პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ჰარტილი ამლო

Hartil® Аmlo

რეცეპტით5მგ + 5მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ჰარტილი® ამლო შეიცავს ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციას: რამიპრილს და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ხოლო ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რამიპრილი (ramipril) + ამლოდიპინი (amlodipine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ + 5მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები
ATC კოდი
C09BB07
რეგისტრაციის ნომერი
რ-037226
რეგისტრირებულია
31 იანვარი 2023, მოქმედებს 31 იანვარი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰარტილი ამლო და სხვა წამალი ერთად

ჰარტილი ამლო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰარტილი® ამლო შეიცავს ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციას: რამიპრილს და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ხოლო ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების ბლოკატორები ეწოდებათ.

რამიპრილის მოქმედება:

ამცირებს თქვენს ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ არტერიული წნევის მომატება.

ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.

უმსუბუქებს თქვენს გულს მუშაობას მთელს ორგანიზმში სისხლის გადასროლაში.

ამლოდიპინის მოქმედება:

ჰარტილი® ამლო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც ცალცალკე ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენება იმავე დოზით, რაც წარმოდგენილია კომბინირებულ პრეპარატში, ახდენს ისეთივე ადექვატურ მოქმედებას, როგორც კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას პრეპარატის დოზირებით, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა.

თერაპიული ეფექტიდან გამომდინარე, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია შეგიცვალოთ დოზა.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 1 კაფსულას პრეპარატის დოზირებით 10 მგ/10 მგ, ერთხელ დღეში.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისას, პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.

ხანდაზმული პაციენტები

თქვენი მკურნალი ექიმი შეგიმცირებთ საწყის დოზას და დაგინიშნავთ დოზირების მსუბუქ რეჟიმს.

რეკომენდებული არ არის პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშვნა ძალიან ხანდაზმულ და დაუძლურებულ პაციენტებში.

პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა განსაზღვრული არ არის.

თუ თქვენ თვლით, რომ პრეპარატის თერაპიული ეფექტი არის ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრეპარატის მუდმივად მიღება, შესვენებების გარეშე. ნუ დაელოდებით კაფსულების გათავებას ექიმთან ვიზიტამდე.

მიღების წესი

ეს სამკურნალო საშუალება მიიღება შიგნით, დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს, ყოველ დღე, მკურნალობის კურსის განმავლობაში, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის დაყოლებით.

კაფსულები არ უნდა დააქუცმაცოთ, ან დაღეჭოთ.

არ მიიღოთ ეს კაფსულები გრეიფრუტის წვენთან ერთად.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშნულზე მეტი დოზა

კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი, ან საშიში დაცემა. თქვენ შეიძლება გაგინვითარდეთ თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ან სისუსტე. ძალიან მძიმე შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ამ დროს ადამიანი კარგავს გონებას, ხოლო კანი ხდება ცივი და წებოვანი. თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშულზე მეტი კაფსულა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ან სასწრაფოდ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. არ დაჯდეთ თავად მანქანის საჭესთან, რათა მიხვიდეთ საავადმყოფომდე, ჯობია თხოვოთ ვინმეს მიგიყვანოთ იქ, ან ტელეფონით გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. შეინახეთ გამოუყენებული შეფუთვა, იქონიეთ ის თან. ეს დაეხმარება ექიმს ზუსტად განსაზღვროს, პრეპარატის რა დოზა მიიღეთ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ჰარტილი® ამლოს კაფსულის მიღება

არ ინერვიულოთ, თუ დაგავიწყდათ კაფსულის დროულად მიღება. მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა საჭირო დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, რადგან ამგვარად თქვენ ვერ მიაღწევთ გამოტოვებული დოზის კომპენსაციას, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების რისკი.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ჰარტილი® ამლო კაფსულების მიღება

თქვენ მკურნალ ექიმთან კონსულტაციამდე არ უნდა შეწყვიტოთ მკვეთრად პრეპარატის მიღება, ან შეცვალოთ მისაღები დოზა, რადგან ამან შესაძლოა მოახდინოს თქვენი დაავადების პროვოცირება. თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენად ხანგრძლივად უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

რამიპრილთან მიმართებაში:

ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში (მემკვიდრული, იდიოპათიური ან წარმოქმნილი წინა ანგიონევროზული შეშუპების საფუძველზე, რომელიც გამოწვეულია აგფ-ების ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების (ატრა II) მიღებით);

ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც თან სდევს სისხლის შესვლას კონტაქტში უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან (იხ. პარაგრაფი 4.5);

თირკმლის არტერიების გამოხატული ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი ფუნცქიონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზი;

ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხ. პარაგრაფები 4.4. და 4.6.);

რამიპრილი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოტენზიური ან ჰემოდინამიკურად არასტაბილური მდგომარეობა;

პაციენტებში შაქარიანი დიაბეტით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) <60 მლ/წთ/1.73 მ2 ), რომლებიც ერთდროულად იღებენ ალისკირენის შემცველ პრეპარატებს (იხ.პარაგრაფები 4.5 და 5.1);

ერთდროული მიღება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან (იხ. პარაგრაფები 4.4. და 4.5).

ამლოდიპინთან მიმართებაში:

ჰიპოტენზიის მძიმე ფორმა;

შოკი (მათ შორის კარდიოგენული შოკი);

სისხლძარღების შეივწროება, რომელიც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადასროლას (მაგალითად, მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი);

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი, ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა.

პრეპარატ ჰარტილი® ამლოსთან მიმართებაში:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების მიმართ (რამიპრილის ან ამლოდიინის), აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების) ინჰიბიტორებთან, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6.1).

სიფრთხილის ზომები

არ მიღოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები

თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ამლოდიპინის (მოქმედი ნივთიერებები), კალციუმის არხების ნებისმიერი სხვა ბლოკატორის, ან აგფ ინჰიბიორების მიმართ, ასევე პრეპარატ ჰარტილი® ამლოს ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 8; ალერგიული რეაქციების ნიშნები შესაძლოა იყოს გამონაყარი, კანის გაწითლება, სუნთქვის გართულება;

თუ თქვენ გაწუხებთ აორტის არხის სერიოზული შევიწროვება, რომელიც ხელს უშლის სისხლის გადინებას მარცხენა პარკუჭიდან (მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი), რომლის დროსაც გულს არ შეუძლია ორგანიზმის მომარაგება სისხლის სათანადო რაოდენობით;

თუ თქვენ როდესმე გქონიათ ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებია ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და კისერზე, ყელის და ენის შეშუპება, შეშუპებები თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;

თუ თქვენ დანიშნული გაქვთ ჰემოდიალიზი, ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერი სხვა სახე. ამ შემთხვევაში, პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღება, გამოყენებული აპარატურიდან ან მემბრანების სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა თქვენთვის არ აღმოჩნდეს შესაფერისი;

თუ თქვენ გაქვთ თირკმლების დაავადებები, რომელთა დროსაც მცირდება სისხლის მიდინება თირკმლებთან (თირკმლის არტერიის სტენოზი);

ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (ასევე სასურველია არ მიიღოთ პრეპარატი ჰარტილ ამლო ორულობის პირველ თვეებში (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია”).

თუ თქვენ გაქვთ ანომალურად დაბალი, ან არასტაბილური არტერიული წნევა. ასეთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა უნდა მოგცეთ თავისი დასკვნა.

თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თქვენ დაგინიშნეს პრეპარატი, რომელიც შეიცავს ალისკირენს, არტერიული წნევის შესამცირებლად.

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს საკუბიტრილს და ვალსარტანს. ამან შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (მძიმე ალერგიული რეაქცია) განვითარების რისკი.

არ მიიღოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო, თუ ზემოთ აღწერილი მდგომარეობებიდან თუნდაც ერთი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ხანდაზმული და აუცილებელია პრეპარატის დოზის გაზრდა;

თუ გაქვთ გულის, ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

თუ მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);

თუ დარღვეული გაქვთ წყალ-მარილოვანი ცვლა (სითხის და მარილების დაკარგვა ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის, ან შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე დაბალ-მარილიან დიეტაზე ყოფნისას, ან ჰემოდიალიზის ჩატარებისას).;

თუ აპირებთ მკურნალობის კურსის ჩატარებას ალერგიული რეაქციის შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);

თუ თქვენ დაგიგეგმეს ჩარევა სანარკოზე საშუალებით. ეს შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დაგეგმვისას. შესაძლოა მაშინ მოგიხდეთ წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღების შეწყვეტა და რჩევისთვის თქვენ მკურნალ ექიმთან მიმართვა;

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარების შედეგად);

თუ გაქვთ სისხლძარღვთა კოლაგენოზი, მაგ. სკლეროდერმია, ან სისტემური წითელი მგლურა.

თუ იღებთ პრეპარატებს ან გაქვთ ისეთი დაავადება, რაც იწვევს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება, სისხლში ნატრიუმის შემოწმების მიზნით განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.

თუ დაგენიშნათ პრეპარატები ეგრეთ წოდებული mTOR ინჰიბიტორები (როგორიცაა ტაკროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინი ან რაცეკადოტრილი, ვინაიდან მოცემული პრეპარატები ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს რაც წარმოადგენს მწვავე ალერგიულ რეაქციას.

თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც წევენ არტერიულ წნევას:

ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტები (არა-2), ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადებები, რაც უკავშირდება დიაბეტეს.

ალისკირენი

შესაძლებელია მკურნალმა ექიმმა რეგულარულად შეგიმოწმოთ თირკმლის ფუნქცია, გაზომოს არტერიული წნევა და ელექტროლიტების დონე (კალიუმი, ნატრიუმი) სისხლში.

ასევე გაეცანით ინფორმაციას რომელიც მოყვანილია ნაწილში “არ გამოიყენოთ პრეპარატი ჰარტილი ამლო შემდეგ სიტუაციებში”.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად ან გსურთ ბავშვის ყოლა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული ჰარტილი ამლოს მიღება. პრეპარატის მიღება დაუშვებელია თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია. მოცემულ პერიოდში პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. “ორსულობა და ლაქტაცია).

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი პუნქტი გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმულებული ამაში), მაშინ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახან იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.

ამ შემთხვევებში პრეპარატმა ჰარტილი® ამლომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მოქმედებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ან ახლახან იღებდით შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან ნებისმიერს. მათ შესაძლებელია გავლენა იქონიონ პრეპარატ ჰარტილი ამლოს მოქმედებაზე და შეამცირონ მისი ეფექტურობა:

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი];

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული სისხლის წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე შოკისას, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიისას, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა;

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ)

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (დეპრესიის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით);

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ან ახლახან იღებდით შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან ნებისმიერს. პრეპარატ ჰარტილი® ამლოსთან ერთად გამოყენებისას, მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დანიშნული დოზის ცვლილება, მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები და მოხსნას რომელიმე პრეპარატი:

საკუბიტრილის და ვალსარტანის შემცველი პრეპარატები. არ მიიღოთ ჰარტილ® ამლო იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილი/ვალსარტანს. თუ თქვენ ღებულობდით საკუბიტრილი/ვალსარტანს, ჰარტილ ამლოთი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა საკუბიტრილი/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან მოიცადოთ 36 საათი (იხ. პუნქტი “ნუ მიიღებთ პრეპარატე ჰარტილ® ამლო კაფსულებს”).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებებისას (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოების მოცილებას, როგორიცაა ციკლოსპორინი;

დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), როგორიცაა ფუროსემიდი;

სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში კალიუმის კონცენტრაცია, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის პრეპარატები და საკვები მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელები, ასევე ჰეპარინი (პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას);

სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;

ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას შემცველობის შესამცირებლად);

პროკაინამიდი (პრეპარატი გულის ნორმალური რითმის შესანარჩუნებლად);

ტემსიროლიმუსი (ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ)

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადაერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებელი პრეპარატები)

ვილდაგლიპტინი (2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ)

ნეპრილიზინის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატები, როგორიც არის რაცეკადოტრილი (გამოიყენება ფაღარათის სამკურნალოდ)

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ);

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციებისას);

რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტპრები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ);

ვერაპამილი, დილტიაზემი (გულის ზოგიერთ დაავადების სამკურნალოდ მაღალი არტერილი წნევით);

დანტროლენი (ინფუზია, რომელიც ინიშნება სხეულის ტემპერატურის მძიმე ცვლილებებისას).

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები;

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (არა-2) ან ალისკირენი (იხ. პუნქტები “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ® ამლო კაფსულები” და “სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას”).

ტრიმეტოპრიმი და კოტრიმოქსაზოლი (ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები)

ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის საკონტროლო პრეპარატი ორგანოების გადანერგვისას)

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან ნებისმიერს, ჰარტილ® ამლომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათზე, შეცვალოს მათი მოქმედება:

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და პრეპარატები შიგნით მისაღებად, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს. ჰარტილი® ამლომ შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებისას, თქვენ მუდმივად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის შემცველობა.

ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). ჰარტილ® ამლომ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. სისხლში ლითიუმის შემცველობა მუდმივად უნდა კონტროლირდებოდეს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.

სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის ფუნქციას, ეგრეთ წოდებული mTOR-ის ინჰიბიტორები. ჰარტილ® ამლომ შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების ეფექტები).

ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატი)

სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი)

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული ამაში), მაშინ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს გამოყენებისას სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ გაგიჩნდათ კითხვა, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებისას, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან. ალკოჰოლის გამოყენება სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად აძლიერებს სედატიურ ეფექტს.

პრეპარატი ჰარტილი® ამლოს გამოყენება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგ.

გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ამლოდიპინის დონე (პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი დაცემა (პრეპარატ ჰარტილი® ამლოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერების შემდეგად).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს გამოყენება ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე დაუშვებელია.

ორსულობის მე-13 კვირიდან პრეპარატი უკუნაჩვენებია. ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების სერიოზული დარღვევები.

თუ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილი® ამლოთი მკურნალობის კურსისას, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ.

შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.

ლაქტაცია

დადგენილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღება ძუძუთი კვების პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

თუ ხართ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

სამკურნალო საშუალების ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს შეუძლია გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, გულისრევას და დაღლას, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

პრეპარატი ჰარტილი ამლო შეიცავს საღებავებს:

5მგ/5მგ და 10მგ/5მგ კაფსულის გარსის შემადგენლობაში შედის წითელი საღებავი (allura red AC-FD&C Red 40 (E-129), ხოლო 5მგ/10მგ და 10მგ/10მგ კაფსულაში – აზორუბინი (კარმუაზინი) (E-122). მოცემულმა საღებავებმა შეიძლება გმაოიწვიონ ალერგიული რეაქცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჰარტილი® ამლომ შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და პოტენციურად საშიში აქტივობების შესრულებაზე უმნიშვნელო ან ზომიერი ხარისხით. თუ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, აწუხებთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, მაშინ მათი დროული რეაგირების უნარი შეიძლება დაქვეითდეს. სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი რეაქციები, თუმცა ის ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიმართ ალერგიული რეაქციის მძიმე ნიშნები.

მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები, კანის უკვე არსებული დაავადების გამწვავება, გაწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აშრევება (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ან მულტიფორმული ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:

გულის რითმის გახშირება, არათანაბარი, ან გაძლიერებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდში, შებოჭილობა გულმკერდში ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;

ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს სუნთქვის ფუნქციის დარღვევის ნიშანი;

კანზე სისხლჩაქცევების ხშირი განვითარება, ჩვეულებრივთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენების, ასევე სისხლდენების ნებისმიერი სხვა ნიშნების (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან) განვითარება, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით, ტკივილი ყელში და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ან კანის საფარველის სიფერმკრთალე. ეს შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემის ან ძვლის ტვინის დარღვევის ნიშანი;

მძიმე ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგის არეზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის ნიშანი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);

ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადებების შედეგი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.

სხვა გვერდითი ეფექტები: (მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ნებისმიერი ძლიერდება, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

შეშუპება (სითხის შეკავება).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);

გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება;

სახის გაწითლება (ალები);

თავის ტკივილი, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა. ეს ხდება ყველაზე ხშირად პრეპარატ ჰარტილი® ამლოთი მკურნალობის კურსის დასაწყისში, ან პრეპარატის უფრო მაღალ დოზაზე გადასვლისას;

მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება);

ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის დიარეა და ყაბზობა;

გულის წასვლა, ჰიპოტენზია (ანომალურად დაბალი სისხლის წნევა), განსაკუთრებით როდესაც თქვენ დგახაართ, ან სწრაფად ჯდებით;

გაძნელებული მშრალი ხველა, ცხვირის დანამატების ანთება (სინუსიტი), ან ბრონქიტი, ქოშინი;

მუცლის ტკივილი (ტკივილი კუჭის ან ნაწლავების არეში), დიარეა, საკვების მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება;

გამონაყარი კანზე ბუშტუკების წარმოქმნით, ან მათ გარეშე;

ტკივილი გულმკერდში;

კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი;

კოჭის სახსრების შეშუპება;

სისხლში კალიუმის დონის მომატება (გამოვლენილი სისხლის ბიოქიმიური ანალიზით).

არახშირი გერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გუნება-განწყობის შეცვლა, უძილობა;

კანკალი;

ყურებში ხმაური;

ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანის ანთებით (რინიტი);

თმების ცვენა;

გამონაყარი კანზე (ეგზანთემა);

ქავილი, კანის ფერის ცვლილება;

შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის პროცესის გაძნელება, შარდვის გახშირებული მოთხოვნილება,

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით,

ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა;

ზურგის ტკივილი;

სხეულის მასის მომატება ან შემცირება;

დისკომფორტის შეგრძნება, ან სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;

წონასწორობის დარღვევა თავბრუსხვევით ან ბრუნვის შეგრძნებით (ვერტიგო);

ქავილი და კანის არაჩვეულებრივი შეგრძნებები, როგორიცაა გაბუჟება, ჩქმეტის, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება, ან კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), კანზე მგრძნობელობის დაკარგვა (ჰიპესთეზია)

გემოს შეგრძნების დაკარგვა, ან შეცვლა;

ძილის დარღვევა;

დეპრესია, მოუსვენრობა, მომატებული აგზნება;

ცხვირის გაჭედვა ან ასთმის მიმდინარეობის გამწვავება;

ნაწლავის შეშუპების განვითარება (რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც გამოხატულია მუცლის ტკივილის, ღებინების და ფაღარათის სიმპტომებით;

გულძმარვა, პირის სიმშრალის შეგრძნება;

კუჭში აირების დაგროვება (გასტრიტი);

დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდა;

მომატებული ოფლიანობა;

მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);

გულისცემის გახშირება, ან არითმია;

ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმში კავდება სითხის ჭარბი რაოდენობა;

მხედველობის დაბინდვა;

ტკივილი სახსრებში;

ცხელება;

სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, სექსუალური სურვილის დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში;

სისხლის ზოგიერთი თეთრი სხეულის დონის მომატება (ეოზინოფილია), რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად;

ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმლების ფუნქციური შესაძლებლობის შეცვლა, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარებისას;

მიოკარდიუმის ინფარქტი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

დაურწმუნებლობა, ან ცნობიერების არევა;

ენის გაწითლება და შეშუპება;

კანის გამოხატული აშრევება ან აქერცვლა, ქავილი, უხეში კანის გამონაყარი (ექსფოლიაციური დერმატიტი);

ფრჩხილის დაავადებები (მაგ. ფრჩხილის დასუსტება ან ფრჩხილის ბუდიდან მოცილება);

გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევები;

ლაქები კანზე და ცივი კიდურები;

თვალების გაწითლება, ქავილის, შეშუპების ან ცრემლდენის განვითარება;

სმენის დარღვევა;

ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები), ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) და თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები) რაოდენობის შემცირება, ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად.

სისხლძარღვების სტენოზი (შევიწროება ან დახშობა), ჰიპოპერფუზია (სისხლის მიმოქცევის გაუარესება), სისხლძარღვების ანთება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

სისხლში შაქრის დონის მომატება;

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

ღვიძლის ანთება, კანის გაყვითლება (სიყვითლე);

მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მოქმედებისადმი;

ღრძილების ჰიპერპლაზია (ღრძილის ქსოვილების გაზრდა);

კუნთების ტონუსის მომატება;

სისხლძარღვების ანთება.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა):

ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება;

პირის შეშუპება;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება უმნიშვნელო წყლულების წარმოქმნით;

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად;

სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად;

მტევნის და ტერფის თითების ფერის შეცვლა სიცივეზე, ან ღელვისას, ხოლო შეტევის ბოლოს სისხლის ნაკადის აღდგენისას - სიმხურვალის და მტკივნეული ჩხვლეტის შეგრძნება (რეინოს სინდრომი);

ფსიქომოტორული რეაქციების შენელება ან დარღვევა;

ყნოსვის დარღვევა;

წვის შეგრძნება;

ფსორიაზი;

უჯრედების ბირთვების მიმართ ანტისხეულების მომატება (სისხლის ანალიზი);

შარდის კონცენტრირებული მუქი ფერი, კუნთების სპაზმი, შეუძლოდ ყოფნა და შეტევები, რაც განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომით. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანკალი, რიგიდული ხერხემალი, ნიღბისმსგავსი სახე, ნელი მოძრაობა და სიარულის მანერის არევა წონასწორობის დარღვევით.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის აღწერილი ან ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის საშუალებით. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეძლებთ მეტი ინფორმაციის მიღებას ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, ტენისგან დაცვის მიზნით.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ აღმოაჩინეთ გაფუჭების ხილული ნიშნები (მაგ. ფერის შეცვლა).

ჭარბი დოზა

რამიპრილთან მიმართებაში:

სიმპტომები

აგფ ინჰიბიტორებით დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები, შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული სისხლძარღვების გამოხატული გაფართოებით (გამოხატული ჰიპოტენზიით და შოკით), ბრადიკარდიით, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით და თირკმლის უკმარისობით.

ამლოდიპინით ჰიპერდოზირების შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში მიღებულ იქნა ცნობები ფილტვის არაკარდიოგენური შოკის შესახებ, რომელიც შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით (მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭიროებდეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. პერფუზიის და გულის გადატყორცნის შესანარჩუნებლად ჩატარებული ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (მათ შორის სითხით გადატვირთვა) შესაძლოა იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორები.

მკურნალობა

პაციენტის მდგომარეობა მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს, ხოლო დანიშნული მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და მხარდამჭერი. მისაღები ზომები მოიცავს პირველად დეტოქსიკაციას (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიღება) და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილურობის აღდგენას, მათ შორის ალფა-1-ადრენერგიული აგონისტების ან ანგიოტენზინი II-ის (ანგიოტენზინამიდი) დანიშვნას. რამიპრილატი - რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი - ცუდად გამოიდევნება საერთო სისხლძარღვთა სისტემიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

ამლოდიპინთან მიმართებაში:

ადამიანში დოზის განზრახ გადაჭარბების შესახებ გამოცდილება შეზღუდულია.

სიმპტომები

არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამლოდიპინით დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სისხლძარღვების გამოხატული გაფართოება და შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდია. ასევე, დაფიქსირდა გამოხატული და არტერიული წნევის ხანგრძლივი შემცირება შოკის განვითარებამდე, ლეტალური შედეგით.

მკურნალობა

ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია პაციენტის დაწოლა ფეხებით მაღლა და აქტიური ზომების მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობის შესანარჩუნებლად, მათ შორის გულისა და რესპირატორული ფუნქციის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და გამოყოფილი შარდის რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი. უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია (სიფრთხილით) სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა შეიძლება ეფექტური იყოს კალციუმის არხის ბლოკადის მოსაშორებლად.

კუჭის ამორეცხვა ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური. კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, აღინიშნა, რომ აქტივირებული ნახშირის გამოყენება 10 მგ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს მის შეწოვას.

ვინაიდან ამლოდიპინი მჭიდროდ უკავშირდება ცილებს, ჰემოდიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ეფექტური.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები:

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/5 მგ:

5 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი (6,95 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/5 მგ:

10 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი (6,95 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/10 მგ:

5 მგ რამიპრილი და 10 მგ ამლოდიპინი (13,90 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/10 მგ:

10 მგ რამიპრილი და 10 მგ ამლოდიპინი (13,90 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

დამხმარე ნივთიერებები:

კაფსულის შემადგენლობა:

კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის დიბეგენატი

კაფსულები:

5 მგ/5 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

ბრილიანტის ლურჯი FCF+FD და C ცისფერი 1, ალურა წითელი AC+FD და C წითელი 40, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი

5 მგ/10 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, აზორუბინი, კარმოიზინი, ინდიგოკარმინი + FD და C ცისფერი 2, ჟელატინი

10 მგ/5 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ბრილიანტის ლურჯი FCF+FD და C ცისფერი 1, ალურა წითელი AC+FD და C წითელი 40, ჟელატინი

10 მგ/10 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

აზორუბინი, კარმიოზინი, ინდიგოკარმინი + FD და C ცისფერი 2, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი

პრეპარატ ჰარტილი ამლო კაფსულების გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

გარეგანი სახე:

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/5 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 2, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუძით ღია ბორდოსფერი ფერის და ღია ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/5 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუზით ღია ვარდისფერი ფერის და ღია ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/10 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუზით ღია ვარდისფერი ფერის და მუქი ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/10 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუზით მუქი ბორდოსფერი ფერის და მუქი ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

7 ან 10 კაფსულა ერთ ბლისტერზე. 4 ბლისტერი X 7 (28 კაფსულა), 8 ბლისტერი X 7 (56 კაფსულა), 3 ბლისტერი X 10 (30 კაფსულა), ან 9 ბლისტერი X 10 (90 კაფსულა) შეფუთული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში, ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის გადაგდება, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები; აგფ ინჰიბიტორები კალციუმის არხის ბლოკატორებთან კომბინაციაში.

კოდი ათქ კლასიფიკაციის მიხედვით: C09 BB07.

რამიპრილი

რამიპრილის მოქმედების მექანიზმი:

რამიპრილატი, რამიპრილის პროწამლის აქტიური მეტაბოლიტი, თრუგუნავს დიპეპტიდილ-კარბოქსი-პეპტიდაზა I-ის ფერმენტს (სინომიმები: ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტი; კინინაზა II). სისხლის პლაზმაში და ქსოვილებში ეს ფერმენტი აკატალიზირებს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას აქტიური სისხლძარღვების შემავიწროებელ ნივთიერებად - ანგიოტენზინ II-ად და ასევე, ხელს უწყობს აქტიურ სისხლძარღვთა გამაფართოებელი ნივთიერების - ბრადიკინინის დაშლასაც. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას.

ვინაიდან, ანგიოტენზინ II, ასევე, ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოთავისუფლებას, რამიპრილატი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. აგფ ინფიბიტორის დანიშვნისას, მონოთერაპიის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი იყო უფრო დაბალი არტერიული ჰიპერტენიზიის მქონე (პაციეტების პოპულაცია ჰიპერტენზიით, და ჩვეულებისამებრ, რენინის დაბალი შემცველობით) შავკანიან პოპულაციაში (აფრო-კარიბული), ვიდრე სხვა კანის ფერის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოდინამიური მოქმედება

რამიპრილის მიღებას თან სდევს პერიფერიული არტერიული წინაღობის შესამჩნევი დაქვეითება. როგორც წესი, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის სისხლის მიმოქცევას თირკმელებში და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. რამიპრილის მიღებას თან სდევს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება პაციენტში, როგორც „მდგომიარე“, ასევე „მწოლიარე“ მდგომარეობაში და ამასთანავე, პრეპარატი არ იწვევს კომპენსატორულ ტაქიკარდიას.

რამიპრილის შიგნით (პერორალურად) ერთჯერადად მიღების შემდეგ, მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება დაახლოებით 1-2 საათში, აღწევს მაქსიმუმს 3-6 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

რამიპრილის ყოველდღიურად მიღებისას მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ეტაპობრივად იზრდება 3-4 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.

რამიპრილის მიღების უეცრად შეწყვეტას თან არ სდევს არტერიული წნევის სწრაფი მომატება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

(რაას) ორმაგი ბლოკადის კლინიკური კვლევის შედეგები

ორ კლინიკურ კვლევაში ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების და ატრა II-ის კომბინაციის სარგებლის შესწავლა.

ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები, ორგანოების გამოხატული დაზიანებით.

VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ ტიპი 2 დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.

ამ კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის დასაბუთებული უპირატესობა კლინიკურ შედეგებზე თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით. ამავდორულად, აგფ ინჰიბიტორების და ატრა II-ის კომბინაცია მონოთერაპიასთან შედარებით, ასოცირებული იყო ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან.

ვინაიდან, აგფ ინჰიბიტორების და ატრა II-ის პრეპარატების ფარმაკოდინამიური პროფილი მსგავსია, ამიტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ატრა II-ებზეც.

ამგვარად, აგფ ინჰიბიტორების და ატრა II-ის პრეპარატების მიღება არ შეიძლება კომბინაციაში იმ პაციეტებისთვის, რომელთაც აქვთ დიაბეტური ნეფროპათია.

კლინიკურ კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების და ატრა II-ის სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ტიპი 2 დიაბეტი თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულ-სისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და შედარებით სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ორმაგ-ბრმა, რანდომიზირებულ, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 6-დან 16 წლამდე ასაკის 244 პედიატრიული პაციენტი (პაციენტთა 73 %-ში პირველადი ჰიპერტენზია), რამიპრილი დაინიშნა დაბალ, საშუალო და მაღალ დოზებში, სადაც რამიპრილის კონცენტრაცია პლაზმაში შეესაბამოებოდა მოზრდილებისთვის რეკომენდებულ დოზებს - 1,25 მგ, 5 მგ და 20 მგ - სხეულის მასის კგ-ზე გაანგარიშებით. მე-4 კვირის ბოლოს რამიპრილი არაეფექტური იყო სისტოლური არტერიული წნევის დაწევის ბოლო წერტილზე, მაგრამ ყველაზე მაღალი დოზით ის ამცირდებდა დიასტოლურ წნევას. დადასტურებული ჰიპერტონიის მქონე ბავშვებში, რამიპრილი როგორც საშუალო, ასევე მაღალი დოზებით იწვევდა სისტოლური და დიასტოლური წნევის მნიშვნელოვნად დაწევას.

ასეთი მოქმედება არ გამოვლენილა, დოზის მომატების და შეწყვეტის 4 კვირიან, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 218 პედიატრიული პაციენტი (75 %-ში პირველადი ჰიპერტენზია). კვლევის შედეგებმა აჩვენა ზომიერი რიკოშეტული ფენომენი პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ არც ერთი დოზის ინტერვალში (დაბალი: 0.625 - 2.5 მგ, საშუალო: 2.5 - 10 მგ და მაღალი: 5 - 20 მგ) სისტოლური და დიასტოლური წნევა არ დაუბრუნდა თავდაპირველ მნიშვნელობას, სხეულის წონის გათვალისწინებით (შედეგები სტატიკურად მნიშვნელოვანია). საკვლევ პედიატრიულ პოპულაციაში რამიპრილით მკურნალობის შედეგს არ ქონდა ხაზოვანი დოზა-დამოკიდებულება.

ამლოდიპინი

ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი:

ამლოდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის იონის ნაკადის ინჰიბიტორი (არხის ნელი ბლოკატორი ან კალციუმის იონის ანტაგონისტი) და აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ნაკადს მიოკარდიუმის და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში.

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირ რელაქსაციურ მოქმედებასთან.

ზუსტი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ამლოდიპინი ამსუბუქებს სტენოკარდიის სიმპტომებს, ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ამლოდიპინი ამცირებს მთლიან იშემიურ დატვირთვას შემდეგი ორი მოქმედებით.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება:

  • ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამ გზით ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას), რომელიც დაძლეულია გულის მუშაობით.

ვინაიდან პულსი რჩება უცვლელი, მაშინ გულის მუშაობის ასეთი შემსუბუქება ამცირებს მიოკარდიუმის ენერგიის მოხმარებას და მის საჭიროებას ჟანგბადის მიწოდებაზე.

  • ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი სავარაუდოდ ასევე, მოიცავს მსხვილი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოებას, როგორც შეუცვლელ ასევე გულის კუნთების იშემიზირებულ უბნებზე. აღნიშნული სისხლძარღვების აღნიშნული გაფართოება აუმჯობესებს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდებას იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ კორონარული არტერიების სპაზმი (პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია).

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი დღიური დოზა უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშნველოვან შეცირებას (როგორც ზურგზე მწოლიარე, ასევე მდგომიარე პოზიციაში) 24 საათის განმავლობაში. მოქმედების თანდათანობითი დაწყების და გახანგრძლივებული ეფექტის გამო, პრეპარატი არ იწვევს მწვავე ჰიპოტენზიას.

სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი დღიური დოზა ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აფერხებს სტენოკარდიის მორიგ შეტევას და ST სეგმენტის „იშემიურ“ დეპრესიას, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარების სიხშირეს.

ამლოდიპინი არ იწვევს არანაირ არასასურველ მეტაბოლურ ეფექტს ან პლაზმური ლიპიდების დონის ცვლილებას და მისი დანიშვნა შეიძლება ასთმის, დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.

ამლოდიპინის გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს ნივთიერებათა ცვლის მხრივ და არ ცვლის ლიპიდების შემცველობას სისხლის პლაზმაში. ამლოდიპინის შეიძლება დაინიშნოს ასთმის, დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ამლოდიპინის გამოყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ჰემოდინამიკური კვლევების და ფიზიკურ აქტივობაზე დაფუძნებული კლინიკური კვლევების შედეგებმა, NYHA-ის კლასიფიკაციის მიხედვით II-IV ფუნქციონალური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ამლოდიპინი არ იწვევდა კლინიკური მდგომარეობის გაუარესებას, რაზეც მიუთითებს ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია და კლინიკური სიმპტომატიკა.

პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევისას PRAISE, რომელშიც მონაწილეობდნენ NYHA-ის კლასიფიკაციის მიხედვით III-IV ფუნქციონალური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტები რომლებიც იღებდნენ დიგოქსინს, დიურეზულ საშუალებებს, აგფ-ის ინჰიბიტორებს, გამოვლინდა რომ გულის უკმარისობის დროს ამლოდიპინი არ იწვევდა სიკვდილიანობის და ავადობის რისკის მომატებას.

ამლოდიპინის შემდგომ, გრძელვადიან, (PRAISE-2) კვლევაში რომელშიც მონაწილეობდნენ NYHA-ის კლასიფიკაციის მიხედვით III-IV ფუნქციონალური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტები, რომელთაც არ აღენიშნებოდათ იშემიური დაავადებების კლინიკური სიმპტომები ან ობიექტური ნიშნები და იღებდნენ აგფ-ის ინჰიბიტორების, საგულე გლიკოზიდების და დიურეზული საშუალებების სტაბილურ დოზებს, გამოვლინდა რომ ამლოდიპინის მიღება არ მოქმედებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. პაციენტთა ამავე პოპულაციაში ამლოდიპინის მიღებისას ხშირად ვლინდებოდა ფილტვის შეშუპების განვითარება.

კლინიკური კვლევა ALLHAT - ანტიჰიპერტენზიული თერაპიისა და ლიპიდების დაქვეითების როლი მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკაში (Antihypertensive and Lipid-Lowering Treatment to Prevent Heart Attack Trial)

რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა ავადობის/სიკვდილიანობის კვლევაში ALLHAT, სადაც მონაწილეობდნენ ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, ერთმანეთს ედრებოდა მკურნალის ეფექტურობის შედარებით ახალი მეთოდები: ამლოდიპინი - 25-10მგ/დღეში ან ლიზინოპრილი (აგფ-ის ინჰიბიტორი) - 10-40მგ/დღეში პირველ რიგის თერაპიის სახით, თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან და ქლორტალიდონთან (12.5-25მგ/დღეში) შედარებით.

კვლევაში რანდომიზირდა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 55 წლის და უფროსი ასაკის 33 357 პაციენტი და იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარებისთვის, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი ანამნეზში (>6 თვით ადრე კვლევაში ჩართვამდე), დოკუმენტირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება გამოწვეული ათეროსკლეროზით (სულ 51.5%), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ( 36.1%), მსლპ (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) <35მგ/100მლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, დადგენილი ელექტროკარდიოგრამით (20.9%), თამბაქოს მოწევა კვლევის ჩატარების მომენტისთვის (21.9%).

კვლევის კომბინირებულ პირველად წერტილს წარმაოდგენს გულის უკმარისობა ლეტალური შედეგით ან მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე. პირველადი წერტილის მიხედვით არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი დადასტურებული განსხვავება ამლოდიპინით და ქლორტალიდონით მკურნალობის დროს (რისკების თანაფარდობა RR 0.98; 95% ნი (ნდობის ინტერვალი) [0.90-1.07] p=0.65). რაც შეეხება მეორად საბოლოო წერტილს, გულის უკმარისობის სიხშირე (გულ-სისხლძარღვთა მოვლენების საბოლოო წერტილის კომპონენტი) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ამლოდიპინის ჯგუფში ქლორტალიდონის ჯგუფთან შედარებით (10.2% და 7.7%, RR 1.38; 95% ნი [1.25-1.52] p<0.001). თუმცა, არ აღინიშნა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი განსხვავება ამლოდიპინის და ქლორტალიდონის ჯგუფებში (RR 0.96; 95% ნი [0.89-1.02] p=0.20).

ბავშვები და მოზარდები (6 წლიდან და მეტი)

კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-17 წლის 268 ბავშვი და მოზარდი, უმეტესად დაავადებული მეორადი არტერიული ჰიპერტენზიით, შედარდა ამლოდიპინის ეფექტი 2.5მგ და 5მგ დოზებით პლაცებოსთან. აღმოჩნდა, რომ ორივე დოზა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ამცირებდა არტერიულ წნევას პლაცებოსთან შედარებით, თუმცა, განსხვავება ორ დოზას შორის არ იყო მნიშვნელოვანი.

ამლოდიპინის გრძელვადიანი ეფექტი ბავშვების ზრდაზე, მომწიფებასა და საერთო განვითარებაზე შესწავლილი არ არის. ასევე არ არის შესწავლილი ბავშვებში ამლოდიპინის გრძელვადიანი ეფექტურობა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

რამიპრილი:

შეწოვა

შიგნით (პერორალურად) მიღების შემდეგ, რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შარდთან ერთად გამოყოფის გათვალისწინებით, შეწოვის მაჩვენებელი არის მინიმუმ 56% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. შიგნით (პერორალურად) მიღების შემდეგ, აქტიური მეტაბილიტის - რამიპრილატის ბიოშეღწევადობა, რამიპრილის 2.5მგ და 5მგ დოზების შემთხვევაში, წარმადგენს 45%-ს. რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბილიტის - რამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში. რამიპრილატის პლაზმური წონასწორობის კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით, რამიპრილის თერაპიული დოზებით მიღებიდან მე-4 დღეს.

განაწილება

რამიპრილის შეკავშირება შრატისმიერ ცილებთან შეადგენს დაახლოებით 73%-ს, რამიპრილატის კი დაახლოებით 56%-ს.

ბიოგარდაქმნა

რამიპრილი თითქმის სრულად მეტაბოლიზირდება რამიპრილატად, დიკეტოპიპერაზინულ ეთერად და დიკეტოპიპერაზინულ მჟავად და რამიპრილის და რამიპრილატის გლუკურონიდებად.

გამოყოფა

მეტაბოლიტების გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებით.

რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება პოლიფაზურ რეჟიმში. აგფ-სთან ძლიერი გაჯერებადი შეკავშირების და ფერმენტისგან სუსტი დისოციაციის გამო რამიპრილატი ავლენს ხანგრძლივ საბოლოო ელიმინაციის ფაზას პრეპარატის ძალიან დაბალი პლაზმური კონცენტრაციების დროს.

რამიპრილის განმეორებითი მიღების შემდეგ, დღეში ერთი დოზით, რამიპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 13-17 საათი (5-10 მგ დოზით), ხოლო დოზის 1.25-2.5 მგ-მდე შემცირების შემდეგ ეს პერიოდი გახანგრძლივდა. ეს განსხვავება განპირობებულია ფერმენტის გაჯერების უნარით, რომელიც უკავშირდება რამიპრილატს.

რამიპრილის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, დედის რძეში რამიპრილის და მისი მეტაბოლიტების შემცველობის ნიშნები არ აღინიშნებოდა. თუმცა, რამიპრილის ეფექტი დედის რძეზე, პრეპარატის განმეორებითი დოზების მიღებისას, გაურკვეველი რჩება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები, თირკმლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პარაგრაფი 4.2)

რამიპრილატის თირკმლისმიერი გამოყოფა მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ხოლო რამიპრილატის თირკმლისმიერი კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციის მომატებას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

პაციენტები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. პარაგრაფი 4.2)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლური გარდაქმნა რამიპრილატად შეფერხებულია ღვიძლის ესთერაზების შემცირებული აქტივობის გამო, ხოლო რამიპრილის პლაზმური დონეები ამ პაციენტებში მომატებულია. თუმცა, რამიპრილატის კონცენტრაციის პიკი ამ პაციენტებში ისეთივეა, როგორიც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ძუძუთი კვება

10 მგ რამიპრილის ერთჯერადი დოზა არ გამოიყოფოდა დედის რძეში. თუმცა, განმეორებითი დოზების ეფექტი ცნობილი არ არის.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

რამიპრილის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს იკვლევდნენ ჰიპერტონიით დაავადებულ, 2-დან 16 წლამდე ასაკის, 30 ბავშვში, რომელთა სხეულის წონა იყო ≥ 10 კგ. 0.05-0.2 მგ/კგ დოზით დანიშნული რამიპრილი სწრაფად და ინტენსიურად მეტაბოლიზდებოდა რამიპრილატად, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. რამიპრილატის კლირენსი მნიშვნელოვანწილად კორელირდება log სხეულის მასასთან (p<0.01) და დოზასთან (p<0.001). კლირენსი და განაწილების მოცულობა იზრდებოდა ბავშვების ასაკის პროპორციულად ყველა დოზის ჯგუფში. ბავშვებში 0.05 მგ/კგ დოზა შეესაბამება 5მგ რამიპრილის დოზას მოზრდილებში, ხოლო დოზა 0.2მგ/კგ შეესაბამებოდა რამიპრილის მაქსიმალურ რეკომენდებულ 10 გ დოზას მოზრდილებისთვის.

ამლოდიპინი:

შეწოვა:

პერორალურად მიღების შემდეგ, ამლოდიპინი კარგად შეიწოვება. მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს.

განაწილება

განაწილების მოცულობა უდრის 21 ლ/კგ-ს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევაში მოცირკულირე ამლოდიპინის 93-98% უკავშირდება პლაზმურ ცილებს.

საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

ბიოგარდაქმნა და გამოყოფა

ამლოდიპინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ძირითადი ნაერთის 10% და მისი არააქტიური მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

მოიპოვება მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მცირდება ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და AUC-ის მომატებას დაახლოებით 40-60%-ით.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია. ამლოდიპინის კლირენსი, როგორც წესი მცირდება ხანდაზმულ პაციენტებში AUC-ის მაჩვენებელების და ნახევარგამოყოფის პერიოდის მომატებასთან ერთად. AUC-ის მაჩვენებელების და ნახევარგამოყოფის პერიოდის მომატება გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, იყო ისეთი როგორიც მოსალოდნელი იყო საკვლევი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის.

ბავშვები და მოზარდები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა ჰიპერტენზიის მქონე 1-დან 17 წლამდე ასაკის 74 ბავშვისა და მოზარდის მონაწილეობით (34 პაციენტეი 6-12 წლის ასაკში და 28 პაციენტი -13-17 წლის ასაკში), რომელთაც ენიშნებოდათ ამლოდიპინი 1.25-20მგ/დღეში დოზით ერთ ან ორ მიღებად. ბავშვებში (6-12 წლის) და მოზარდებში (13-17 წლის), დამახასიათებელი კლირენსი პერორალური მიღების შემდეგ (CL/F) იყო 22.5–27.4ლ/სთ ბიჭებში და 16.4 – 21.3ლ/სთ გოგონებში. აღინიშნა მნიშვნელოვანი ცვალებადობა ინდივიდებს შორის ექსპოზიციაში. 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტისათვის)

ჰარტილი® ამლო

კაფსულები

5 მგ/5 მგ; 5 მგ/10 მგ; 10 მგ/5 მგ; 10მგ/10მგ

(რამიპრილი/ამლოდიპინი)

ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე, მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქვთ დაავადების ისეთივე სიმპტომები, როგორც თქვენ.

თუ თქვენ გაგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს (იხ. ნაწ. 4).

მოცემული დანართი ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს ჰარტილი® ამლო კაფსულები და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლო კაფსულების მიღების დაწყებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები
  • ვარგისიანობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს ჰარტილი® ამლო კაფსულები და რისთვის გამოიყენება

ჰარტილი® ამლო შეიცავს ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაციას: რამიპრილს და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ხოლო ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების ბლოკატორები ეწოდებათ.

რამიპრილის მოქმედება:

ამცირებს თქვენს ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ არტერიული წნევის მომატება.

ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.

უმსუბუქებს თქვენს გულს მუშაობას მთელს ორგანიზმში სისხლის გადასროლაში.

ამლოდიპინის მოქმედება:

ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.

ჰარტილი® ამლო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებშიც ცალცალკე ორივე პრეპარატის ერთდროული გამოყენება იმავე დოზით, რაც წარმოდგენილია კომბინირებულ პრეპარატში, ახდენს ისეთივე ადექვატურ მოქმედებას, როგორც კომბინაციაში.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლო კაფსულების მიღებამდე

არ მიღოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები

თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ამლოდიპინის (მოქმედი ნივთიერებები), კალციუმის არხების ნებისმიერი სხვა ბლოკატორის, ან აგფ ინჰიბიორების მიმართ, ასევე პრეპარატ ჰარტილი® ამლოს ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 8; ალერგიული რეაქციების ნიშნები შესაძლოა იყოს გამონაყარი, კანის გაწითლება, სუნთქვის გართულება;

თუ თქვენ გაწუხებთ აორტის არხის სერიოზული შევიწროვება, რომელიც ხელს უშლის სისხლის გადინებას მარცხენა პარკუჭიდან (მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი), რომლის დროსაც გულს არ შეუძლია ორგანიზმის მომარაგება სისხლის სათანადო რაოდენობით;

თუ თქვენ როდესმე გქონიათ ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებია ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და კისერზე, ყელის და ენის შეშუპება, შეშუპებები თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;

თუ თქვენ დანიშნული გაქვთ ჰემოდიალიზი, ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერი სხვა სახე. ამ შემთხვევაში, პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღება, გამოყენებული აპარატურიდან ან მემბრანების სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა თქვენთვის არ აღმოჩნდეს შესაფერისი;

თუ თქვენ გაქვთ თირკმლების დაავადებები, რომელთა დროსაც მცირდება სისხლის მიდინება თირკმლებთან (თირკმლის არტერიის სტენოზი);

ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (ასევე სასურველია არ მიიღოთ პრეპარატი ჰარტილ ამლო ორულობის პირველ თვეებში (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია”).

თუ თქვენ გაქვთ ანომალურად დაბალი, ან არასტაბილური არტერიული წნევა. ასეთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა უნდა მოგცეთ თავისი დასკვნა.

თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თქვენ დაგინიშნეს პრეპარატი, რომელიც შეიცავს ალისკირენს, არტერიული წნევის შესამცირებლად.

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს საკუბიტრილს და ვალსარტანს. ამან შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (მძიმე ალერგიული რეაქცია) განვითარების რისკი.

არ მიიღოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო, თუ ზემოთ აღწერილი მდგომარეობებიდან თუნდაც ერთი გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ხანდაზმული და აუცილებელია პრეპარატის დოზის გაზრდა;

თუ გაქვთ გულის, ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

თუ მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);

თუ დარღვეული გაქვთ წყალ-მარილოვანი ცვლა (სითხის და მარილების დაკარგვა ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის, ან შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე დაბალ-მარილიან დიეტაზე ყოფნისას, ან ჰემოდიალიზის ჩატარებისას).;

თუ აპირებთ მკურნალობის კურსის ჩატარებას ალერგიული რეაქციის შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);

თუ თქვენ დაგიგეგმეს ჩარევა სანარკოზე საშუალებით. ეს შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დაგეგმვისას. შესაძლოა მაშინ მოგიხდეთ წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღების შეწყვეტა და რჩევისთვის თქვენ მკურნალ ექიმთან მიმართვა;

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარების შედეგად);

თუ გაქვთ სისხლძარღვთა კოლაგენოზი, მაგ. სკლეროდერმია, ან სისტემური წითელი მგლურა.

თუ იღებთ პრეპარატებს ან გაქვთ ისეთი დაავადება, რაც იწვევს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება, სისხლში ნატრიუმის შემოწმების მიზნით განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.

თუ დაგენიშნათ პრეპარატები ეგრეთ წოდებული mTOR ინჰიბიტორები (როგორიცაა ტაკროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინი ან რაცეკადოტრილი, ვინაიდან მოცემული პრეპარატები ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს რაც წარმოადგენს მწვავე ალერგიულ რეაქციას.

თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც წევენ არტერიულ წნევას:

ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტები (არა-2), ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადებები, რაც უკავშირდება დიაბეტეს.

ალისკირენი

შესაძლებელია მკურნალმა ექიმმა რეგულარულად შეგიმოწმოთ თირკმლის ფუნქცია, გაზომოს არტერიული წნევა და ელექტროლიტების დონე (კალიუმი, ნატრიუმი) სისხლში.

ასევე გაეცანით ინფორმაციას რომელიც მოყვანილია ნაწილში “არ გამოიყენოთ პრეპარატი ჰარტილი ამლო შემდეგ სიტუაციებში”.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად ან გსურთ ბავშვის ყოლა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული ჰარტილი ამლოს მიღება. პრეპარატის მიღება დაუშვებელია თუ ორსულობის ვადა 3 თვეზე მეტია. მოცემულ პერიოდში პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. “ორსულობა და ლაქტაცია).

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი პუნქტი გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმულებული ამაში), მაშინ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახან იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.

ამ შემთხვევებში პრეპარატმა ჰარტილი® ამლომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მოქმედებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ან ახლახან იღებდით შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან ნებისმიერს. მათ შესაძლებელია გავლენა იქონიონ პრეპარატ ჰარტილი ამლოს მოქმედებაზე და შეამცირონ მისი ეფექტურობა:

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი];

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული სისხლის წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე შოკისას, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიისას, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა;

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ)

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (დეპრესიის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით);

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ან ახლახან იღებდით შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან ნებისმიერს. პრეპარატ ჰარტილი® ამლოსთან ერთად გამოყენებისას, მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია პრეპარატის დანიშნული დოზის ცვლილება, მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები და მოხსნას რომელიმე პრეპარატი:

საკუბიტრილის და ვალსარტანის შემცველი პრეპარატები. არ მიიღოთ ჰარტილ® ამლო იმ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ საკუბიტრილი/ვალსარტანს. თუ თქვენ ღებულობდით საკუბიტრილი/ვალსარტანს, ჰარტილ ამლოთი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა საკუბიტრილი/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან მოიცადოთ 36 საათი (იხ. პუნქტი “ნუ მიიღებთ პრეპარატე ჰარტილ® ამლო კაფსულებს”).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი];

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებებისას (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოების მოცილებას, როგორიცაა ციკლოსპორინი;

დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები), როგორიცაა ფუროსემიდი;

სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში კალიუმის კონცენტრაცია, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის პრეპარატები და საკვები მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელები, ასევე ჰეპარინი (პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას);

სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;

ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას შემცველობის შესამცირებლად);

პროკაინამიდი (პრეპარატი გულის ნორმალური რითმის შესანარჩუნებლად);

ტემსიროლიმუსი (ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ)

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადაერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებელი პრეპარატები)

ვილდაგლიპტინი (2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ)

ნეპრილიზინის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატები, როგორიც არის რაცეკადოტრილი (გამოიყენება ფაღარათის სამკურნალოდ)

კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტების სამკურნალოდ);

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციებისას);

რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტპრები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ);

ვერაპამილი, დილტიაზემი (გულის ზოგიერთ დაავადების სამკურნალოდ მაღალი არტერილი წნევით);

დანტროლენი (ინფუზია, რომელიც ინიშნება სხეულის ტემპერატურის მძიმე ცვლილებებისას).

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები;

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (არა-2) ან ალისკირენი (იხ. პუნქტები “ნუ მიიღებთ პრეპარატს ჰარტილ® ამლო კაფსულები” და “სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას”).

ტრიმეტოპრიმი და კოტრიმოქსაზოლი (ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები)

ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის საკონტროლო პრეპარატი ორგანოების გადანერგვისას)

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან ნებისმიერს, ჰარტილ® ამლომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათზე, შეცვალოს მათი მოქმედება:

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და პრეპარატები შიგნით მისაღებად, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს. ჰარტილი® ამლომ შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებისას, თქვენ მუდმივად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის შემცველობა.

ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). ჰარტილ® ამლომ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. სისხლში ლითიუმის შემცველობა მუდმივად უნდა კონტროლირდებოდეს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.

სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის ფუნქციას, ეგრეთ წოდებული mTOR-ის ინჰიბიტორები. ჰარტილ® ამლომ შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატების ეფექტები).

ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატი)

სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი)

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული ამაში), მაშინ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს გამოყენებისას სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ გაგიჩნდათ კითხვა, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღებისას, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან. ალკოჰოლის გამოყენება სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად აძლიერებს სედატიურ ეფექტს.

პრეპარატი ჰარტილი® ამლოს გამოყენება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგ.

გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ამლოდიპინის დონე (პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი დაცემა (პრეპარატ ჰარტილი® ამლოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერების შემდეგად).

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს გამოყენება ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე დაუშვებელია.

ორსულობის მე-13 კვირიდან პრეპარატი უკუნაჩვენებია. ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების სერიოზული დარღვევები.

თუ დაორსულდით პრეპარატ ჰარტილი® ამლოთი მკურნალობის კურსისას, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ.

შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.

ლაქტაცია

დადგენილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღება ძუძუთი კვების პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

თუ ხართ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

სამკურნალო საშუალების ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს შეუძლია გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღების დროს გრძნობთ თავბრუსხვევას, გულისრევას და დაღლას, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

პრეპარატი ჰარტილი ამლო შეიცავს საღებავებს:

5მგ/5მგ და 10მგ/5მგ კაფსულის გარსის შემადგენლობაში შედის წითელი საღებავი (allura red AC-FD&C Red 40 (E-129), ხოლო 5მგ/10მგ და 10მგ/10მგ კაფსულაში – აზორუბინი (კარმუაზინი) (E-122). მოცემულმა საღებავებმა შეიძლება გმაოიწვიონ ალერგიული რეაქცია.

  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას პრეპარატის დოზირებით, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა.

თერაპიული ეფექტიდან გამომდინარე, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია შეგიცვალოთ დოზა.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 1 კაფსულას პრეპარატის დოზირებით 10 მგ/10 მგ, ერთხელ დღეში.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისას, პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.

ხანდაზმული პაციენტები

თქვენი მკურნალი ექიმი შეგიმცირებთ საწყის დოზას და დაგინიშნავთ დოზირების მსუბუქ რეჟიმს.

რეკომენდებული არ არის პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშვნა ძალიან ხანდაზმულ და დაუძლურებულ პაციენტებში.

პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა განსაზღვრული არ არის.

თუ თქვენ თვლით, რომ პრეპარატის თერაპიული ეფექტი არის ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრეპარატის მუდმივად მიღება, შესვენებების გარეშე. ნუ დაელოდებით კაფსულების გათავებას ექიმთან ვიზიტამდე.

მიღების წესი

ეს სამკურნალო საშუალება მიიღება შიგნით, დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს, ყოველ დღე, მკურნალობის კურსის განმავლობაში, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის დაყოლებით.

კაფსულები არ უნდა დააქუცმაცოთ, ან დაღეჭოთ.

არ მიიღოთ ეს კაფსულები გრეიფრუტის წვენთან ერთად.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშნულზე მეტი დოზა

კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი, ან საშიში დაცემა. თქვენ შეიძლება გაგინვითარდეთ თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ან სისუსტე. ძალიან მძიმე შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ამ დროს ადამიანი კარგავს გონებას, ხოლო კანი ხდება ცივი და წებოვანი. თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს დანიშულზე მეტი კაფსულა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ან სასწრაფოდ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. არ დაჯდეთ თავად მანქანის საჭესთან, რათა მიხვიდეთ საავადმყოფომდე, ჯობია თხოვოთ ვინმეს მიგიყვანოთ იქ, ან ტელეფონით გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. შეინახეთ გამოუყენებული შეფუთვა, იქონიეთ ის თან. ეს დაეხმარება ექიმს ზუსტად განსაზღვროს, პრეპარატის რა დოზა მიიღეთ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ჰარტილი® ამლოს კაფსულის მიღება

არ ინერვიულოთ, თუ დაგავიწყდათ კაფსულის დროულად მიღება. მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა საჭირო დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, რადგან ამგვარად თქვენ ვერ მიაღწევთ გამოტოვებული დოზის კომპენსაციას, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების რისკი.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ჰარტილი® ამლო კაფსულების მიღება

თქვენ მკურნალ ექიმთან კონსულტაციამდე არ უნდა შეწყვიტოთ მკვეთრად პრეპარატის მიღება, ან შეცვალოთ მისაღები დოზა, რადგან ამან შესაძლოა მოახდინოს თქვენი დაავადების პროვოცირება. თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენად ხანგრძლივად უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი გვერდითი რეაქციები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი რეაქციები, თუმცა ის ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს პრეპარატ ჰარტილი® ამლოს მიმართ ალერგიული რეაქციის მძიმე ნიშნები.

მძიმე კანისმიერი რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები, კანის უკვე არსებული დაავადების გამწვავება, გაწითლება, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აშრევება (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ან მულტიფორმული ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:

გულის რითმის გახშირება, არათანაბარი, ან გაძლიერებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდში, შებოჭილობა გულმკერდში ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;

ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს სუნთქვის ფუნქციის დარღვევის ნიშანი;

კანზე სისხლჩაქცევების ხშირი განვითარება, ჩვეულებრივთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენების, ასევე სისხლდენების ნებისმიერი სხვა ნიშნების (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან) განვითარება, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით, ტკივილი ყელში და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ან კანის საფარველის სიფერმკრთალე. ეს შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემის ან ძვლის ტვინის დარღვევის ნიშანი;

მძიმე ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგის არეზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის ნიშანი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);

ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადებების შედეგი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.

სხვა გვერდითი ეფექტები: (მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ნებისმიერი ძლიერდება, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

შეშუპება (სითხის შეკავება).

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);

გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება;

სახის გაწითლება (ალები);

თავის ტკივილი, დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა. ეს ხდება ყველაზე ხშირად პრეპარატ ჰარტილი® ამლოთი მკურნალობის კურსის დასაწყისში, ან პრეპარატის უფრო მაღალ დოზაზე გადასვლისას;

მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება);

ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის დიარეა და ყაბზობა;

გულის წასვლა, ჰიპოტენზია (ანომალურად დაბალი სისხლის წნევა), განსაკუთრებით როდესაც თქვენ დგახაართ, ან სწრაფად ჯდებით;

გაძნელებული მშრალი ხველა, ცხვირის დანამატების ანთება (სინუსიტი), ან ბრონქიტი, ქოშინი;

მუცლის ტკივილი (ტკივილი კუჭის ან ნაწლავების არეში), დიარეა, საკვების მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება;

გამონაყარი კანზე ბუშტუკების წარმოქმნით, ან მათ გარეშე;

ტკივილი გულმკერდში;

კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი;

კოჭის სახსრების შეშუპება;

სისხლში კალიუმის დონის მომატება (გამოვლენილი სისხლის ბიოქიმიური ანალიზით).

არახშირი გერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

გუნება-განწყობის შეცვლა, უძილობა;

კანკალი;

ყურებში ხმაური;

ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანის ანთებით (რინიტი);

თმების ცვენა;

გამონაყარი კანზე (ეგზანთემა);

ქავილი, კანის ფერის ცვლილება;

შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის პროცესის გაძნელება, შარდვის გახშირებული მოთხოვნილება,

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით,

ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა;

ზურგის ტკივილი;

სხეულის მასის მომატება ან შემცირება;

დისკომფორტის შეგრძნება, ან სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;

წონასწორობის დარღვევა თავბრუსხვევით ან ბრუნვის შეგრძნებით (ვერტიგო);

ქავილი და კანის არაჩვეულებრივი შეგრძნებები, როგორიცაა გაბუჟება, ჩქმეტის, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება, ან კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), კანზე მგრძნობელობის დაკარგვა (ჰიპესთეზია)

გემოს შეგრძნების დაკარგვა, ან შეცვლა;

ძილის დარღვევა;

დეპრესია, მოუსვენრობა, მომატებული აგზნება;

ცხვირის გაჭედვა ან ასთმის მიმდინარეობის გამწვავება;

ნაწლავის შეშუპების განვითარება (რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც გამოხატულია მუცლის ტკივილის, ღებინების და ფაღარათის სიმპტომებით;

გულძმარვა, პირის სიმშრალის შეგრძნება;

კუჭში აირების დაგროვება (გასტრიტი);

დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის მოცულობის გაზრდა;

მომატებული ოფლიანობა;

მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია);

გულისცემის გახშირება, ან არითმია;

ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმში კავდება სითხის ჭარბი რაოდენობა;

მხედველობის დაბინდვა;

ტკივილი სახსრებში;

ცხელება;

სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, სექსუალური სურვილის დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში;

სისხლის ზოგიერთი თეთრი სხეულის დონის მომატება (ეოზინოფილია), რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად;

ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმლების ფუნქციური შესაძლებლობის შეცვლა, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარებისას;

მიოკარდიუმის ინფარქტი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

დაურწმუნებლობა, ან ცნობიერების არევა;

ენის გაწითლება და შეშუპება;

კანის გამოხატული აშრევება ან აქერცვლა, ქავილი, უხეში კანის გამონაყარი (ექსფოლიაციური დერმატიტი);

ფრჩხილის დაავადებები (მაგ. ფრჩხილის დასუსტება ან ფრჩხილის ბუდიდან მოცილება);

გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევები;

ლაქები კანზე და ცივი კიდურები;

თვალების გაწითლება, ქავილის, შეშუპების ან ცრემლდენის განვითარება;

სმენის დარღვევა;

ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები), ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) და თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები) რაოდენობის შემცირება, ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად.

სისხლძარღვების სტენოზი (შევიწროება ან დახშობა), ჰიპოპერფუზია (სისხლის მიმოქცევის გაუარესება), სისხლძარღვების ანთება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

სისხლში შაქრის დონის მომატება;

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

ღვიძლის ანთება, კანის გაყვითლება (სიყვითლე);

მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მოქმედებისადმი;

ღრძილების ჰიპერპლაზია (ღრძილის ქსოვილების გაზრდა);

კუნთების ტონუსის მომატება;

სისხლძარღვების ანთება.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა):

ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება;

პირის შეშუპება;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება უმნიშვნელო წყლულების წარმოქმნით;

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად;

სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზის ჩატარების შედეგად;

მტევნის და ტერფის თითების ფერის შეცვლა სიცივეზე, ან ღელვისას, ხოლო შეტევის ბოლოს სისხლის ნაკადის აღდგენისას - სიმხურვალის და მტკივნეული ჩხვლეტის შეგრძნება (რეინოს სინდრომი);

ფსიქომოტორული რეაქციების შენელება ან დარღვევა;

ყნოსვის დარღვევა;

წვის შეგრძნება;

ფსორიაზი;

უჯრედების ბირთვების მიმართ ანტისხეულების მომატება (სისხლის ანალიზი);

შარდის კონცენტრირებული მუქი ფერი, კუნთების სპაზმი, შეუძლოდ ყოფნა და შეტევები, რაც განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომით. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანკალი, რიგიდული ხერხემალი, ნიღბისმსგავსი სახე, ნელი მოძრაობა და სიარულის მანერის არევა წონასწორობის დარღვევით.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის აღწერილი ან ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის საშუალებით. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეძლებთ მეტი ინფორმაციის მიღებას ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ჰარტილი® ამლო კაფსულები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, ტენისგან დაცვის მიზნით.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ აღმოაჩინეთ გაფუჭების ხილული ნიშნები (მაგ. ფერის შეცვლა).

  • ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში, ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის გადაგდება, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კაფსულები ჰარტილი® ამლო

მოქმედი ნივთიერებები:

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/5 მგ:

5 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი (6,95 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/5 მგ:

10 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი (6,95 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/10 მგ:

5 მგ რამიპრილი და 10 მგ ამლოდიპინი (13,90 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/10 მგ:

10 მგ რამიპრილი და 10 მგ ამლოდიპინი (13,90 მგ ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) ყოველ კაფსულაში.

დამხმარე ნივთიერებები:

კაფსულის შემადგენლობა:

კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის დიბეგენატი

კაფსულები:

5 მგ/5 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

ბრილიანტის ლურჯი FCF+FD და C ცისფერი 1, ალურა წითელი AC+FD და C წითელი 40, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი

5 მგ/10 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, აზორუბინი, კარმოიზინი, ინდიგოკარმინი + FD და C ცისფერი 2, ჟელატინი

10 მგ/5 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ბრილიანტის ლურჯი FCF+FD და C ცისფერი 1, ალურა წითელი AC+FD და C წითელი 40, ჟელატინი

10 მგ/10 მგ კაფსულა (თავსახური და ფუძე)

აზორუბინი, კარმიოზინი, ინდიგოკარმინი + FD და C ცისფერი 2, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი

პრეპარატ ჰარტილი ამლო კაფსულების გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

გარეგანი სახე:

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/5 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 2, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუძით ღია ბორდოსფერი ფერის და ღია ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/5 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუზით ღია ვარდისფერი ფერის და ღია ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 5 მგ/10 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუზით ღია ვარდისფერი ფერის და მუქი ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

ჰარტილი® ამლო კაფსულები 10 მგ/10 მგ:

მყარი, ჟელატინისებური კაფსულები CONI-SNAP 0, მარკირების გარეშე, თვითდახურვადი, გაუმჭვირვალე ფუზით მუქი ბორდოსფერი ფერის და მუქი ბორდოსფერი ფერის გაუმჭვირვალე თავსახურით. კაფსულის შიგთავსი: გრანულების და ფხვნილის ნარევი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

7 ან 10 კაფსულა ერთ ბლისტერზე. 4 ბლისტერი X 7 (28 კაფსულა), 8 ბლისტერი X 7 (56 კაფსულა), 3 ბლისტერი X 10 (30 კაფსულა), ან 9 ბლისტერი X 10 (90 კაფსულა) შეფუთული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმო მოედანი

დსს “ ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა