალით ან 2-3 დღის განმავლობაში შემდგომი შესვენებით, ეფექტიანობის შემცირება ნაკლებადაა გამოხატული და არასასურველი რეაქციები უფრო იშვიათად ვითარდება.

გამოყენების წესი

პერორალურად. ტაბლეტები მიიღეთ ჭამოს შემდეგ.

შეიძლება 25 მგ ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად.

100 მგ ტაბლეტი: გამყოფი ხაზი წარმოდგენილია მხოლოდ ტაბლეტის გადატეხვის გასაადვილებლად მისი მთლიანად გადაყლაპვის გაძნელების შემთხვევაში.

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიდინო დახმარებისთვის.

თუ მიიღეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება განვითარდეს გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, სისუსტე, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, წყურვილი, შარდვის დარღვევა, ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ნორმიდან გადაცდენა.

თუ პრეპარატის მიღების მომენტიდან არ არის გასული დიდი დრო, ექიმი დაგინიშნავთ კუჭის ამორეცხვას და აქტივირებულ ნახშირს. თუ თქვენი მდგომარეობა მოითხოვს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარებას, დაგენიშნებათ ორგანიზმში სითხისა და მარილების აღსადგენი და არტერიული წნევის დასარეგულირებელი პრეპარატების (მაგალითად, მარილოვანი და პლაზმის შემცვლელი ხსნარების) შეყვანა. მდგომარეობის დასტაბილურებამდე დარჩებით სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნული დოზით მიღების გრაფიკის შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® მიღება

თქვენი ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციას პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს, თუ რეკომენდებულ დროზე ადრე შეწყვიტავთ პრეპარატის მიღებას.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ უვითარდება ყველა პაციენტს.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღების ფონზე რომელიმე შემდეგი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში:

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

არტერიული წნევის დაცემა, შოკი, გონების დაკარგვა (ანაფილაქსიური რეაქციები);

მოწითალო, მრგვალი ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში. კანზე ასეთი მძიმე გამონაყარი შეიძლება განვითარდეს მაღალი ტემპერატურის ან გრიპის მსგავსი სიმპტომების ფონზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

ძლიერი ქოშინი, ცხელება, სისუსტე, ცნობიერების არევა (მწვავე რესპირატორული დისტრესს-სინდრომი);

კანის და ტუჩების არამელანომური კიბო;

მხედველობის მოულოდნელად დაქვეითება ან თვალების ტკივილი მაღალი თვალშიდა წნევის გამო, თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ეფუზია), მწვავე ახლომხედველობის ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები.

ეს არის ძალიან სერიოზული არასასურველი რეაქციები და მკურნალობის გარეშე შეიძლება იყოს ლეტალური.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® გამოყენებასთან

ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

ტკივილი მუცლის ზედა არეში;

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია);

გრანულოციტების რაოდენობის გამოხატული დაქვეითება (აგრანულოციტოზი);

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ერითროციტების დაშლა, ჰემოგლობინის დაქვეითება (ჰემოლიზური ანემია);

აპლასტიური ანემია;

ჭინჭრის ციება;

წვრილი სისხლჩაქევები კანსა და ლორწოვან გარსებზე (პურპურა);

ცხელება;

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ნეკროზს (მანეკროზებელი ანგიიტი);

სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გამწვავება;

გონების დაკარგვა (ჩვეულებრივ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას);

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

დაბუჟება, წვის შეგრძნება, ჩხვლეტა (პარესთეზია);

ძილიანობა;

ცნობიერების არევა;

დროებით არამკვეთრი მხედველობა;

საგნების ყვითელ ფერში დანახვა (ქსანტოფსია);

გულის რიტმის შემცირება (ბრადიკარდია);

არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

ფილტვების ანთება (ინტერსტიციული პნევმონია);

მადის დაქვეითება;

უმადობა, დაუძლურება (ანორექსია);

ფაღარათი (დიარეა);

შეკრულობა;

გულისრევა;

ღებინება;

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);

სანერწყვე ჯირკვლების ანთება (სიალოადენიტი);

სიყვითლე;

ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი);

კანის ქავილი;

კანზე გამონაყარი;

მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);

კუნთების სისუსტე (მაღალი დოზების გამოყენებისას);

თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

თირკმელების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი);

სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;

სისხლში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპონატრიემია);

სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოკალიემია);

სისხლში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია);

სისხლში კალციუმის შემცველობის მომატება (ჰიპერკალციემია);

სისხლში ქლორიდების დაქვეითებული შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება ან ღვიძლის კომა (ჰიპოქლორემიული ალკალოზი);

სისხლში შარდმჟავას მომატებული შემცველობა (ჰიპერურიკემია), რომლის უსიმპტომო მიმდინარეობა შეიძლება იწვევდეს პოდაგრის შეტევის პროვოცირებას;

სისხლსა (ჰიპერგლიკემია) და შარდში (გლუკოზურია) გლუკოზის შემცველობის მომატება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;

ფარული შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია;

სისხლში ლიპიდების (ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის) შემცველობის მომატება (პრეპარატის უფრო მაღალი დოზების მიღებისას);

დაღლილობა;

წყურვილი (პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ პირდაპირ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ. 1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-საიტი: http://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ~ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] @

ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.rceth.by" www.rceth.by

  • პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვი ვერ დაინახავს მას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.

პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში (ბლისტერი კოლოფში).

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში.

არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის (განადგურების) საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ჰიპოთიაზიდი® შეიცავს

ჰიპოთიაზიდი®, 25 მგ, ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ჰიპოთიაზიდი®, 100 მგ, ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება არის ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

პრეპარატ ჰიპოთიაზიდის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტები

25 მგ ტაბლეტები

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ ბრტყელ ტაბლეტებს გრავირებით ~H~ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

25 მგ-იანი 20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

100 მგ ტაბლეტები

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ ბრტყელ ტაბლეტებს გრავირებით ~H~ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

100 მგ-იანი 20 ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სანოფი-ავენტის პრაივატ კო. ლტდ.

ვაცის ქუჩა 133, შენობა E, სართული 3, 1138 ბუდაპეშტი, უნგრეთი

მწარმოებელი

ოპელლა ჰელსქეა უნგრეთი ლტდ., უნგრეთი

Opella Healthcare Hungary Ltd., Hungary

ლევაის ქუჩა 5, ვერესეგიჰაზი, 2112, უნგრეთი

მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაეგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

სს ~სანოფი რუსეთი~

მისამართი: 125009, ქ. მოსკოვი, ტვერის ქუჩა, 22

ტელეფონი: +7 (495) 721-14-00

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

შპს ~სვიქს ბიოფარმა~

მისამართი: 220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა 5, ოფისი 5/40

ტელეფონი: +375-17-329-0770

ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]

ჩანართის რედაქტირების თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

მოცემული პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო პორტალზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში ~ინტერნეტი~ http://eec.eaeunion.org/

თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე სწორია

მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა