ჰიდროქლორთიაზიდი, აქტიური ნივთიერება HCT G.L.-ში, არის წამალი, რომელიც ძირითადად შარდში მარილების გამოყოფის გაზრდას იწვევს, რითაც ზრდის შარდის ნაკადს. HCT G.L. გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ და ორგანიზმში სითხის დაგროვების ხელშესაშლელად, რაც თან სდევს გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებს. 2. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- G.L. Pharma GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, თიაზიდები
- ATC კოდი
- C03AA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036791
- რეგისტრირებულია
- 7 ნოემბერი 2022, მოქმედებს 7 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „სი ბი ეს ფარმა“
- GMP
- -
ეიჩსითი ჯი.ელ. 50მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიდროქლორთიაზიდი, აქტიური ნივთიერება HCT G.L.-ში, არის წამალი, რომელიც ძირითადად შარდში მარილების გამოყოფის გაზრდას იწვევს, რითაც ზრდის შარდის ნაკადს.
HCT G.L. გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ და ორგანიზმში სითხის დაგროვების ხელშესაშლელად, რაც თან სდევს გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებს.
- რა უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ მიიღებთ HCT G.L.?
HCT G.L. არ უნდა იქნას მიღებული
- თუ ალერგიული ხართ ჰიდროქლორთიაზიდის, ზოგადად თიაზიდური ტიპის მედიკამენტების, სულფონამიდების ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
- თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები.
- თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
- დაბალი არტერიული წნევისას 90 mmHg-ზე დაბლა სისტოლურად (ზედა მაჩვენებელი).
- სუსტი პულსისას 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში.
- მარილების (=ელექტროლიტების) ბალანსის დარღვევებისას.
- თუ გაწუხებთ პოდაგრა.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ექიმთან შეთანხმებით. თუ არ ხართ დარწმუნებული მოხმარების წესის ცოდნაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა:
სისხლის მაღალი წნევის დროს
მკურნალობის დასაწყისში, ჩვეულებრივ, ერთხელ ¼-დან ½ ტაბლეტამდე HCT G.L. (ექვივალენტურია 12,5-დან 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის) დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ არის ერთხელ ¼ ტაბლეტი HCT G.L. (12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
თუმცა, არაუმეტეს 2 ტაბლეტი HCT G.L. (100 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
შეშუპება (სხეულში სითხის დაგროვების გამორეცხვა გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებების შედეგად)
მკურნალობის დასაწყისში, ჩვეულებრივ, ერთხელ ½-დან 1 ტაბლეტამდე HCT G.L. (25-50 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
შემანარჩუნებელი დოზაა ½-დან 2 ტაბლეტამდე HCT G.L. (25-დან 100 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.

თუ სასურველი ეფექტი არ მოხდა, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მაღლა)
მკურნალობა ჩვეულებრივ ხდება ¼ ტაბლეტით HCT G.L. (ექვივალენტური 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის) დღეში და შემდეგ გრძელდება იგივე დოზით ან იზრდება ½ ტაბლეტამდე HCT G.L. (25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება არ იყოს საკმარისი. შემდეგ ექიმმა შეიძლება მოგცეთ 1 ტაბლეტამდე HCT G.L. (50 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
პაციენტები თირკმლის დისფუნქციით
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენს მდგომარეობაზე ადაპტირებულ უფრო დაბალ დოზას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ HCT G.L. -ის შეზღუდულ დოზას შესაბამისად.
გულის დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული წყლის შეკავება გულის კუნთის სისუსტის შედეგად (გულის მძიმე დეკომპენსაცია), HCT G.L. -ის მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენს მდგომარეობაზე მორგებულ დოზას.
გამოყენების ხანგრძლივობა
HCT G.L. გამოსადეგია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და სიმძიმეზე. გთხოვთ მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს.
ტაბლეტების გაყოფა
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
თანაბარ ნახევრად დაყოფა:
მოათავსეთ ტაბლეტი მყარ ზედაპირზე, მოხრილი მხარით ქვემოთ. შეგიძლიათ ტაბლეტი გაჭრათ შუაზე ორი საჩვენებელი თითის დაჭერით გაყოფის ხაზზე ისე, რომ ტაბლეტი 2 ნაწილად დაიყოს.
თქვენ შეგიძლიათ კიდევ გაყოთ ტაბლეტის ნახევრი, განახევრებული ტაბლეტების ხელახლა გასაყოფად ორივე საჩვენებელი თითის გამოყენებით.
დაყოფა თანაბარ მეოდხედ ნაწილებად:
მოათავსეთ ტაბლეტი მყარ ზედაპირზე, მოხრილი მხარით ქვემოთ. ტაბლეტზე ზეწოლა ხდება თითის წვერით ისე, რომ ტაბლეტი დაიყოს 4 ნაწილად. ტაბლეტის ცალკეული ნაწილები არ ხტება, რადგან ტაბლეტი თითით დაჭერილი რჩება გაყოფის პროცესში.
თქვენმა ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობისთვის და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
დოზირება არ უნდა შეიცვალოს თვითნებურად.
თუ თქვენ მიიღეთ მეტი HCT G.L. ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ბავშვი გადაყლაპავს რამდენიმე ტაბლეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს/გადაუდებელი დახმარების ექიმს.
მწვავე ან ქრონიკული დოზის გადაჭარბების კლინიკური სურათი დამოკიდებულია სითხისა და მარილის დაკარგვის ხარისხზე.
სითხისა და ნატრიუმის მკვეთრად დაკარგვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს წყურვილი, სისუსტე და თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი და კუნთების კრუნჩხვები (მაგ. კანჭის კრუნჩხვები), თავის ტკივილი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ზედმეტად სწრაფი წყლის გამოყოფის გამო და სისხლის მოცულობის დაქვეითება), ძილიანობა, მოძრაობის ნაკლებობა, დაბნეულობა და სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კალიუმის გადაჭარბებულმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კანის მგრძნობელობის შემცირება, დამბლა, ინდიფერენტულობა, მეტეორიზმი და ყაბზობა ან გულის არითმია. კალიუმის ძლიერმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაუვალობა ან ცნობიერების დაქვეითება კომამდე.
ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს რა ქმედებები უნდა მიიღოს დოზის გადაჭარბების სიმძიმის მიხედვით. შეინახეთ პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა გაარკვიოს თქვენ მიერ მიღებული აქტიური ნივთიერების გადაჭარბებული დოზა.
შენიშვნა ექიმისთვის: დოზის გადაჭარბების ზომები მითითებულია ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს.
თუ დაგავიწყდათ HCT G.L. -ის მიღება
თუ შეწყვეტთ HCT G.L. -ის მიღება საუზმის ან დღის პირველი ჭამის შემდეგ, შეგიძლიათ ის მოგვიანებით, ჭამის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ. თუ მთელი დღე არ მიგიღიათ, მიიღეთ ჩვეული დოზა მეორე დილით, როგორც ყოველთვის.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ HCT G.L. -ის მიღებას
HCT G.L. გამოსადეგია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა ან დასრულება, გთხოვთ, პირველ რიგში მიმართოთ ექიმს.
HCT G.L. -ით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მიღება ეტაპობრივად უნდა შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზირების შესაბამისად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირად (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს)
- კალიუმის გაზრდილი დაკარგვა, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას და სისხლში ლიპიდების მომატება*
ხანდახან (შეიძლება დაემართოს 100-დან 1 ადამიანს)
- ნატრიუმის და მაგნიუმის მომატებული დაკარგვა, შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში*
- მხედველობის დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში
- არტერიული წნევის დაქვეითება წოლიდან დგომაზე გადასვლისას, რაც შეიძლება გამწვავდეს ალკოჰოლის, საანესთეზიო ან სედატიური საშუალებების გამოყენებისას.
- მადის დაკარგვა, მსუბუქი გულისრევა და ღებინება
- ჭინჭრის ციება და კანის სხვა გამონაყარი
- იმპოტენცია
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ზოგჯერ გამონაყართან ერთად
- სისხლში კალციუმის და შაქრის კონცენტრაციის მომატება, შარდში შაქრის გამოყოფა, მეტაბოლური მდგომარეობის გაუარესება დიაბეტიკებში*
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან გაბრუება, ძილის პრობლემები, დეპრესია და ფიზიკური დისკომფორტი, როგორიცაა ჩხვლეტა ან დაბუჟება
- გულის არითმიები
- მუცლის მიდამოში დისკომფორტი, ყაბზობა, დიარეა და კუჭ-ნაწლავის სხვა ჩივილები
- ღვიძლში ნაღვლის შეგუბება ან სიყვითლე
- შუქზე მგრძნობელობა კანზე გამონაყარის გაჩენით სინათლის ზემოქმედების შემდეგ
ძალიან იშვიათი (შეიძლება დააზიანოს 10000-დან 1-მდე ადამიანი)
- სანერწყვე ჯირკვლების ანთება
- სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა ქლორიდის იონების გაზრდილი დაკარგვის გამო*
- მწვავე დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა (გლაუკომის სპეციალური ტიპი)
- სისხლძარღვების კედლების მძიმე ანთება
- სუნთქვის გაძნელება პნევმონიის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით
- პანკრეასის ანთება
- სიცოცხლისთვის საშიში კანის აქერცვლა და ბუშტუკები, წითელი მგლურას მსგავსი რეაქციები (შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები) და ჩამცხრალი წითელი მგლურას რეციდივი (იხ. აგრეთვე ნაწილი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები")
- თირკმლის ანთება
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ცხელება, ცირკულატორული შოკი და კანის მძიმე ცვლილებები კანის სიწითლით, ბუშტუკებით და აქერცვლებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- წყლისა და მარილის დისბალანსის ნიშნები შეიძლება იყოს: პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ინდიფერენტულობა, ძილიანობა, მოუსვენრობა, ქოშინი, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები, კრუნჩხვები, შარდვის დაქვეითება, დაბალი წნევა, ქავილი, ძილის გაძნელება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ცნობილი არ არის (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
- კანისა და ტუჩის კიბო (კანის თეთრი კიბო)
- მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში (თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები - ქოროიდული გამონაჟონი)
სიფრთხილის ზომები
HCT G.L.-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თირკმელების ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ ქვემოთ და/ან შრატის კრეატინინი 1.8 მგ/100 მლ-ზე ზემოთ) - HCT G.L. არაეფექტურია. HCT G.L. მავნებელია ამ დროს, რადგან შეიძლება მოხდეს თირკმელების ფუნქციის შემდგომი დაზიანება.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კანის კიბო:
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი კანი ახალ დაზიანებებზე და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს კანის მოულოდნელი დაზიანება გაგიჩნდებათ.
ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა, მაღალი დოზებით გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი სახის კანისა და ტუჩის კიბოს (თეთრი კანის კიბო) განვითარების რისკი.
მაქსიმალურად მოერიდეთ მზის ზემოქმედებას და ულტრაიისფერ სხივებს ან გამოიყენეთ შესაბამისი მზისგან დამცავი HCT G.L-ის გამოყენებისას.
- თუ გაქვთ მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალში წნევის მომატება და შეიძლება მოხდეს HCT G.L-ის მიღებიდან რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე.
HCT G.L.-ით მკურნალობამ შეიძლება სისხლში მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვიოს. ასეთი დეფიციტის ნიშნებია ზოგადი სისუსტე, გაღიზიანება, დეპრესია, ინდიფერენტულობა, ხელების კანკალი და არარეგულარული გულისცემა.
საჭიროა რომ თქვენმა ექიმმა გულმოდგინედ შეგამოწმოთ, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება:
- თავის ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევა (მაგ. კალცინირებული სისხლძარღვების გამო);
- კორონარული არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზის გამო (გულის კორონარული დაავადება);
- Diabetes mellitus (შაქრიანი დიაბეტი): შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია;
- თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ),
შრატის კრეატინინი 1,1-1,8 მგ/100 მლ);
- შეზღუდული ღვიძლის ფუნქცია.
მკურნალობა უნდა შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რომელიც არ შეიძლება გამოსწორდეს თერაპიულად;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა დაქვეითებული არტერიული წნევით, წოლიდან დგომაზე გადასვლისას (ორთოსტატული რეგულირების დარღვევები);
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
- გამოხატული კუჭ-ნაწლავის ჩივილები;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები;
- პანკრეასის ანთება;
- სისხლის სურათის ცვლილებები (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია);
- ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება;
- სისხლძარღვთა ანთების წარმოქმნა;
- არსებული ახლომხედველობის გაუარესება;
- თირკმლის მძიმე დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, შესაბამისად შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 1,8 მგ/100 მლ-ზე მეტი).
შარდმდენი საშუალებების ქრონიკულმა გამოყენებამ, როგორიცაა HCT G.L., შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული ფსევდო-ბარტერის/Pseudo-Bartter სინდრომი სხეულის ქსოვილში წყლის დაგროვებით (შეშუპება).
თუ იყენებთ HCT G.L.-ს ხანგრძლივად თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული უნდa იყოს რეგულარული სისხლის ანალიზები (სისხლის ელექტროლიტები, თირკმელების მაჩვენებლები, სისხლში ლიპიდები, შარდმჟავა და სისხლში შაქარი). გთხოვთ, დაიცვათ ეს კონტროლი.
HCT G.L. -ით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს კალიუმის დაკარგვის გაზრდა.
ამიტომ რეკომენდირებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება (მაგ. ბანანი, ბოსტნეული, თხილი) და უზრუნველყოთ საკმარისი სითხის დალევა. კალიუმის დანაკარგები შეიძლება შემცირდეს ან თავიდან იქნეს აცილებული ეგრეთ წოდებული კალიუმის შემნახველი დიურეტიკებით (შარდმდენი საშუალებები) ერთდროული მკურნალობით.
კალიუმის დეფიციტის ნიშნებია კუნთების სისუსტე, ყაბზობა, გაზრდილი შარდის გამოყოფა, წყურვილი და გულის არითმია.
თუ გაქვთ „Morbus Addison“/ადისონის დაავადება (კორტიზონის დეფიციტით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება, რომელსაც ასევე „ბრინჯაოს დაავადებას“ უწოდებენ), HCT G.L. არ არის რეკომენდებული.
HCT G.L.-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. "სისტემური წითელი მგლურა/Lupus erythematodes", აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხშირად იწყება ცხელებით, დაღლილობით და მზის სხივებისადმი მგრძნობელობის გამოხატვით.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, გთხოვთ, განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან.
პრეპარატ HCT G.L. -ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები დოპინგ-კონტროლში.
ბავშვები და ახალგაზრდები
პრეპარატ HCT G.L. -ის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში 18 წლის ქვემოთ არ არის რეკომენდებული.
HCT G.L.-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
HCT G.L.-ის და შემდეგი პრეპარატების ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული:
- შარდმდენი, კალიუმის გამომყოფი პრეპარატები (მაგ. ფუროსემიდი), გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰორმონების ბალანსზე (გლუკოკორტიკოიდები, ACTH), კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების წყლულების სამკურნალოდ), გარკვეული ანტიბიოტიკები (პენიცილინი G, ამფოტერიცინი B), გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (სალიცილატები), საფაღარათო საშუალებები:
გაზრდილი კალიუმის დანაკარგი შეიძლება გამოწვეული იყოს HCT G.L-თან ერთად ამ წამლების ერთდროული გამოყენებით.
- ლითიუმი:
HCT G.L.-ის და ლითიუმის ერთდროული მიღება იწვევს ლითიუმის გამოყოფის შემცირებას, რაც ზრდის ლითიუმის გვერდით ეფექტებს.
HCT G.L.-ის და შემდეგი მედიკამენტების ერთდროული მიღების დროს სიფრთხილეა რეკომენდებული:
- სხვა დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები (მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე), ნიტრატები და სხვა ვაზოდილატაციური პრეპარატები, ბარბიტურატები (გარკვეული საძილე აბები), ფენოთიაზინის ტიპის ფსიქოტროპული საშუალებები (გარკვეული დამამშვიდებლები), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (განწყობის ამაღლების გარკვეული მედიკამენტები დეპრესიისთვის), ალკოჰოლი:
HCT G.L-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაუარესდეს ამ მედიკამენტების მიღებისას ალკოჰოლთან ერთად.
- ACE ინჰიბიტორები:
ACE ინჰიბიტორების (წამლები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) დამატებითი მიღებისას HCT G.L-ით მკურნალობის დროს არსებობს მკურნალობის დაწყებისას არტერიული წნევის მასიური ვარდნის და თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკი. მკურნალობა HCT G.L.-ით ამიტომ უნდა შეწყდეს ACE ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, რათა შემცირდეს არტერიული წნევის გადაჭარბებული დაცემის შესაძლებლობა მკურნალობის დაწყებისას.
- ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან (= NSARs შესაბამისად NSAIDs; როგორიცაა მაგ. Indometacin, Acetylsalicyls-მჟავები, Diclofenac):
ამან შეიძლება გამოიწვიოს HCT G.L. -ის ჰიპოტენზიური და შარდმდენი ეფექტი. თუ თქვენ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას (ან მონათესავე მედიკამენტებს) მაღალი დოზებით სიცხის ან ტკივილის დროს, ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პაციენტებში, რომლებშიც HCT G.L. -ით მკურნალობის დროს ვითარდება სისხლის მოცულობის დეფიციტი (ჰიპოვოლემია), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- ბეტა რეცეპტორების ბლოკატორები:
თუ HCT G.L. და ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები (მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებს გულზე) ერთდროულად მიიღება, არსებობს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის გაჩენის გაზრდილი რისკი.
- ინსულინი და სხვა მედიკამენტები დიაბეტის სამკურნალოდ, შარდმჟავას შესამცირებელი მედიკამენტები, ნორადრენალინი და ადრენალინი:
მათთან ერთად HCT G.L.-ის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ამ აქტიური ნივთიერებების ეფექტურობა.
- გულის გლიკოზიდები:
გულის სიმძლავრის გამაძლიერებლით ერთდროული მკურნალობისას, რომლებიც შეიცავს ე.წ. გულის გლიკოზიდებს (digitalis), ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ HCT G.L.-ით მკურნალობისას განვითარებული კალიუმის და/ან მაგნიუმის დეფიციტის დროს გაზრდილია გულის მგრძნობელობა გულის გლიკოზიდების მიმართ და შესაბამისად იზრდება გულის გლიკოზიდების ეფექტი და გვერდითი მოვლენები.
- კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (ციტოსტატიკები):
ციტოსტატიკებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, ფლუოროურაცილი ან მეთოტრექსატი, მოსალოდნელია ძვლის ტვინის დამაზიანებელი ეფექტების გაზრდა, კერძოდ, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია).
- Curare- Typ მიორელაქსანტები:
Curare- Typ მიორელაქსანტები, რომლებიც შეყვანილია გარკვეულ ოპერაციებში, შეიძლება HCT G.L.-ით გაძლიერდეს ან გაფართოვდეს. ამიტომ, მომავალი ოპერაციების შემთხვევაში, აცნობეთ ანესთეზიოლოგს HCT G.L.-ით მკურნალობის შესახებ.
- მედიკამენტები სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად:
ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება ამცირებს HCT G.L-ის შეწოვას.
- მეთილდოპა:
მეთილდოპას (წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ) ერთდროული გამოიყენებისას ხანდახან ფიქსირდება სისხლის წითელი უჯრედების გადარჩენის შემცირებული დრო (ჰემოლიზი).
HCT G.L.-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გადაყლაპეთ საუზმეზე ან დღის პირველ კვებაზე სითხის მიყოლებით ყოველთვის მთლიანი, დაუღეჭავი ტაბლეტები.
HCT G.L-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ერთდროული მოხმარებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ. უმეტეს შემთხვევაში, თქვენი ექიმი გირჩევთ მიიღოთ სხვა წამალი, რადგან HCT G.L. არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ HCT G.L. -ს ორსულობის მესამე თვის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად მავნე ზეგავლენა მუცლად მყოფ ბავშვზე.
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ თუ აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. HCT G.L. არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს რეაგირების უნარზე და მანქანის მართვის უნარზე.
მაღალი წნევის მკურნალობა ამ წამლით მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს. საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის, მანქანების მართვის ან უსაფრთხო მუშაობის უნარი მხარდაჭერის გარეშე შეიძლება დაქვეითდეს ინდივიდუალურად განვითარებული სხვადასხვა რეაქციების გამო. ეს უფრო მეტად ეხება შემდეგ პერიოდებს: მკურნალობის დასაწყისს, დოზის გაზრდას და პრეპარატების შეცვლას, ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებას.
HCT G.L. შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ, მიიღოთ HCT G.L. მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა.
HCT გ.ლ. შეიცავს ყვითელ ნარინჯისფერ S-ს/საკვები სარებავი (E 110)
ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
HCT გ.ლ. შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის არსებითად არის "ნატრიუმისგან თავისუფალი".
გვერდითი მოვლენები
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
ტრაიზენგასე-ს 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
http://www.basg.gv.at/
- როგორ უნდა შეინახოთ HCT G.L.?
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით გარემოს დაცვაში გვეხმარებით.
ჭარბი დოზა
ინტოქსიკაციების თერაპია
თუ არსებობს დოზის გადაჭარბების ნიშნები, ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ იგი მიღებულ იქნა მხოლოდ მცირე ხნის წინ, საჭიროა საწამლავის პირველადი აღმოფხვრის ღონისძიებების (გამოწვეული ღებინება, კუჭის ამორეცხვა) ან შეწოვის შემცირების ზომების (სამკურნალო ნახშირი) მიღება, რაც ჰიდროქლორთიაზიდის სისტემურ შეწოვას ამცირებს.
გარდა სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგისა, უნდა ჩატარდეს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, სისხლში შაქრისა და შარდის ნივთიერებების არაერთგზის შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში დარღვევები გამოსწორდეს.
თერაპიული ზომები
- ჰიპოვოლემიის შემთხვევაში: ჩანაცვლებითი ინფუზიური თერაპია
- ჰიპოკალიემიის შემთხვევაში: კალიუმის დანამატები.
- სისხლის მიმოქცევის კოლაფსის შემთხვევაში: შოკის პოზიციონირება, საჭიროების შემთხვევაში შოკის თერაპია.
- 2021/65 Gl34410
GEROT ლანახი
Druckhaus Stainz GmbH/შპს
HCT G.L. 50 მგ ტაბლეტები – GI 34410
მე-2 ანაბეჭდი: 05.05.2021, შრიფტის ზომა: 8 pt.
ფორმატი: 14,8 x 42,0 სმ - მარიო კაუფმანი
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა ჰიდროქლორთიაზიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი A ტიპის, ყვითელი-ნარინჯისფერი S/საკვები საღებავი (E 110), მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
როგორ გამოიყურება HCT G.L. და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ატმის ფერის, ოთხად გაყოფილი, ჯვარედინი გამყოფის მქონე ტაბლეტები წარწერის გარეშე.
შეფუთვის ზომები: 10 და 30 ცალი.
ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი
G.L. Pharma GmbH/შპს, 8502 ლანახი
რეგისტრაციის ნომერი: 1-27253
ეს ინსტრუქცია ბოლოს 2020 წლის მაისში შესწორდა.
- ------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია პაციენტებისთვის
- ----------------------------------------------------------------------------------------------------
HCT G.L. 50mg -ტაბლეტები
- ----------------------------------------------------------------------------------------------------
აქტიური ნივთიერება: ჰიდროქლორთიაზიდი
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, სანამ ამ პრეპარატის მიღებას დაიწყებთ, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ, როგორც თქვენ.
- თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მონაკვეთი 4.
შინაარსი
- რა არის HCT G.L. და რისთვის გამოიყენება ის?
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ მიიღებთ HCT G.L.?
- როგორ უნდა მიიღოთ HCT G.L.?
- რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?
- როგორ უნდა შეინახოთ HCT G.L.?
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის HCT G.L. და რისთვის გამოიყენება ის?
ჰიდროქლორთიაზიდი, აქტიური ნივთიერება HCT G.L.-ში, არის წამალი, რომელიც ძირითადად შარდში მარილების გამოყოფის გაზრდას იწვევს, რითაც ზრდის შარდის ნაკადს.
HCT G.L. გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ და ორგანიზმში სითხის დაგროვების ხელშესაშლელად, რაც თან სდევს გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებს.
- რა უნდა მიაქციოთ ყურადღება სანამ მიიღებთ HCT G.L.?
HCT G.L. არ უნდა იქნას მიღებული
- თუ ალერგიული ხართ ჰიდროქლორთიაზიდის, ზოგადად თიაზიდური ტიპის მედიკამენტების, სულფონამიდების ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
- თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევები.
- თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
- დაბალი არტერიული წნევისას 90 mmHg-ზე დაბლა სისტოლურად (ზედა მაჩვენებელი).
- სუსტი პულსისას 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში.
- მარილების (=ელექტროლიტების) ბალანსის დარღვევებისას.
- თუ გაწუხებთ პოდაგრა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
HCT G.L.-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თირკმელების ფუნქციური დარღვევების შემთხვევაში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ ქვემოთ და/ან შრატის კრეატინინი 1.8 მგ/100 მლ-ზე ზემოთ) - HCT G.L. არაეფექტურია. HCT G.L. მავნებელია ამ დროს, რადგან შეიძლება მოხდეს თირკმელების ფუნქციის შემდგომი დაზიანება.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კანის კიბო:
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი კანი ახალ დაზიანებებზე და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს კანის მოულოდნელი დაზიანება გაგიჩნდებათ.
ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა, მაღალი დოზებით გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი სახის კანისა და ტუჩის კიბოს (თეთრი კანის კიბო) განვითარების რისკი.
მაქსიმალურად მოერიდეთ მზის ზემოქმედებას და ულტრაიისფერ სხივებს ან გამოიყენეთ შესაბამისი მზისგან დამცავი HCT G.L-ის გამოყენებისას.
- თუ გაქვთ მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალში წნევის მომატება და შეიძლება მოხდეს HCT G.L-ის მიღებიდან რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე.
HCT G.L.-ით მკურნალობამ შეიძლება სისხლში მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვიოს. ასეთი დეფიციტის ნიშნებია ზოგადი სისუსტე, გაღიზიანება, დეპრესია, ინდიფერენტულობა, ხელების კანკალი და არარეგულარული გულისცემა.
საჭიროა რომ თქვენმა ექიმმა გულმოდგინედ შეგამოწმოთ, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება:
- თავის ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევა (მაგ. კალცინირებული სისხლძარღვების გამო);
- კორონარული არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზის გამო (გულის კორონარული დაავადება);
- Diabetes mellitus (შაქრიანი დიაბეტი): შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია;
- თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ),
შრატის კრეატინინი 1,1-1,8 მგ/100 მლ);
- შეზღუდული ღვიძლის ფუნქცია.
მკურნალობა უნდა შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რომელიც არ შეიძლება გამოსწორდეს თერაპიულად;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა დაქვეითებული არტერიული წნევით, წოლიდან დგომაზე გადასვლისას (ორთოსტატული რეგულირების დარღვევები);
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
- გამოხატული კუჭ-ნაწლავის ჩივილები;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები;
- პანკრეასის ანთება;
- სისხლის სურათის ცვლილებები (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია);
- ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება;
- სისხლძარღვთა ანთების წარმოქმნა;
- არსებული ახლომხედველობის გაუარესება;
- თირკმლის მძიმე დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, შესაბამისად შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 1,8 მგ/100 მლ-ზე მეტი).
შარდმდენი საშუალებების ქრონიკულმა გამოყენებამ, როგორიცაა HCT G.L., შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული ფსევდო-ბარტერის/Pseudo-Bartter სინდრომი სხეულის ქსოვილში წყლის დაგროვებით (შეშუპება).
თუ იყენებთ HCT G.L.-ს ხანგრძლივად თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული უნდa იყოს რეგულარული სისხლის ანალიზები (სისხლის ელექტროლიტები, თირკმელების მაჩვენებლები, სისხლში ლიპიდები, შარდმჟავა და სისხლში შაქარი). გთხოვთ, დაიცვათ ეს კონტროლი.
HCT G.L. -ით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს კალიუმის დაკარგვის გაზრდა.
ამიტომ რეკომენდირებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება (მაგ. ბანანი, ბოსტნეული, თხილი) და უზრუნველყოთ საკმარისი სითხის დალევა. კალიუმის დანაკარგები შეიძლება შემცირდეს ან თავიდან იქნეს აცილებული ეგრეთ წოდებული კალიუმის შემნახველი დიურეტიკებით (შარდმდენი საშუალებები) ერთდროული მკურნალობით.
კალიუმის დეფიციტის ნიშნებია კუნთების სისუსტე, ყაბზობა, გაზრდილი შარდის გამოყოფა, წყურვილი და გულის არითმია.
თუ გაქვთ „Morbus Addison“/ადისონის დაავადება (კორტიზონის დეფიციტით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება, რომელსაც ასევე „ბრინჯაოს დაავადებას“ უწოდებენ), HCT G.L. არ არის რეკომენდებული.
HCT G.L.-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. "სისტემური წითელი მგლურა/Lupus erythematodes", აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხშირად იწყება ცხელებით, დაღლილობით და მზის სხივებისადმი მგრძნობელობის გამოხატვით.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, გთხოვთ, განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან.
პრეპარატ HCT G.L. -ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები დოპინგ-კონტროლში.
ბავშვები და ახალგაზრდები
პრეპარატ HCT G.L. -ის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში 18 წლის ქვემოთ არ არის რეკომენდებული.
HCT G.L.-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
HCT G.L.-ის და შემდეგი პრეპარატების ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული:
- შარდმდენი, კალიუმის გამომყოფი პრეპარატები (მაგ. ფუროსემიდი), გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰორმონების ბალანსზე (გლუკოკორტიკოიდები, ACTH), კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების წყლულების სამკურნალოდ), გარკვეული ანტიბიოტიკები (პენიცილინი G, ამფოტერიცინი B), გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (სალიცილატები), საფაღარათო საშუალებები:
გაზრდილი კალიუმის დანაკარგი შეიძლება გამოწვეული იყოს HCT G.L-თან ერთად ამ წამლების ერთდროული გამოყენებით.
- ლითიუმი:
HCT G.L.-ის და ლითიუმის ერთდროული მიღება იწვევს ლითიუმის გამოყოფის შემცირებას, რაც ზრდის ლითიუმის გვერდით ეფექტებს.
HCT G.L.-ის და შემდეგი მედიკამენტების ერთდროული მიღების დროს სიფრთხილეა რეკომენდებული:
- სხვა დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები (მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე), ნიტრატები და სხვა ვაზოდილატაციური პრეპარატები, ბარბიტურატები (გარკვეული საძილე აბები), ფენოთიაზინის ტიპის ფსიქოტროპული საშუალებები (გარკვეული დამამშვიდებლები), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (განწყობის ამაღლების გარკვეული მედიკამენტები დეპრესიისთვის), ალკოჰოლი:
HCT G.L-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაუარესდეს ამ მედიკამენტების მიღებისას ალკოჰოლთან ერთად.
- ACE ინჰიბიტორები:
ACE ინჰიბიტორების (წამლები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) დამატებითი მიღებისას HCT G.L-ით მკურნალობის დროს არსებობს მკურნალობის დაწყებისას არტერიული წნევის მასიური ვარდნის და თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკი. მკურნალობა HCT G.L.-ით ამიტომ უნდა შეწყდეს ACE ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, რათა შემცირდეს არტერიული წნევის გადაჭარბებული დაცემის შესაძლებლობა მკურნალობის დაწყებისას.
- ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან (= NSARs შესაბამისად NSAIDs; როგორიცაა მაგ. Indometacin, Acetylsalicyls-მჟავები, Diclofenac):
ამან შეიძლება გამოიწვიოს HCT G.L. -ის ჰიპოტენზიური და შარდმდენი ეფექტი. თუ თქვენ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას (ან მონათესავე მედიკამენტებს) მაღალი დოზებით სიცხის ან ტკივილის დროს, ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პაციენტებში, რომლებშიც HCT G.L. -ით მკურნალობის დროს ვითარდება სისხლის მოცულობის დეფიციტი (ჰიპოვოლემია), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
- ბეტა რეცეპტორების ბლოკატორები:
თუ HCT G.L. და ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები (მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებს გულზე) ერთდროულად მიიღება, არსებობს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის გაჩენის გაზრდილი რისკი.
- ინსულინი და სხვა მედიკამენტები დიაბეტის სამკურნალოდ, შარდმჟავას შესამცირებელი მედიკამენტები, ნორადრენალინი და ადრენალინი:
მათთან ერთად HCT G.L.-ის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ამ აქტიური ნივთიერებების ეფექტურობა.
- გულის გლიკოზიდები:
გულის სიმძლავრის გამაძლიერებლით ერთდროული მკურნალობისას, რომლებიც შეიცავს ე.წ. გულის გლიკოზიდებს (digitalis), ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ HCT G.L.-ით მკურნალობისას განვითარებული კალიუმის და/ან მაგნიუმის დეფიციტის დროს გაზრდილია გულის მგრძნობელობა გულის გლიკოზიდების მიმართ და შესაბამისად იზრდება გულის გლიკოზიდების ეფექტი და გვერდითი მოვლენები.
- კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (ციტოსტატიკები):
ციტოსტატიკებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, ფლუოროურაცილი ან მეთოტრექსატი, მოსალოდნელია ძვლის ტვინის დამაზიანებელი ეფექტების გაზრდა, კერძოდ, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია).
- Curare- Typ მიორელაქსანტები:
Curare- Typ მიორელაქსანტები, რომლებიც შეყვანილია გარკვეულ ოპერაციებში, შეიძლება HCT G.L.-ით გაძლიერდეს ან გაფართოვდეს. ამიტომ, მომავალი ოპერაციების შემთხვევაში, აცნობეთ ანესთეზიოლოგს HCT G.L.-ით მკურნალობის შესახებ.
- მედიკამენტები სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად:
ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება ამცირებს HCT G.L-ის შეწოვას.
- მეთილდოპა:
მეთილდოპას (წამალი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ) ერთდროული გამოიყენებისას ხანდახან ფიქსირდება სისხლის წითელი უჯრედების გადარჩენის შემცირებული დრო (ჰემოლიზი).
HCT G.L.-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გადაყლაპეთ საუზმეზე ან დღის პირველ კვებაზე სითხის მიყოლებით ყოველთვის მთლიანი, დაუღეჭავი ტაბლეტები.
HCT G.L-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ერთდროული მოხმარებით.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ. უმეტეს შემთხვევაში, თქვენი ექიმი გირჩევთ მიიღოთ სხვა წამალი, რადგან HCT G.L. არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ HCT G.L. -ს ორსულობის მესამე თვის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად მავნე ზეგავლენა მუცლად მყოფ ბავშვზე.
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ თუ აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. HCT G.L. არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს რეაგირების უნარზე და მანქანის მართვის უნარზე.
მაღალი წნევის მკურნალობა ამ წამლით მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს. საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის, მანქანების მართვის ან უსაფრთხო მუშაობის უნარი მხარდაჭერის გარეშე შეიძლება დაქვეითდეს ინდივიდუალურად განვითარებული სხვადასხვა რეაქციების გამო. ეს უფრო მეტად ეხება შემდეგ პერიოდებს: მკურნალობის დასაწყისს, დოზის გაზრდას და პრეპარატების შეცვლას, ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებას.
HCT G.L. შეიცავს ლაქტოზას
გთხოვთ, მიიღოთ HCT G.L. მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა.
HCT გ.ლ. შეიცავს ყვითელ ნარინჯისფერ S-ს/საკვები სარებავი (E 110)
ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
HCT გ.ლ. შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის არსებითად არის "ნატრიუმისგან თავისუფალი".
- როგორ უნდა მიიღოთ HCT G.L.?
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ექიმთან შეთანხმებით. თუ არ ხართ დარწმუნებული მოხმარების წესის ცოდნაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა:
სისხლის მაღალი წნევის დროს
მკურნალობის დასაწყისში, ჩვეულებრივ, ერთხელ ¼-დან ½ ტაბლეტამდე HCT G.L. (ექვივალენტურია 12,5-დან 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის) დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ არის ერთხელ ¼ ტაბლეტი HCT G.L. (12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
თუმცა, არაუმეტეს 2 ტაბლეტი HCT G.L. (100 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
შეშუპება (სხეულში სითხის დაგროვების გამორეცხვა გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებების შედეგად)
მკურნალობის დასაწყისში, ჩვეულებრივ, ერთხელ ½-დან 1 ტაბლეტამდე HCT G.L. (25-50 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
შემანარჩუნებელი დოზაა ½-დან 2 ტაბლეტამდე HCT G.L. (25-დან 100 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
თუმცა, არაუმეტეს 2 ტაბლეტი HCT G.L. (100 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
თუ სასურველი ეფექტი არ მოხდა, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მაღლა)
მკურნალობა ჩვეულებრივ ხდება ¼ ტაბლეტით HCT G.L. (ექვივალენტური 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის) დღეში და შემდეგ გრძელდება იგივე დოზით ან იზრდება ½ ტაბლეტამდე HCT G.L. (25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება არ იყოს საკმარისი. შემდეგ ექიმმა შეიძლება მოგცეთ 1 ტაბლეტამდე HCT G.L. (50 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტი) დღეში.
პაციენტები თირკმლის დისფუნქციით
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენს მდგომარეობაზე ადაპტირებულ უფრო დაბალ დოზას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ HCT G.L. -ის შეზღუდულ დოზას შესაბამისად.
გულის დაავადების მქონე პაციენტები
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული წყლის შეკავება გულის კუნთის სისუსტის შედეგად (გულის მძიმე დეკომპენსაცია), HCT G.L. -ის მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენს მდგომარეობაზე მორგებულ დოზას.
გამოყენების ხანგრძლივობა
HCT G.L. გამოსადეგია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და სიმძიმეზე. გთხოვთ მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს.
ტაბლეტების გაყოფა
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
თანაბარ ნახევრად დაყოფა:
მოათავსეთ ტაბლეტი მყარ ზედაპირზე, მოხრილი მხარით ქვემოთ. შეგიძლიათ ტაბლეტი გაჭრათ შუაზე ორი საჩვენებელი თითის დაჭერით გაყოფის ხაზზე ისე, რომ ტაბლეტი 2 ნაწილად დაიყოს.
თქვენ შეგიძლიათ კიდევ გაყოთ ტაბლეტის ნახევრი, განახევრებული ტაბლეტების ხელახლა გასაყოფად ორივე საჩვენებელი თითის გამოყენებით.
დაყოფა თანაბარ მეოდხედ ნაწილებად:
მოათავსეთ ტაბლეტი მყარ ზედაპირზე, მოხრილი მხარით ქვემოთ. ტაბლეტზე ზეწოლა ხდება თითის წვერით ისე, რომ ტაბლეტი დაიყოს 4 ნაწილად. ტაბლეტის ცალკეული ნაწილები არ ხტება, რადგან ტაბლეტი თითით დაჭერილი რჩება გაყოფის პროცესში.
თქვენმა ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობისთვის და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
დოზირება არ უნდა შეიცვალოს თვითნებურად.
თუ თქვენ მიიღეთ მეტი HCT G.L. ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ბავშვი გადაყლაპავს რამდენიმე ტაბლეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს/გადაუდებელი დახმარების ექიმს.
მწვავე ან ქრონიკული დოზის გადაჭარბების კლინიკური სურათი დამოკიდებულია სითხისა და მარილის დაკარგვის ხარისხზე.
სითხისა და ნატრიუმის მკვეთრად დაკარგვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს წყურვილი, სისუსტე და თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი და კუნთების კრუნჩხვები (მაგ. კანჭის კრუნჩხვები), თავის ტკივილი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ზედმეტად სწრაფი წყლის გამოყოფის გამო და სისხლის მოცულობის დაქვეითება), ძილიანობა, მოძრაობის ნაკლებობა, დაბნეულობა და სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კალიუმის გადაჭარბებულმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების სისუსტე, კანის მგრძნობელობის შემცირება, დამბლა, ინდიფერენტულობა, მეტეორიზმი და ყაბზობა ან გულის არითმია. კალიუმის ძლიერმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაუვალობა ან ცნობიერების დაქვეითება კომამდე.
ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს რა ქმედებები უნდა მიიღოს დოზის გადაჭარბების სიმძიმის მიხედვით. შეინახეთ პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა გაარკვიოს თქვენ მიერ მიღებული აქტიური ნივთიერების გადაჭარბებული დოზა.
შენიშვნა ექიმისთვის: დოზის გადაჭარბების ზომები მითითებულია ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს.
თუ დაგავიწყდათ HCT G.L. -ის მიღება
თუ შეწყვეტთ HCT G.L. -ის მიღება საუზმის ან დღის პირველი ჭამის შემდეგ, შეგიძლიათ ის მოგვიანებით, ჭამის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ. თუ მთელი დღე არ მიგიღიათ, მიიღეთ ჩვეული დოზა მეორე დილით, როგორც ყოველთვის.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ HCT G.L. -ის მიღებას
HCT G.L. გამოსადეგია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა ან დასრულება, გთხოვთ, პირველ რიგში მიმართოთ ექიმს.
HCT G.L. -ით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მიღება ეტაპობრივად უნდა შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზირების შესაბამისად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირად (შეიძლება დაემართოს 10-დან 1 ადამიანს)
- კალიუმის გაზრდილი დაკარგვა, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას და სისხლში ლიპიდების მომატება*
ხანდახან (შეიძლება დაემართოს 100-დან 1 ადამიანს)
- ნატრიუმის და მაგნიუმის მომატებული დაკარგვა, შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში*
- მხედველობის დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში
- არტერიული წნევის დაქვეითება წოლიდან დგომაზე გადასვლისას, რაც შეიძლება გამწვავდეს ალკოჰოლის, საანესთეზიო ან სედატიური საშუალებების გამოყენებისას.
- მადის დაკარგვა, მსუბუქი გულისრევა და ღებინება
- ჭინჭრის ციება და კანის სხვა გამონაყარი
- იმპოტენცია
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს)
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ზოგჯერ გამონაყართან ერთად
- სისხლში კალციუმის და შაქრის კონცენტრაციის მომატება, შარდში შაქრის გამოყოფა, მეტაბოლური მდგომარეობის გაუარესება დიაბეტიკებში*
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან გაბრუება, ძილის პრობლემები, დეპრესია და ფიზიკური დისკომფორტი, როგორიცაა ჩხვლეტა ან დაბუჟება
- გულის არითმიები
- მუცლის მიდამოში დისკომფორტი, ყაბზობა, დიარეა და კუჭ-ნაწლავის სხვა ჩივილები
- ღვიძლში ნაღვლის შეგუბება ან სიყვითლე
- შუქზე მგრძნობელობა კანზე გამონაყარის გაჩენით სინათლის ზემოქმედების შემდეგ
ძალიან იშვიათი (შეიძლება დააზიანოს 10000-დან 1-მდე ადამიანი)
- სანერწყვე ჯირკვლების ანთება
- სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა ქლორიდის იონების გაზრდილი დაკარგვის გამო*
- მწვავე დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა (გლაუკომის სპეციალური ტიპი)
- სისხლძარღვების კედლების მძიმე ანთება
- სუნთქვის გაძნელება პნევმონიის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით
- პანკრეასის ანთება
- სიცოცხლისთვის საშიში კანის აქერცვლა და ბუშტუკები, წითელი მგლურას მსგავსი რეაქციები (შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები) და ჩამცხრალი წითელი მგლურას რეციდივი (იხ. აგრეთვე ნაწილი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები")
- თირკმლის ანთება
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ცხელება, ცირკულატორული შოკი და კანის მძიმე ცვლილებები კანის სიწითლით, ბუშტუკებით და აქერცვლებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- წყლისა და მარილის დისბალანსის ნიშნები შეიძლება იყოს: პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ინდიფერენტულობა, ძილიანობა, მოუსვენრობა, ქოშინი, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები, კრუნჩხვები, შარდვის დაქვეითება, დაბალი წნევა, ქავილი, ძილის გაძნელება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ცნობილი არ არის (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
- კანისა და ტუჩის კიბო (კანის თეთრი კიბო)
- მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში (თვალის სისხლძარღვთა შრეში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები - ქოროიდული გამონაჟონი)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
ტრაიზენგასე-ს 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
http://www.basg.gv.at/
- როგორ უნდა შეინახოთ HCT G.L.?
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით გარემოს დაცვაში გვეხმარებით.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს HCT G.L.
- აქტიური ნივთიერებაა ჰიდროქლორთიაზიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი A ტიპის, ყვითელი-ნარინჯისფერი S/საკვები საღებავი (E 110), მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
როგორ გამოიყურება HCT G.L. და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ატმის ფერის, ოთხად გაყოფილი, ჯვარედინი გამყოფის მქონე ტაბლეტები წარწერის გარეშე.
შეფუთვის ზომები: 10 და 30 ცალი.
ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი
G.L. Pharma GmbH/შპს, 8502 ლანახი
რეგისტრაციის ნომერი: 1-27253
ეს ინსტრუქცია ბოლოს 2020 წლის მაისში შესწორდა.
- ------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
დოზის გადაჭარბება:
ინტოქსიკაციების თერაპია
თუ არსებობს დოზის გადაჭარბების ნიშნები, ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ იგი მიღებულ იქნა მხოლოდ მცირე ხნის წინ, საჭიროა საწამლავის პირველადი აღმოფხვრის ღონისძიებების (გამოწვეული ღებინება, კუჭის ამორეცხვა) ან შეწოვის შემცირების ზომების (სამკურნალო ნახშირი) მიღება, რაც ჰიდროქლორთიაზიდის სისტემურ შეწოვას ამცირებს.
გარდა სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგისა, უნდა ჩატარდეს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, სისხლში შაქრისა და შარდის ნივთიერებების არაერთგზის შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში დარღვევები გამოსწორდეს.
თერაპიული ზომები
- ჰიპოვოლემიის შემთხვევაში: ჩანაცვლებითი ინფუზიური თერაპია
- ჰიპოკალიემიის შემთხვევაში: კალიუმის დანამატები.
- სისხლის მიმოქცევის კოლაფსის შემთხვევაში: შოკის პოზიციონირება, საჭიროების შემთხვევაში შოკის თერაპია.
- 2021/65 Gl34410
GEROT ლანახი
Druckhaus Stainz GmbH/შპს
HCT G.L. 50 მგ ტაბლეტები – GI 34410
მე-2 ანაბეჭდი: 05.05.2021, შრიფტის ზომა: 8 pt.
ფორმატი: 14,8 x 42,0 სმ - მარიო კაუფმანი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.